ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ე ბ ი


ქ ა რ თ უ ლ ი
ა ნ დ ა ზ ე ბ ი
(ბ რ ძ ნ უ ლ ი გ ა მ ო ნ ა თ ქ ვ ა მ ე ბ ი)
ჰამლეტ ჩხენკელი, ვაჟა ჩხენკელი, ფლორა ჩხენკელი
ქ ა რ თ უ ლ ი
ა ნ დ ა ზ ე ბ ი
(ბ რ ძ ნ უ ლ ი გ ა მ ო ნ ა თ ქ ვ ა მ ე ბ ი)
თბილისი
გამომცემლობა
`საქართველოს მაცნე~




© ჰამლეტ ჩხენკელი

საჭიროა აღინიშნოს, რომ კრებულში მოწოდებული მასალა
ოდენ უმნიშვნელო ნაწილია იმ უზარმაზარი განძისა, რომელსაც სახელად
ხალხური სიბრძნე ჰქვია და რომ შემდგენლებს არც გვქონია პრეტენზია
სრული სახითა და უნაკლოდ შესრულებული ნაშრომი წარმოგვედგინა,
მით უფრო, რომ ხალხური შემოქმედება ამოუწურავი სიმდიდრეა, ლამის
ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ნიადაგ განიცდის სრულყოფას, ეხმიანება
გარე სინამდვილეს, მახვილგონივრულად აფიქსირებს ცხოვრებისეულ
შუქ-ჩრდილებს (`არს ცხოვრებისა მზირე~), და გამორჩეული მხატვრული
ოსტატობით ასახავს მათ, ყურადღებას მიაპყრობს დროში მიმდინარე ცვლილებებს
და სათანადოდ რეაგირებს მათზე სახეცვლილი ანდაზებისა და
ბრძნული გამონათქვამების სახით.
ჰამლეტ ჩხენკელი, რედაქტორი





• ააბრიალა და ვეღარ ჩააქროო.
• ააბრიალე კოცონი მეგობრობის და ძმობისა, დაბლა დაეცი კარავი
ღალატისა და მტრობისა.
• აასვენა და აღარ დაასვენაო.
• ააფრინე ალალიო, რაც არ არი _ არ არიო.
• აბაზის დამწუნებელსა ჯიბეში ორი აბაზი მაინც უნდა გედოსო.
• აბდალავ, თოვლი მოდისო, და _ აკი ვდგავარ და ვძიგძიგებო.
• ა, ბატონო, ბაწარიო _ დავით მეფეს გასწავლიო.
• აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი.
• აბრა სხვაა, საქმე სხვაა.
• აბრიალებულ სიყვარულს ვერა ძალა ვერ ჩააქრობს და ვერ
მოერევაო.
• აგანგალა განაგალაო, ჭალას კატა მამკვდარაო.
• აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართლის ბედმა.
• აგორებული ქვა მსუბუქიაო.
• აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებსო.
• აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
• აგრე როდი წირავს ჩვენი მღვდელიო.
• აგური ლალს შეადარეს, აქაო და წითელიაო.
• ა, დათვი და ა, კვალი.
• ადათია და წესია, ფეტვი ადგილზე თესია.
• ადათის ამოწყვეტას, გვარის ამოწყვეტა სჯობიაო.
• ადამიანი ადამიანის წამალიაო.
• ადამიანი გახევებული სინდისით არ იბადებაო.
• ადამიანი ერთი ფეხით წინაც წავა და უკანაც დარჩებაო.
• ადამიანს სიკვდილი ყურს უკან უზისო.
• ადამიანის დაბადება პირველი დღეა, ქორწინება _ მეორე და
სიკვდილი _ მესამეო.
• ადამიანის ენას ქვაც გაუხეთქავსო.
• ადამიანის მოკვდინება დიდი ცოდვააო.
• ადამიანის პანღური ვირის წიხლზე უარესიაო.
• ადამის ძის მოკვდინება არავის შერჩენიაო.
• ადანდალი დანდალიო, ჩემი ოქროს შანდალიო.
• ადგილის კურდღელს, ადგილის მწევარი დაიჭერსო.
• ადე, დაბრუნდი, წისქვილო, იკმარე რაც გაქვს, ისიცო.
• ადე, ნახე ჭირიო, დაჯე, ნახე ლხინიო.




• ადე, პაპა, თხლე ჭამეო და თხლიგულითვინა, შვილოო?
• ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი.
• ადრე ამდგომი _ შორს წავა.
• ადრე ამდგომი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა კი _ თვალებსაო.
• ადრე ადგომა მეტი სიცოცხლეაო.
• ადრე ამდგარსა ყმაწვილსა, დედა უმზადებს სადილსა.
• ადრე ამდგომს უხაროდეს, გვიან _ მოსადილესაო.
• ადრე მოფრენილ მერცხალსა, სუსხი სცემს და ყინვა აზრობს.
• ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება.
• ავადმყოფობა ბევრია, ჯანმრთელობა _ ერთი.
• ავადმყოფობა ფუთობით შემოდის და მისხლობით გადის.
• ავადმყოფობა ურმით შემოდის და მისხალ-მისხალ გადის.
• ავადმყოფს ჰკითხავენ, ჭამა გინდა თუ არაო.
• ავადმყოფის პატრონი ავადმყოფზე უარესიაო.
• ავადობას თუ დაუწექი, იქით დაგაწვებაო.
• ავადობას ჯანი მიაქვს, ჯანის წასვლას _ სიცოცხლეო.
• ავაფურთხე _ ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე _ წვერებსაო.
• ავ დროში ცოლი შეირთე, კარგ დროში გამოგადგებაო.
• ავ მოვალეს ნაცარი გამოართვი და თვალებში შეაყარეო.
• ავ კაცს მეზობლის წიწილა ბატი ეგონაო.
• ავთა მამათა ნაქნარი შვილებსაც მოეკითხება.
• ავი დასაჭერი ცხენი ავ დამჭერს მოძებნისო.
• ავი დიაცი ნადირთა დაპყრობად უძნელესიაო.
• ავი გასახედნი მოზვერი კარგი ხარი დადგებაო.
• ავი თვალი ბოროტი გულის სარკმელიაო.
• ავი იქნება _ თავისთვის იქნება, კარგი იქნება _ თავისთვის იქნებაო.
• ავი კაცი აქე და ერიდეო.
• ავი კაცი აღდგომასაც ავიაო.
• ავი კაცი თავის თავის მტერიაო.
• ავი კაცი ცხვრის ქურქში ყოფნას დიდხანს ვერ შეძლებს, ერთიც
იქნება და, სისხლიან თვალებს დააბრიალებსო.
• ავი კაცის ლუკმას ძაღლიც არ შეჭამსო.
• ავი მაყარი ლხინსაც დააკლდა და ჭირსაცო.
• ავი მაყარი _ ძილსაც მოცდა და ლხინსაცო.
• ავი მეზობელი ამომავალი მზეა, კარგი რაღა იქნებაო.
• ავი მეზობელი გერჩივნოს, კეთილ ნათესავსო.
• ავი მეზობლლისაგან ღმერთმა ყველა დაიფაროსო.
• ავი მეზობლისაგან ცეცხლიც ნუ გინდაო.




• ავი მეზობლის მოშორება თუ გინდა, რამე ასესხეო.
• ავი პაპა იყავიო, ავი ჭამაც გიყავიო.
• ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.
• ავი შემნახველი ქურდზე უარესიაო.
• ავი ცოლის ყოლას, ავი ძაღლის ყოლა სჯობიაო.
• ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო.
• ავი ძაღლი პატრონსაც კბენსო.
• ავია თუ კარგია, ქალო, შენი ქმარია.
• ავის მეტსა ვერას მომკის უსარგებლო მოლხინარი.
• ავმა მოვალემ რაც მოგცეს, გამოართვიო.
• ავისა კარგი ნუ გინდა, ნურც მისი მოსაგებელიო.
• ავისმდომელი მოკეთისაგან შორს ყოფნა გერჩივნოსო.
• ავმა სახლმა, ავმა კარმა _ ავად გამადედაკაცა; კარგმა სახლმა,
კარგმა კარმა _ კარგად გამადედაკაცა.
• ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.
• ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა.
• ავს არ მაკადრიანო და კარგს არ მაღირსიანო.
• ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?
• ავს ნუ იზამ და ავისა ნუ გეშინია.
• ავჭალაში ქორწილია, მცხეთაში დოლს უკრავენო.
• ავხორცი არც კაცი ვარგა და არც ქალიო.
• აზნაური მჭადს არა სჭამს, თუ მოშივდა _ ჭირსაც მომჭამს.
• აზნაურისა ქებასა, მე მოგიყვები ყველასა: ცოლი შიმშილმა მოუკლა,
გადააბრალა სნებასა.
• აზნაურის ბზე კარგია, გლეხი კაცის _ პურიო.
• აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა.
• ათასმა დააფასა, ერთმა უმტრო; იმ ერთისა გავიდა, ათასისა _
არაო.
• ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად _ ზრდილობა.
• ათასად გვარი დაფასდა, ათიათასად _ ზრდილობა, თუ კაცი კაცად
არ ვარგა, ძნელია გვარიშვილობა.
• ათას ცოცხალსა ბევრჯერა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
• ათასი მტერი სჯობია, ერთ უგვანო მოყვარესა.
• ათმა კაცმა მე მიჩივლა, ერთმა _ შენო.
• ალისუბანს ქალი მოკვდა, რუსეთს მარგლის ბოსტანსაო, ნუ ენდობი
დედაკაცსა, ნურც მკვდარსა, ნურც ცოცხალსაო.
• ერთხელ ხსენებას ერთხელ დაპატიჟება სჯობიაო.
• აკიდებულსა ვირსაო, ყველანი წაჰკვრენ წიხლსაო.
• აკრძალული ხილი ტკბილია.




• ალვის ხე ცამდის ასული, ჭინჭველას წაუქცევია.
• ალიას დარდი ფლავია.
• ალექსი და აქლემიო, შევჯდები და გავქრებიო.
• ამაღლებულნი დამდაბლდნენ, ამაღლდენ დამდაბლებულნი.
• ამაყი ქალის დამცირება შეიძლება, გატეხვა _ არაო.
• ამირან გულში მღეროდა, მებანევ _ ბანი, ბანიო.
• ამისთანა ბედნიერი, არის კიდევ სადმე ერი?
• ამოღებული ხმალი პურ-მარილმა ჩააგოო.
• ამქვეყნად, სიკეთის ფასი არაფერია.
• შენი წასვლა დასანანი მხოლოდ მაშინ გახდებაო, როცა ბევრი
დაგიტირებს, ბევრსაც გული დაწყდებაო.
• ამპარტავანი შვილი თავსაც დაღუპავს და ოჯახსაცო.
• ამღვრეულ წყალში თევზს ადვილად იჭერენო.
• ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევიო.
• ამ ჩემმა ღორმა მუცელმა, ცეცხლზე დამისხა წყალიო.
• ამხანაგს ნუ უღალატებ, სხვის ოფლს ნუ მიეტანები.
• ამხანაგის ყოლა, ბატონის ყოლას უდრისო.
• ამხანაგი _ ნუ გძულსო, ნაშოვარი _ ნუ გშურსო.
• ანაბარი მგელმაც იცისო.
• ან არ ვარგა ნავში ჯდომა, ანდა მენავესთან ბრძოლა.
• ანაკლიას, ერთ კაცს, შემწვარი თევზი მიჰქონდაო.
• ანაღვლე ბრმას სანთლის გაძვირებაო.
• ანგარიში მტრულიო და მეგობრობა ძმურიო.
• ანდერძი კაცს არ მოკლავსო.
• ან ვირი გახდი, ან _ ვირის პატრონიო.
• ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო.
• ან ზღვაზე უნდა იდგე კაცი, ან მთაზეო.
• ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე.
• ან ღვინო უნდა იყო, ან წყალი.
• ანს დახედე, ბანს დახედე, სიგრძესა და განს გახედე.
• ანჩხლი ცოლი ქმარს ჭკუაზე შლისო.
• ანწლი არ მოგცემს ყურძენსო.
• აპატიეს მელასაო, მოუმატა კბენასაო.
• არა გიშავს თუთარაო, თუკი არა გიჩანს რაო.
• არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო.
• არა გშია ზაქარია, თორემ მჭადიც შაქარია.
• არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდაგხდია.
• არავინ ისე მამაცურად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც
სულელი.




• არამი ფულით ნაყიდი განძი ვის შერჩენიაო.
• არა მიშავს რა, თუ არა მიჩანს რა.
• არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
• არავინ გეკითხება _ ბარი ათ შაურად და თოხი ორ აბაზადო.
• არავინ იცის, ხვალ და ზეგ, რა მოვა და რა იქნება.
• არამკითხე მეამბეო _ მიტყიპე და მიაგდეო.
• არა მწამს რა დიაცისა, არცა მოწმენდილი ცისა.
• არა მწამს ქინძი ქონდრადა, არც მწვანე კიტრი – გოგრადა.
• არ გავახაროთ მტერი ჩვენზედა.
• არას გარგებს სიმძიმილი, უსაგებლო ცრემლთა დენა.
• არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე რა გერგების?
• არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი.
• არას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ, რაცა ჩემგან ეამების,
ვაამებ და შევიყვარებ.
• არასოდეს არ გახმება, წყალთა შიგა, ხეთა ძირი.
• არასოდეს არ ცხონდება უშვილო და პურაძვირი.
• არასოდეს არ გახმება, წყალთა შიგა, ხეთა ძირი, არასოდეს არ
ცხონდება უშვილო და პურაძვირი, თუ უშვილო ცხონდებოდეს,
სამოთხეში შევა ვირი.
• არა უშავს რა წისქვილსა, დატრიალდება წყლის პირსა.
• არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
• არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა.
• არაკუნე კედელიო, დაარიგე რეგვენიო.
• არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ.
• არ აშენდა ხუროს სახლი, არცა მონადირისაო; სამი დღით ადრე
დაივსო სახლი მებადურისაო.
• არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
• არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა.
• არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
• არ გამოდგა ყვავი ქორად, არც უგვარო _ გვარის სწორად.
• არ დაგინდობს ბედი, მკვლელო, გაგიკრთება ძილი ღამით, თვალს
დაგივსებს საკუთარი სისხლიანი ცოდვა-ბრალი.
• არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.
• არ ეშინია ბაადურს ბაკაკაურის ხმლისაო.
• არ ვარგა კაცი უმტერო და არცა მტერმორეული.
• არ ვარგა კაცი უმტერო, კარგია მუდამ მტრიანი.
• არ ვარგა ქალი მეჭორე, სოფლად _ ვაჟკაცი მკვეხარი:
გაუჭირდება, შადგება, როგორც უღელში მჭლე ხარი.
• არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.




10 • არ ვიცი დანა მრუდეა, არ ვიცი _ დანის ტარია, არ ვიცი ქალი არ
ვარგა, არ ვიცი _ ქალის ქმარია.
• არ ვიცი ერთია და ვიცი – ათასიო.
• არვიცის დედა იცინოდა, ვიცის დედა ტიროდაო.
• არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან?
• არ იხმარებ, რა ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
• არმინდა _ ჯიბეში ჩამიდეო.
• არ მინდა შენი შრეშიო, ოღონდ ნუ შემომხვნეშიო.
• არმინდამ ცხრა ჯამი დო შეჭამაო.
• არმინდამა არ ჭამაო, ცხრა ხინკალი შეჭამაო.
• არ მოკვდება არასოდეს, ვინც არ დაიბადებაო.
• არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს.
• არ მსმენია ბერი ცხენის ჭრელი ლაგამ-უნაგირი.
• არსაიდამ ხმა, არსით ძახილი.
• არსასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა.
• არ უნდა ჭირში გადრეკა, თუ კაცი გონიერია; წავა და ყველგან
დარჩება, _ სოფელი ღონიერია.
• არ უწერია ტურასა ერწო-თიანეთს ღმუილი.
• არქიმედს ბანაობა რომ ჰყვარებოდა, თავის კანონს უფრო ადრე
აღმოაჩენდა.
• არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.
• არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
• არზრუმს ვირი კიტრად ღირდა, ჯორი _ საგზლად უნდოდაო.
• არმად ნაშოვნი _ არმადვე შეგერგება.
• არმინდამ _ ყველაზე მეტი შეჭამა.
• არძინბა და ბაღაფში _ შავ მიწაში, შავ ქვაში.
• არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს
სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.
• არცა დავლევ წყალსა, არც შევირთავ ქალსა.
• არცა ვიყავ რძალი კარგი, არცა შემხვდა ქმარი ვარგი.
• არცა ვქნა და არცა ვთქვაო?
• არცა ხნავდნენ, არც აცხობდნენო.
• არც არას მოგცემ, ყბასაც მოგტეხ.
• არც არავის ეხიდება, არც არავის არგია, ზარმაცი და უსაქმური
წუთისოფლის ბარგია.
• არც არავის ყმა ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია; ძველი
ღვინო, ძველი პური წლით-წლობამდე გამყოლია.
• არც არა ვიცი-რა, არც არას ვიტყვი-რა.
• არც გავიქცევი, არც წავიქცევიო.




11
• არც დაგეკარგება და არც მოგეცემაო.
• არც დედაა, არც დედინაცვალიო.
• არც ვიყავი რძალი ვარგი, არცა შემხვდა ქმარი კარგი.
• არც თავისთვის უქნია ღმერთს და არც სხვისთვისაო.
• არც ისე წვიმს, როგორც ქუხსო.
• არც მარტმა დამაყარა კარგი დღე, არც _ აპრილმაო.
• არც მარტმა მარგო და არც აპრილმაო.
• არც მიწა გასკდება და არც ცა ჩამოიქცევაო.
• არც მწვადი დასწვა, არც შამფურიო.
• არც შენ შეგრჩება ერთი დრო, დაიცა, გიწევს სიბერე.
• არც ცისაა და არც მიწის.
• არც წყალია, არც ღვინოო.
• არცოდნა არცოდვააო.
• ას კაცს ერთი ცხვარი უხაროდაო.
• ასკილი და ბუნებაო, კაცია და გუნებაო.
• ას მექოთნეს ერთმა მტეხელმა აჯობაო.
• ას ძმას ასი ცხვარი ბევრი ეგონაო.
• ასი დამკარ, ერთი მათქმევინეო.
• ასი კაცი ერთი ცხვრით ხარობდაო.
• ასი კაცი ცხენს კაზმავდა _ ვაი უკაცობასაო.
• ასი ურტყი დავითასა, მაინც იტყვის თავისასა.
• ასი წლის დედაბერმა იანვარში მარწყვი ინატრაო.
• ასი წლის დედალს, ასი წლის მამალი სჯობსო.
• ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.
• ასეთი პატარა და ასეთი მავნეო.
• ასმა კაცმა ასი კაცი იტიაო.
• ასმა კაცმა ასი ცხვარი შეჭამაო.
• ასტყდები, აღარ დადგები, ოხერ ზენა ქარივითა.
• ასწიე _ ღონესა ჰქვია, დასწიე _ უღონობასა.
• ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერი.
• ასჯერ გაზომო, გახსოვდეს, ვიდრემდე გასჭრი ერთხელა.
• აფრინდებიან ქორები, აიყოლებენ ძერასა, კაცი ვერ დაემალება
თავისა ბედიწერასა.
• აფხაზიც და ოსიც, თურმე, რუსის ნათქვამს იჯერებსო, მერე
ნახონ, როცა რუსი, ოჰოჰოიას იმღერებსო.
• აქაო და რბილიაო, ყლაპე, ჩემო ნინიაო.
• აქ დაბადებული, იქ კვდებაო.
• აქ ვინც იბადება, იქ კვდებაო.
• აქე და ერიდე.




12 • აქეთ მოვცდი ყოფასა, იქით _ ქორწილობასა.
• აქლემი ახლოს ძოვს და შორს იხედებაო.
• აქლემი დაბერდა და კოზაკობა დაიწყოო.
• აქლემი თავის კუდს ვერ ხედავსო.
• აქლემი თავის კუზს ვერ ხედავსო.
• აქლემი ისე არ დავარდება, ვირის ტვირთი არ აიკიდოსო.
• აქლემი კლდეზე გადაიჩეხა, ვირმა ბღავილი მორთო: ჩემი
ამოსაყვანი გახდებაო.
• აქლემის და ნემსის ქურდი _ ორივენი ერთიაო.
• აქლემის კუნტრუში _ აღმართზე გამოჩნდება.
• აქლემის შუშპარი _ ხიდზე გამოჩნდება.
• აქლემმა თქვა: ორმოცი კოზაკი გავზარდე, მაგრამ ტვირთი არც
ერთმა არ ჩამომხადაო.
• აქლემმა თქვა: რომ არ დამაჩოქებდნენ, მთელ ქვეყანას
ავიკიდებდიო.
• აქლემს არაბული ცხენი უჩვენეს და, კუზი რომ ჰქონოდა, უკეთესი
იქნებოდაო.
• აქლემს უთხრეს: კისერი გაქვს მრუდეო და სხვა რა მაქვს სწორიო.
• აქლემს ქოქოლა დააყარეს: ჰაი, შე კუზიანოო.
• აქლემს ჭედდნენ და კურდღელი გარბოდაო.
• აქლემების ჭიდილში კოზაკი გაიჭყლიტაო.
• აღარ გათენდება ღამე საზიზღარი, რომელი საათია, რომელი
საათია?
• აღარა ვარ იმ კილოსა, ლურჯამ ჩაიკინკილოსა.
• აღარც მღვდელი უნდა, აღარც დიაკვანიო.
• აღდგომაა დარიანი, ამაღლება _ ნამიანი.
• აღდგომა და ხვალეო.
• აღდგომა მზესაც უხარია, ისიც კი თამაშობსო.
• აღდგომას მომტყუებელი, მეტს იზამს ამაღლებასო.
• აღზრდამ გაზრდას ტოლი არ დაუდოო.
• აღმა _ ქარისა, დაღმა _ წყალისა.
• აღმა-დაღმა სირბილს, შენება სჯობიაო.
• აღმართი და დაღმართი, არც ერთია წაღმართი.
• აღმართმა თქვა: ვაჟკაცი მე მოვღალე და ბერიკაცმა _ მეო.
• აღმართს, ვაჟკაცის მომღლელსა, დავას უწყებდა ბერიო: შენ არა,
ის მე მოვღალე, ხედავ, კვერს მიკრავს ერიო.
• აღმართს დაღმართიც მოსდევსო.
• აყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო და შენც
ქართველო, სწავლითა, სამშობლო გაახარეო.




13
• აშენება მითხარ, თორემ დანგრევა იოლიაო.
• აშენება თქვი, ძმობილო, დანგრევა ადვილიაო.
• აყოლას, დაყოლა სჯობიაო.
• აჩქარებითა სოფელი, არავის მოუჭამია.
• აჩქარებითა სოფელი, არავის უშენებია.
• აცე, ვირო, გაზაფხულზე იონჯა მოვა და ჭამეო.
• აწ ამას ვღონობ, არ ვიცი, ქვესკნად წავალ თუ მე ცადა.
• აწ დავკარგე, რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ
რეტად?
• აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება.
• აწღა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახიო.
• აწყინოს ქერმა ლურჯასა.
• ა,ხუცესო, კორკოტიო, შენ ამისთვის მორბოდიო.
• ახალი ტყუილი მირჩევნია ძველ მართალსაო.
• ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასო.
• ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ, გამოდით, თქვენი ჭირიმე.
• ახალ კიტრს და ახალ ამბავს ძვირად ნუ იყიდი, მალე გაიაფდებაო.
• ახალ საფლავს ცრემლი ნამავს, ძველი მიაქვს ჭანგასაო, ღმერთო,
ყველა დაიფარე, ნუ დააკლებ ამაგსაო.
• ახალსა გუთნისდედასა, ხარი დაუდის ნებასა.
• ახალსოფელს ქინძარაო, გინდ ყოფილა, გინდ არაო.
• ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?
• ახლა კი დროა, სოლომონ რომა, მშვიდობა ნახოს საქართველომა.
• ახლოს ვარ და წვერებსა მგლეჯ, გამშორდები, რა იქნები.
• ახლოს ვიყავ, არა მნახე, შორით მომესალამეო.
• ახლოს იყავ _ არ გიყვარდი, შორით _ შენი ჭირიმეო.
• ახალწელიწად დღესაო _ ქაქუჩა ჩხრეკდა ბზესაო.
• აჰა, მღვდელო, კორკოტიო, შენ ამისთვის მორბოდიო.
• აჰა, ღორო, ქერიო და ჩემთვის არაფერიო.
• აჰა, შენი ფარიო _ ჩახმახი მაქვს ჩქარიო.

• ბაბუას შვილიშვილი ხვნა-თესვას ასწავლიდაო.
• ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო.
• ბადრიჯანს რომ ფრთები ესხას, მერცხალი იქნებოდაო.
• ბავშვი აკვანშივე იცნობაო.




14 • ბავშვი დასაქმე და უკან მიჰყევიო.
• ბავშვი თუ არ იტირებს, ძუძუს არ მოაწოვებენო.
• ბავშვი ნაბან წყალს არ უნდა გადააყოლოო.
• ბავშვი ოჯახის სარკეაო.
• ბავშვი რათა ტირისო _ გასდის და იმიტომაო.
• ბავშვი _ ტირილისა, გოჭი _ ჭყივილისაო.
• ბავშვი ტირილში იზრდებაო.
• ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო.
• ბავშვმა ჩასველება იცოდა, წამალი უყვეს და ჩასვრაც დაიწყოო.
• ბავშვს თუ დაპირდები, კიდევაც შეუსრულე.
• ბავშვს არ გაუცინო, თავზე წაგაჯდებაო.
• ბავშვს გაუცინებ და მუშტს გიჩვენებსო.
• ბავშვისაგან გაიგებ ოჯახის ავსაცა და კარგსაცაო.
• ბავშვის პირით სიმართლე მოწანწკარებსო.
• ბავშვის პირით დედ-მამის დაფარული ხმოვანობსო.
• ბალი წვერში გამწარდების.
• ბალი წვერში მწარდება და ტყემალი _ ძირშიო.
• ბალს ქერქი მაშინ გააძრე, როდესაც გაეცლებაო.
• ბამბის მპენტავს თეთრი ძაღლი ეჯავრებოდაო.
• ბარი _ ბარში, თოხი – ტარში.
• ბარში რომ ჭკუა გაქრება, მთაში მოიძიებენო.
• ბატის პატრონს ქათამი არ დაეჭირება.
• ბატკანი ერთი ბღაოდა, ძუძუ ყველას უნდოდაო.
• ბატონი გადაგიდგეს _ თემს შეეხვეწე, თემი გადაგიდგეს _ მთის
იქით გადაიხვეწე.
• ბატონი კაცის მუცელი ადლი და ნახევარია, საწყალი კაცის მუცელი
არც იმის ნახევარია.
• ბატონი ყმასა სწუნობდა, ყმა კიდევ _ მისსა ყმობასა.
• ბატონი ყმასა სწუნობდა, ყმა კიდევ _ მოახლესაო.
• ბატონი რომ ყმას უწყრება, იმედიაო.
• ბატონი ცხენსა ჩუქნიდა, მეჯინიბე კი წყრებოდა.
• ბატონი ცხენზე შეჯდომას ვერ ახერხებდა და მეჯინიბეს უწყრებოდაო.
• ბატონისა ჯავრობაო, ნუ გგონია ჯვარობაო.
• ბატონის კაცს თუ გალახავ, ისე გალახე, რომ სიკვდილის პირას
ჩავარდეს.
• ბატონის ნახვა თუ გინდა, ჯერ მისი კარისკაცი უნდა ნახო.
• ბატონის ნება არ არის, აღმა იზამს ფეხებს თუ დაღმა.
• ბატონის საყვარელი გველი, ყმისაგან უბეში ჩასმას მოელისო.




15
• ბატონის სურვილი ყმისათვის კანონია.
• ბატონს ყმა უყვარდა უსმელ-უჭმელი, ტან-ფეხ ჩაუცმელი.
• ბატონმა რომ თქვას _ მუხას ვაშლი ასხიაო, უნდა დაუჯერო.
• ბატონმა რომ თქვას _ მუხას ვაშლი ასხიაო, უნდა უთხრა,
მწიფს-თქო.
• ბატონმა მოურავს დაავალა, იმან კიდევ _ მოსამსახურესაო.
• ბატონო, ჩხიკვი მომიკვდა და, მე მისი დაბადებაც არ გამიგიაო.
• ბაღლინჯოს საკუთარი სუნი არ აწუხებსო.
• ბაყაყი _ გუბეში, ვაშლი _ უბეში.
• ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო.
• ბაძვა სჯობია შურსაო.
• ბახმაროს ქარი საითაც დაუბერავს, იქით გადავიხრებიო.
• ბებერი კაცი ბალღსა ჰგავს.
• ბებერი კაცი ყმაწვილს ჰგავს.
• ბებერი ლომი ვირმა ჩაწიხლაო.
• ბებერი რომ დაგლახდება, მიუჯდება კერასაო, ნატეხ პურს რომ
ვეღარ შესჭამს, მთელს დაუწყებს ცქერასაო.
• ბებერი _ მოგონებითა, ჯეელი – მოლოდინითაო.
• ბებერი ხარისა _ რქანიცა ხნავენო.
• ბებერმა თქვა: მე მოვკვდები, ქალმა თქვა: მე გავთხოვდები, არც ბებერი
მომკვდარა და არც ქალი გათხოვილაო.
• ბებერმა თქვა: ხარჯს ეწევით, ბარემ მეც დამაქორწინეთო.
• ბებერმა იანვარში მარწყვი ინატრაო.
• ბებერმა კვერცხი თავთით დაიდო, ვინძლო აღდგომა მალე გამი-
თენდესო.
• ბებერს შენი ხველაო.
• ბებერსა სასძლოდ მორთულსა _ უფრთხილდი, მოერიდეო.
• ბებიაჩემის გამომცხვარმა ხაჭაპურმა, ცხრა მთას იქით ყელი დამწვა.
• ბებოს გამომცხვარი კვერი ტკბილიაო.
• ბედაურ ცხენს გაკრეჭილ კვიცს არ შეაჯიბრებენო.
• ბედაური მათრახს არ დაიკრავსო.
• ბედაურის მოგებულს ვირი შესჭამსო.
• ბედაურნი დაიხოცნენ _ ვირებს დარჩათ მაიდანი.
• ბედაურებსა სჭედდნენ და ბაყაყმაც ფეხი აიშვირაო.
• ბედაურიდან ჩამოვარდნილი, ვირმაც არ შეიჯინაო.
• ბედაურიდან ჩამოვხტი და ვირზე შევჯექიო.
• ბედი მას ჰქვიან, რომ კარზე მოგადგეს უშრომელადო.
• ბედი მომეც და სანეხვეზე დამაგდეო.




16 • ბედი სამჯერ მოგიკაკუნებს, თუ კარს არ გაუღებ, სხვაგან მივაო.
• ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების.
• ბედი ხნავს და ბედი სთესავს, ბედი მოიყვანს ყანასო.
• ბედის მორჩილი _ მონობაში მოკვდებაო.
• ბედმა თქვა: ვინც მომიხმარს, წელიწადში ერთხელ, ყველას კარზე
შემოვჯდებიო.
• ბედნიერება თუ მოგჭარბდა, ცოლი შეირთეო.
• ბედნიერების საღამოს გაადილავებს ზენაო.
• ბედნიერი კაცისა მამალიც კვერცხსა სდებს, უბედურის კი _ ქათამიც
არაო.
• ბედნიერსა თმა ეზრდება, უბედურსა _ არცა ფრჩხილი.
• ბედნიერსა ნუ გგონია, მუდმივია სიკეთეო, ვინძლო არა შეგეშალოს,
საქმე გამოიკეთეო.
• ბედნიერმა მიწა მოხნა, მოფოცხა და მოჰყვა წვიმა.
• ბევრი ბოდიშის მოხდას _ ბევრი თავის დაკვრა უნდაო.
• ბევრი გამზრდელის ხელში ბავშვი უზრდელი გამოდისო.
• ბევრი ვეცადე შენთვისო, გამომივიდა ჩემთვისო.
• ბევრი რად უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი.
• ბევრი ყოყმანი კაცს წაახდენსო.
• ბევრი შეშისა დამწველი, ტყეში მალიმალ გარბოდა.
• ბევრი შვილი ჭირიაო, ცეცხლიც არის, ვერცხლიცაო.
• ბევრი შვილის პატრონსაო, ღმერთი ულეწს კალოსაო.
• ბევრი ცემითა, რკინაც გაიდრიკებაო.
• ბევრი ხალხისა _ ტალახიც კარგიაო.
• ბევრი ხელი ჯაფაშიო _ ცოტა პირი ჭამაშიო.
• ბევრი ხელის ჭირიმე _ ერთი პირისაო.
• ბევრი ჰოი-ჰოი ხარს უკუღმა წაიყვანსო.
• ბევრს ნუ იჯავრებ, მალე დაბერდებიო.
• ბევრმა ჭამამ კაცი მოკლა, ცოტამ _ გადაარჩინაო.
• ბევრის აზრმა იმარჯვაო.
• ბევრის მდომი ცოტასაც დაჰკარგავსო.
• ბევრის მსურველს ცოტაც არ ერგო.
• ბევრის მოლაპარაკეს ცოტას მთქმელმა აჯობაო.
• ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო.
• ბევრის მჭამელი კაცის მოსამსახურე და ძაღლი მშიერი რჩებიანო.
• ბევრის მჭამელმა, ცოტაც ვეღარ შეჭამაო.
• ბევრის მჭამელსა, ცოტას მჭამელმა აჯობაო.
• ბევრჯერ ვნახავ ივანესო, კარზე შემომჩივანესო.
• ბერდებოდე, ბედს ელოდე.




17
• ბერიკაცი ბერდებოდა, ცხენს უკუღმა შეჯდებოდა.
• ბერიკაცმა თქვა: ნურც მაჭმევ, ნურც მასმევ _ ცეცხლზე გამათბეო.
• ბერმა ლამაზი იშოვა და მიზეზი მოუძებნაო.
• ბერს ბერობა შეშვენის და ერს _ ერობა.
• ბეღურას _ ზარბაზანს არ ესვრიანო.
• ბზეს დრონი გაჰყიდიანო.
• ბზობასა და აღდგომას ერთნაირი ამინდი იცისო.
• ბიუჯეტის ქისას ფული სულ უფრო ემატებაო, ხელისუფალს პენსიისთვის
თეთრიც არ ემეტებაო.
• ბიჭს რომ დედა მოუკვდება, მამაც მამინაცვლდებაო.
• ბიჭობა გამორთმევა კი არა – შეთავაზებაა.
• ბნელში ფუტუროც ანათებსო.
• ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაყიდიდნენო.
• ბოზი და საყვარელი ერთი და იგივე არ არისო.
• ბოზი და საყვარელი რამ გაყოო.
• ბოზი ვინ ნახე ბოროტი, კაცისა ძვლების მკვნეტელი.
• ბოზი ნაზია დიაცი, ყმაწვილთა გულის მპყრობელი.
• ბოზი სახლში შეუშვი, კარი ღია გაუშვი.
• ბოზი ყველა კეთილიაო.
• ბოზს ბოზობა არ დასცალდა, მაჭანკლობას მიჰყო ხელი.
• ბოზს ვინ მოჰკითხა ნებაო.
• ბოლო უსინდისოს წილიაო.
• ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.
• ბოლოკს უთქვამს: ვინც გამფცქვნის ვირია და ვინც არა _ ძვირიო.
• ბოლოკის ძირი თხელი სჯობიაო.
• ბოლოკმა თქვა: თავს თუ არ მომჭრი, ერთ ჭირ თავჭირს მოვკლავო.
• ბოლოკმა თქვა _ უკადრისმა გამთალა და მსუნაგმა გამფხიკაო.
• ბორიოს მოტანილს ბორიო წაიღებსო.
• ბოროტი და ავის მდომი არასოდეს დაცხრებაო.
• ბოროტი და ბოღმა კაცი სუფრის თავში არ დასვაო.
• ბოროტი და ავის მდომი ცოლყოფილი ხარობდაო, მტრად გაზრდილი
შვილის ხელით მამა სხვაგან გარბოდაო.
• ბოროტი და ავის მქმნელი, სხვისი ჭირთ ისე დატკბა, ჭირისუფლის
გამწარება ვერ შენიშნა, ვერ დალანდა.
• ბოროტი და ავის მქმნელი, შვილიც ძერას წაუღია.
• ბოროტი შვილის დედასა რა მოაშორებს სევდასა.
• ბოროტი მკვლელის დედასა ვერ მოაშორებ სევდასა.




18 • ბოროტი ცოლ-ქმარი სხვისი ჭირით ტკბებოდნენო.
• ბოროტება მანამ გასტანს, სანამ ცოდვილს მადლი სტანჯავს.
• ბოროტება უთუოდ დაისჯებაო.
• ბოროტებას კიდე-განი არ გააჩნიაო.
• ბოროტებას საზღვარი არა აქვსო.
• ბოროტებას საზღვრებში ვერ მოაქცევო.
• ბოროტია ისიც, ვინც თავისთვისაა მხოლოდ კეთილი.
• ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.
• ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო.
• ბოსელში ისე ვერ შეხვალ, ავი სუნი არ გეცესო.
• ბოსტანშია ქინძარაო, გინდ იყოს და გინდ არაო.
• ბოშას მეფობა უბოძეს და პირველად თავისი დედა შესვა ვირზეო.
• ბრალი მისი, ვინც მოკვდა, თორემ ცოცხალს არა უშავს რაო.
• ბრალი ქოთნის მუცლისაო, თორემ ძირს რა უჭირსაო.
• ბრიყვია და ნაგავია, ბოროტია იმისთანა, რომ მოყვარე არ დაინდო,
გაწირა და ურტყა დანა.
• ბრიყვი თვალებში გიმზერს და უსირცხვილოდ ცრუობს, ჰგონია
ტყუვდები.
• ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს.
• ბრიყვი კაცისა სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია.
• ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა.
• ბრიყვი რის ბრიყვია, თუ ჭკვიანი არ დაამცირაო.
• ბრიყვი ცხენზე შეჯდებაო, ღმერთი დაავიწყდებაო, ცხენიდან რომ
ჩამოხტება, ცხენი დაავიწყდებაო.
• ბრიყვმა შვილმა ოჯახის ამბებით ქალაქი მორწყაო.
• ბრიყვთან კამათს აზრი არა აქვს.
• ბრიყვს ბრძენთან მეგობრობა არ გამოსდის, მალე ბეზრდებაო.
• ბრიყვს ჭკუა თვალებში აქვს და არა თავშიო.
• ბრიყვ სიძეს სიდედრ-სიმამრის ქონება თავისი ეგონაო.
• ბრიყვის საგზალი მალე დაილევაო.
• ბრიყვულ ტყუილებს რეგვენი სიმართლედ ასაღებდაო.
• ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა.
• ბრძენიც ვერას გააგონებს ბრიყვებსა და უტვინოთა.
• ბოროტისაგან კეთილი _ შურით ვერ გამარჩიესო.
• ბრმა ვერა ხედავს, მაგრამ გრძნობსო.
• ბრმა თვალმა ერთი ცრემლი რომ ჩამოაგდოს, ისიც ტირილში
ჩაეთვლებაო.
• ბრმა _ თვალხილულს ატყუებდაო.
• ბრმა რას ჩიოდა და თავის ორთავ თვალსაო.




19
• ბრმა საქონელს ბრმა მუშტარი არ დაელევაო.
• ბრმა სიძულვილი ვერაფერი იარაღიაო.
• ბრმა ქათამს ასე ჰგონია, ყველგან ხორბალი ყრიაო.
• ბრმა ქორწილში წააბრძანეს, კოჭლი _ სანადიროდაო.
• ბრმა ყვავს ღმერთი აუგებს ბუდესო.
• ბრმა ღობეს მიადგა და შენს იქით გზა არა მაქვსო.
• ბრმათა შორის ცალთვალიო, არს პირველი სარდალიო.
• ბრმამ ბრმას შეუძახა _ ჰაიტ, შე ბრუციანოო.
• ბრმამ და კოჭლმა ქვეყანა ამოაგდოო.
• ბრმას ცოლი მოუკვდა და როგორ გავაგებინოთო _ გვერდით რომ
აღარავინ მიუწვება, მაშინაც ვერ გაიგებსო?
• ბრუციანმა ბრუციანს შეუძახა: ჰაიტ, შე ბრუტიანოო.
• ბრძენი დედა, მამის მიმართ, შვილსა მტრულად არ გაზრდისო.
• ბრძენი _ გულით, უმეცარი კი თვალით ხედავს.
• ბრძენი სადაც არს დარჩების, საუნჯე თან ექნებისა.
• ბრძენი სინათლეში დადის და უგუნური _ ბნელშიო.
• ბრძენი სიტყვა ითქვა და _ ბრძენო ყურო, სადა ხარო.
• ბრძენი სიფრთხილით წახდებაო.
• ბრძენთან ბრიყვი რა სახსენებელიაო.
• ბუზანკალი ბედაურსაც და ჩოჩორსაც ერთნაირად უძვრება კუდის
ძირშიო.
• ბუზი ყველა ბზუისო, _ ფუტკართან ყველა ტყუისო.
• ბუზსა ჰკითხეს: რათა ბზუიო? _ როცა ჩუმად ვარ, მადლიერი არავინ
არისო.
• ბუზის კბენა სპილოს რას უზამსო.
• ბულბულმა კარგი გალობა იცის, მაგრამ ხორცი არ უვარგაო.
• ბუმბულს სანამ ქარი დაუბერავდეს, თავი მძიმე ჰგონიაო.
• ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, ზოგჯერ სიკეთეს იხვე-
ჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა.
• ბუნებამ დაიჩივლა – ზოგი ჩვენს გატყევებას ცდილობს და ზოგი
– გატყავებასაო.
• ბურთი და მოედანი მამაცს დარჩებაო.
• ბუტიას შეუჭამენ, მძინარეს შეუნახავენო.
• ბუტიას წილი ტკბილიაო.
• ბუხარი და ორი კაცი; თუ გაჭირდა _ სამი კაცი, თუ მეოთხე მოგემატოს,
მასპინძელო, კარში გადი.




20 გ
• გააათმაგე მცდელობა სიყვარულის და ძმობისა, სიკეთე თესე,
უარჰყავ მდომი ნგრევის და გმობისა.
• გაბედვამდის ასი მოკვდა, გაბედეს და არცერთიო.
• გაბრაზებული ბასაო დააფრინდება ქვასაო.
• გაგონილს ნანახი სჯობიაო.
• გადადებული საქმე ეშმაკისააო.
• გადარეულისათვის ნიადაგ ლხინიაო.
• გადი ბოლოსა, გაჭმევ ღოლოსა.
• გადი-გამოდი ბოლოსა, გაჭმევ ფლავსა და ღოლოსა.
• გადი-გამოდი, გუთანო, ღირღიტავ, ბანი უთხარო.
• გადმომიგდე იტრიაო, ვითომ ერთი კიტრიაო.
• გავბრიყვდი და შევჯექ ვირსა, იტლინკა და დამცა ძირსა.
• გავიქეცი _ გიჟი მერქვა, დავდექი და _ დაბდურაო.
• გავიქეცი და _ ლაჯიანოო, დავდექი და _ ქაჯიანოო.
• გავიხედე ოლოსაო, ღორი სძოვდა ღოლოსაო.
• გაზაფხული არ დადგება, სანამ გურჯი ძვალს არ გასტეხს.
• გაზაფხულის მზე ჩემს რძალსო, შემოდგომისა – ჩემს ქალსო.
• გაიალმასე განწყობა, მტერს შეუტიე ჯიქურად.
• გაიკითხე ოქროს ქათმიანიო.
• გამარჯვებულმა გუთანმა სამოცი კვალი მოხნაო, ან ხარმა როგორ
შეიძლო, ან გუთნისდედამ რა ჰქნაო.
• გამარჯობა არაყო, მშვიდობით, ჭკუაო.
• გამბედავს ნურაფრის შეეშინდებაო.
• გამგები გაიგებსო.
• გამდიდრდები, _ გაწუწკდებიო.
• გამოსაშვები სისხლი დროზე უნდა გამოვიდესო.
• გამოუდექ სიმართლესო, გამოგილევს სინათლესო.
• გამოუცდელ ანგელოზს გამოცდილი ეშმაკები სჯობიაო.
• გამრჯე კაცისათვის უსაქმობა დიდი სასჯელიაო.
• გამრჯე ხარს ალო არ მოაკლდებაო.
• გამქცევ-მიმწევი _ ორივე, მაღალ ღმერთს ეხვეწებაო.
• გამშველებელს მეტი მოხვდებაო.
• გამძვინვარებულ მკვლელს სამართალი ფეხებზე ჰკიდიაო.
• გამხიარულდი ბუხარო, გულჩათხრობილი ნუ ხარო.
• განა ბებერი ცხენი ქერს არა ჭამს?
• განადგურებული სიცოცხლე მკვლელმა სრულად უნდა ზღოსო.
• განათლება ბნელეთის მოციქულთა მმუსვრელიაო.




21
• განა იერუსალიმში ძაღლები არ ყეფენ?
• განა მაგას გაბარებდა ბიძაშენი ტარიელი, შენი ვირი სხვას მიეცი,
შინ კი მოდი ცარიელი?
• განა ყველა ჩვენია, რაც ღმერთს გაუჩენია.
• განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი.
• განგებასა ვერვინ შესცვლის, არსაქმნელი არ იქმნების.
• განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია.
• განგებითა მოვლენილსა ასცილდების ვერვინ ვერა.
• განუყრელთ ვერავინ გაჰყრისო.
• განქორწინების პირველმიზეზი _ ქორწინებაა.
• გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო.
• გარეთ გასული კაცი მაგარიაო.
• გარეთ მოვცდი ქორწილსაო, შინ კი – სადილობასაო.
• გარეთ მტერსა სთხრის თვალსაო, შიგნით კი _ თავის თავსაო.
• გარეთ მტერს უბრმავებს თვალსა, შინ კი – მოყვარესო.
• გარეულმა კატამ შინაური გააგდოო.
• გარეულსა ოქროსანსა, შინაური წვივდამწვარი გერჩივნოსო.
• გარჯილობასა მოჰქონდა საწუთრო დაულეველი.
• გასათხოვარი მღერის, გათხოვდება და ტირისო.
• გასაჭირი ბრძენზე ბრძენიაო.
• გასაჭირმა პატარძალთან დამაწვინაო.
• გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გრდემლი ტყვიისა ლბილისა.
• გასწიე, ხარო, ნისლაო, სხვაგანაც გინდა მისვლაო.
• გატეხილი პური აღარ გამრთელდებაო.
• გაუგია ალია მომკვდარაო და თავი საითა აქვს, არ იცისო.
• გაუთლელი სჯობს ალმასი, გათლილსა, ფირუზოვანსა.
• გაუსინჯავთა საქმეთა, ბოლოს შეექმნათ ზღვევანი.
• გაუსინჯავსა სიტყვასა, ტურის ჩხავილი სჯობიაო.
• გაუსვი და გამოუსვი, ვითომ ჭიანურიაო.
• გაუჭირვებლად ვინ გაიჭირვაო.
• გაქცეულს არ გამოუდგე, სირცხვილი არ გამოგიდგეს.
• გაქცეულს ერთი გზა აქვს, მდევარს _ ათასიო.
• გაქცეულს კვალზე მიჰყევო, დამდგარს წინ დაუდექიო.
• გაღმა გაედავე და გამოღმა დაგრჩებაო.
• გაღმა გასვლისა მსურველთა უკუღმა მიგვყავს ბორანი.
• გაღმა-გამოღმა ხრეითი, ახლა იწყება ქეიფი.
• გაყიდა მამული, იყიდა ხრამული.
• გაყიდა ხარი _ ითხოვა ქალი.
• გაცემულ სიკეთეს არ ივიწყებენო.




22 • გაცრილი ფქვილი და გაპენტილი ბამბა, კაცს ბევრი ეგონაო.
• გაძღომას ძროხაც მიხვდებაო.
• გაწყდეს, სადაც წვრილიაო.
• გაწყვეტას გაწვდენა სჯობიაო.
• გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო.
• გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო.
• გაჭირვებამ სტავრა-დიბა მაცვეთინაო.
• გაჭირვებამ ფარჩის კაბა მაცვეთინაო.
• გაჭირვებაში ჭინჭრაქა ქვის ღობეს შეეხიზნაო.
• გაჭირვებული კაცი ზღვაში გავაო.
• გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო.
• გაჭირვებულ კაცს ცამ გაუღო პირიო.
• გაჭირვებული მუდამ გაჭირვებული იქნებაო.
• გახედნილი, ცხენიც კარგია და ყურიცო.
• გახედნილ ყურს არაფერი გამოეპარებაო.
• გახელებული წისქვილი დღეში ჩანახსა ფქვავდაო, გახარებული პატრონი
თუნგნახევარსა სავამდაო.
• გახიე და გაფხრიწე _ ორივე ერთიაო.
• გახსოვდეს, კოვზსა პაწიას დიდი ზღვა დაულევია.
• გდიე და ვერ დაგეწიე, დავჯექ და დაგიცადეო.
• გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ, კაცს შენზედ შურით მწვდომსაო.
• გეგუთს ძაღლი გალახეს და მოწამეთას ტიროდაო.
• გემი ისე როგორ დაიღუპება, ერთი ნაფოტი არ დარჩესო.
• გემის მკეთებელს ფეხსაცმლის შეკერვა გაუკვირდაო.
• გემრიელ საჭმელს თან ახლავს, კბილისა მოსაკვეთელი.
• გესმოდეს, თარო-კედელო, კარიდან მაყურებელოო.
• გეუბნები კედელოო, გაიგონე რეგვენოო.
• გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიაო.
• გვარია, განა მჩვარიაო.
• გვარის ამოწყვეტა სჯობია, ადათის ამოწყვეტასო.
• გველი გარედანაა ჭრელი, კაცი კი _ შიგნიდანო.
• გველი მოვიდა ანკარა, თავით ბოლომდე გაგვყარა.
• გველი წავიდა მრუდობით, ეგონა გადარჩებოდა.
• გველს უთქვამს: მე ადამიანის სიყვარულით ვერ ვძღები და ადამიანი
_ ჩემი მტრობითო.
• გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი.
• გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული ისევ გველისა შერჩაო.
• გველმა კბენა არ იცოდა, კაცმა მასაც ასწავლაო.
• გვერდსისხლიანსა, გვერდტალახიანი სჯობიაო.




23
• გვირგვინოსანს ის სჯობია, ვინც ღირსია გვირგვინისა.
• გვრიტის ნანახი კანაფი მარცვალს არ გაიკეთებსო.
• გვყავს _ არ ვაფასებთ, დავკარგავთ და _ ვტირით.
• გზა გაუსინჯე საქმესა, თუ გინდა რომ არ წახდესა.
• გზა რამ დაღალა და ბერიკაცმაო.
• გზა კეთილისა კაცისა, ნიადაგ გქონდეს სავალად.
• გზა სიარულმა დალია, სალი კლდე _ წყალთა დენამა.
• გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა _ წყალთა დენამა, ლამაზი გოგო
და ბიჭი _ ერთმანეთისა ცქერამა.
• გზის არჩევა იოლია, მასზე გავლა კი _ ძნელიო.
• გზის მცოდნე ფეხს არ წაიკრავსო.
• გზირს სოფელში არ უშვებდნენ და ფარ-ხმალი მამასახლისისას
დამიკიდეთო.
• გინდ დანით დაგიკლავარ, გინდ _ დუმითაო.
• გინდ ზღვას დაუხრჩვივარ და გინდ ცვარსაო.
• გინდ მგელს შეუჭამივარ და გინდ მგლისფერ ძაღლსაო.
• გინდ მზეში სანთელი აგინთია, გინდ უგუნურისათვის კეთილი
გითქვამსო.
• გინდ ქოთანი ურტყი ქვასა, გინდ პირუკუ, მაინც ქოთანი გატყდებაო.
• გინდ შეწვი და გინდ მოხარშე, გინდ კერიიდან დასძარი.
• გინდა იყოს კოჭლი, გინდა ბრუციანი, მაინც მირჩევნია ჩემი კუზიანი.
• გიჟი _ აპნევდა, ჭკვიანი – ჰკრეფდაო.
• გიჟი გვიმრაზეც ფეხს მოიტეხსო.
• გიჟი დასაქმე და უკან მიჰყევიო.
• გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა
• გიჟი მოზვერისაგან კარგი ხარი დადგებაო.
• გიჟი მოზვერი დააბი, აუშვი _ ისევ გიჟია.
• გიჟი ნურც მოყვრად გინდა, ნურცა მტრადაო.
• გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა?
• გიჟი ქორწილში შევიდა და _ ჩემს სახლს ესა სჯობიაო.
• გიჟმა სახლი ააშენა და ჭკვიანმა იყიდაო.
• გიჟს აჰყე და ჭკვიანს დაჰყეო.
• გიჟს გარეთ მიაქვს და ჭკვიანს _ შინაო.
• გიჟს ნურცა რას ეტყვი, ნურცა რას ათქმევინებო.
• გიჟს ნურც გალანძღავ და ნურც გაელანძღვინებიო.
• გიჟს ნურც რას ჰკითხავ და ნურც რას დაუჯერებო.
• გიჟს ხატზე აკოცნინეს, მერე ისე შეეჩვია, ქვების სროლა დაუ•



24 წყოო.
• გიჟის გარეთ გაშვება ვინ თქვაო.
• გიჟის ნაბიჯების გამოცნობა შეუძლებელიაო.
• გიჟად მკვლელის გაცხადება სასჯელს არ ამსუბუქებსო.
• გიჟები ყრიდნენ, ჭკვიანები კრეფდნენო.
• გიცნობ, რკინაო, მიძევხარ წინაო.
• გიხსნას ღმერთმა ადიდებული წყლის, აბრიალებული ცეცხლისა
და შარიანი ქალისაგანო.
• გლახა ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცო.
• გლახა გლახას აედევნა, ღმერთო, ფარატინი გააგდებინეო.
• გლახა გლახას წაეკიდა და ორივე წყალში ჩავარდაო.
• გლახა თავმა ფეხები შეაწუხაო.
• გლახა მეზობელი თუ მეზობლისთვის ამომავალი მზეა, კარგი _
რაღა იქნებაო.
• გლახა მამას კაი მამინაცვალი სჯობიაო.
• გლახა მოყვარეს კაი მტერი სჯობიაო.
• გლახა მუშას შემოდგომაზე მოუკვდება გულიო.
• გლახა რომ ერთი იყოს, ყოველდღე ერბოკვერცხს შეჭამდაო.
• გლახამ აღაპი გადაიხადა და თვითონვე შეჭამაო.
• გლახამ ფარა იშოვა და გამოსახვევი ვერაო.
• გლახას კიტრი მისცეს, გამოართვა და თქვა: რაღა დასეტყვილი
შემხვდაო.
• გლეხი ძროხას ეძებს ჯიშიანს, თავადი კი – ცოლსაო.
• გლეხმა თქვა: სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ პირზე ხელს მაფარებენო.
• გლეხმა რა გაყიდაო და პური და ღვინოო, რა იყიდაო და _ ისევ
ისო.
• გლეხს რომ ცხენზე შემოისვამ, გადაგაგდებსო.
• გლეხს შობა უთენდებოდა და მეალილოვეებმა აღარ გაათენებინესო.
• გობისა და საცრის მზიდავი _ ორივე ერთნაირად კვნესოდაო.
• გოგიაა მთოხნელიო, ოცდახუთი – მცოხნელიო.
• გოგო-ბიჭური მოყვრობა, არის დროების ოხრობა.
• გოგოს ნაკეთი სამხარი, ბიჭის ნამკალი ყანაო.
• გონიერ კაცს ჭკუა თავში აქვს, უგუნურს _ თვალებშიო.
• გონიერი ქვეყანას ამშვენებს, უგუნური _ ამძიმებსო.
• გონიერი მეტს მოითმენს, უგუნური _ არცა წამსა.
• გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა _ გულსა ჰგმირდეს.
• გოშია აქეს და კლდეზე გადააგდესო.
• გოჭი ჭყვირილით იზრდება და ყმაწვილი _ ტირილითო.




25
• გოჭმა ღრუტუნი ღორისაგან ისწავლაო.
• გრძელ გზასაც თავისი ბოლო ექნებაო.
• გუთნის სახნისი, შვიდ წელიწადში ერთხელ, წვერს ოქროს წამოსდებსო.
• გუთანს მომეტებული ხარი არ მოსჭარბდება და წისქვილს _ მომეტებული
წყალიო.
• გულდიდი ქორი ქანდარაზე ჩამოიხრჩოო.
• გულმადლიანი ხელმადლიანიც არისო.
• გულია ჟამ-ჟამ ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი, გული
_ ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს
სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი.
• გული ბრძენისა იქ არის, სადაც სტირიან, ბრიყვისა _ სადაც
იცინიანო.
• გული გერჩოდეს და ფეხით სულ ივლიო.
• გული გულობდეს, თორემ ქადა ორი ხელით იჭმებაო.
• გული გულს იცნობს და ღონე ღონესო.
• გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი.
• გული როსტომისა და ბარგი _ ლოკოკინასიო.
• გული ყოველთვის იმღერის, ჟამმა არ დაუშალოსა.
• გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან.
• გულმა გულს სიტყვა უთხრა და ენამ ორივე გასცაო.
• გულის გასაღები ჯოჯოხეთში იჭედებაო.
• გულისთქმას პირი ამოთქვამსო.
• გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა.
• გულს მქონდა ხრმალი გაჩრილი, აწ შუბი დამაძგერეო.
• გულო, შავგულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები.
• გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა.
• გურული კაცი ფიცხია, არ დაგავიწყდეს, ბიძია.
• გქონდეს ფაცხა, _ იყოს რაცხა.
• გცემ და არ გატირებო.

• დაადარე მსხალი პანტას, ბროწეული _ ბიასაო.
• დაადარე მსხალი პანტას, ბროწეული _ ბიასაო ისე, როგორც
მცოდნე კაცი _ უვიცსა და ქლიავსაო.
• დაბადება სიცოცხლის ზეიმიაო.




26 • დაბადებამდე რომ ვიყავ, სიკვდილი იქ მიმიყვანსო.
• დაბალი ვერ შესწვდა, მაღალი არ მოიდრიკაო.
• დაბაღს რომ ტყავი მოეწონება, მიწაზე დაანარცხებსო.
• დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო.
• დაგარტყეს _ დაარტყი, უხელო არ ეგონოო.
• დაგეკარგოს რამე _ არ სთქვა, იპოვნო – თქვიო.
• დაგეშილი ჩიტი ბადეში არ მოხვდებაო.
• დაგჭედენ, მერე იძახე, _ არა, არ ვარო აქლემი.
• დაგჭედენ, მერე იძახე, _ არა, არა ვარ ვირიო.
• დადარაჯებული მკვლელი ლაჩარი და არაკაციაო.
• დადარაჯებულ მკვლელს ვაჟკაცობის არაფერი სცხიაო.
• დადიოდა მანქანითა, ხან უთაოდ, ხან _ თავითა.
• და ენა მთისა, სიმტკიცით მსგავსია კლდისა სალისა.
• დაეჭვება წინსვლის წინაპირობააო.
• დავაყარე წისქვილსაო, გადავურჩი სირცხვილსაო.
• დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი.
• დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია.
• დავთესე თხილი _ მოვიდა თხილი; რაც მამა იყო, ის _ მისი შვილი.
• დავინახე ქადაო _ ყელში გადაქანდაო.
• დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და _ მისმა სურვილმა.
• დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო.
• დავწვრიშვილდი _ დავიწიე, დამეზარდნენ _ ავიწიე.
• დათესე თხილი, ამოვა თხილი, რაც არის დედა, ის არის შვილი.
• დათვი ათასნაირად ხტუნავს, მაგრამ სულ პანტის ხეზეო.
• დათვი დათვს პატიჟებდა და სხვის ვენახში მიჰყავდაო.
• დათვი დათვის ძუნძულს თამაშს ეძახდაო.
• დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო.
• დათვი რომ სამგლე გახდება, იმისი საქმე წახდება.
• დათვი ღობეს გადაევლო, მაგრამ უზომოდ გაზრდილი უკანალისაგან
მაინც ვერ გათავისუფლდაო.
• დათვი ღობეზე გადავიდა და საკუთარი ჩრდილიც თან გადაჰყვაო.
• დათვი ტყეზე გაბუტულიყო, ტყემ კი არა იცოდა რაო.
• დათვი ძილს მისცემოდა და თაგვები სამარეს უთხრიდნენო.
• დათვმა თქვა: კბენა არ ვიცოდი და კაცმა მასწავლაო.
• დათვმა თქვა: მე ადამიანის სიყვარულით ვერ ვძღები, ის კი _ ჩემი
მტრობითაო.
• დათვმა თქვა: რასაც ჩემი ტორი ვერ მოვდე, გემო ვერ ჩავატანეო.
• დათვმა ზედმეტი სიყვარულით საკუთარი ბელი შეჭამაო.




27
• დათვს თავისი მახრჩობელა პანტა უყვარდაო.
• დათვს თავისივე ქონი აწუხებდაო.
• დათვს თავში სცემდნენ და ეს რა ბრახაბრუხიაო.
• დათვს მელიას კვალი გაუკვირდაო.
• დათვსა ხედავდნენ და კვალს მაინც ეძებდნენო.
• დათვს უთქვამს: ღმერთო, ჩემს ძმას ნუ შემახვედრებ და თუნდაც
შვიდი სხვა შემხვედრიაო.
• დათვის ტყავი ბანჯგვლით ფასობსო.
• დათვისაც უნდა გეშინოდეს და მისი ტყავისაცო.
• დათვო, პანტა გიმწიფსო და კიდევაც მიჭირსო.
• დაინახო მელია, თოფი მოარტყი, დაიჭირო _ ტყავი გააძვრეო.
• დაიოკე სურვილები, თავს ზემოთ ნუ ახტებიო, მეტისმეტი ყოყოჩობით,
ბნელ ორმოში ჩახტებიო.
• დაკარგული ძროხა ბევრს იწველისო.
• დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველის, დაუკარგავი _ ერთ
ჭიქასაც არაო.
• დალალის გული ხალვათიაო.
• დალაქმა ხელობა ჩვენს თავებზე ისწავლაო.
• დამალულმა ჭირმა კაცი მოკლაო.
• დამარხულ ოქროს და სიპ ქვას, ორივეს ერთი ფასი აქვსო.
• და მოკვდა ძმისათვის და არა ძმა _ დისათვისო.
• დამ დის ამბავი არ უნდა იცოდესო.
• დამნაშავე მკვლელის დაცვა უდიდესი ცოდვააო.
• დამპალი თოკით ორმოში არ ჩაისვლებაო.
• დამწვარს მდუღარე დაასხესო.
• დამჭკნარი ვარდი ახალ ჭინჭარს მაინც სჯობიაო.
• დაპატიჟებულ სტუმარს დიდი გული აქვსო.
• დანა კი არა, ნეტა კბილებიც არა მქონდესო.
• დანა ვინ მისცა მჭედელსა, ფეიქარს _ ხელსახოციო.
• დარდს მოგცემ _ დარდს დაგავიწყებო.
• დარში ნაბადს ნუ დააგდებ, ავდარში _ ქალამანსაო.
• დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული, ჩაუნთქმელი.
• დასაკლავ ხარს რაღა ლოდინი უნდაო.
• დასასჯელსა _ სასჯელი, სახარკესა _ ხარკიო.
• დაუპატიჟებელი სტუმარი ძაღლზე უარესიაო.
• დაუპატიჟებელ სტუმარს აბუჩი ჰქვიაო.
• დაუსრულებელი კამათი ავის მომასწავებელიაო.
• დაფარული ეშმაკისააო.
• დაღამებას ქათამიც მიხვდებაო.




28 • დაღვრილ ერბოს ისე ვერ აიღებ, ცოტა მაინც არ დარჩესო.
• დაღვრილი წყალი აღარ აიხვეტებაო.
• დაყვედრებულ ვარდის ყნოსვას, ეკლის ყნოსვა სჯობიაო.
• დაყვედრებული ლუკმა ყელს არ გადავაო.
• დაშინებულმა ძაღლმა ცხრა წელიწადს ჯირკს უყეფაო.
• დაჩოქილი საქართველო კვლავაც ფეხზე დადგება, იზეიმებს სული
ჩვენი დაბადებას ქართველად.
• დაცინვას კაცი არ მოუკლავსო.
• დახლიდან რომ ნემსი ამოიღო, მის მაგივრად მახათი უნდა ჩასდოო.
• დგომა მგზავრისა ცთომაა.
• დედა მყავდეს, თორემ მამას ისედაც ვიშოვიო.
• დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე.
• დედა რომ შვილს წყევლის, ძუძუები _ ლოცავენო.
• დედამ შვილი გაზარდა ხელმრუდი და ბაცაცა.
• დედას ვახსოვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, ამიტომ
წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა.
• დედას ვისაც მისცემ, მამაც ის იქნებაო.
• დედისერთა ვარ, ნუ მამაკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა.
• დედაბერი ბუქნას უვლიდა და არც მთა ემადლებოდა და არც
ბარიო.
• დედაბერი კერიის ძირას დაიმტვრაო.
• დედაბერმა იანვარში მარწყვი ინატრაო.
• დედაბერმა მუგუზალით ზღვა დასწვაო.
• დედაბერმა _ იმდენი ვერ მოვიცალე, მოვმკვდარიყავიო.
• დედაბერმა უღელი გადააგდო და კურდღელი მოკლაო.
• დედაბერს შვიდი სოფლის დარდი აწუხებდა, მისი დარდი კი არავის
ჰქონდაო.
• დედაბერს ტახტზე აჯენდნენ, ის კი `ნაცარ-ნაცარ~ იძახოდაო.
• დედაკაცის შარდიო _ მოვარდნილი ღვარიო.
• დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო.
• დედაკაცს სანამ ქმარი ჰყავს, ამირანია, როცა მოუკვდება _ ამირანთ-
ამირანიო.
• დედაკაცს უთხრეს: ცაში ქორწილიაო და _ კიბეს მივიდგამ, ისე
ავალო.
• დედაკაცს ძაღლიც კი არ შეუყეფსო.
• დედამ შვილს ოჯახის პატივისცემა უნდა ასწავლოსო.
• დედამ შვილი მამას არ უნდა დაატაკოსო.
• დედამ შვილი მამისადმი ბოღმით უნდა გაზარდოსო?




29
• დედამ შვილს ხელმრუდობაში ხელი არ უნდა შეუწყოსო.
• დედას, ვინც მამას შვილს აუმხედრებს, ღმერთი დასჯის და
შეაჩვენებსო.
• დედამიწა გრილიაო.
• დედაც ვნახე, მამაც ვნახე, მაგრამ შვილი ვერსად ვნახე.
• დედაშენი ქორს მიჰქონდეს, ჰაი-ჰაის ნუ დაუძახებო.
• დედ-მამა მაკეთებდა და მე არ ვკეთდებოდიო.
• დედ-მამის მოყვარულ შვილს შთამომავლობა დააფასებსო.
• დედ-მამიშვილობა უდიდესი სიკეთე და ღვთის წყალობააო.
• დედინაცვალი _ თვალში ნაცარი.
• დედინაცვალი, გერიო _ ერთიმეორის მტერიო.
• დედისთვის შვილის სიკვდილი, ვაჰმე, როგორი მწარეა.
• დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის ფერიო.
• დვალეთი და სამაჩაბლო როდის აქეთ გახდა თქვენი? ოსეთია
ჩრდილოეთში, აქ, სამხრეთში _ მიწა, ჩვენი.
• დიაკვანმა თქვა: ჩემი დავითნი მომიტანეთო.
• დიაკვანს რომ მოსწყურდება, მღვდელს მიაწოდებსო.
• დიამბეგის სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო.
• დიაცი მიმავალი იკვეხის, მამაცი _ მომავალიო.
• დიბა რომ დაიხევაო, ფეხზეც არ დაიხვევაო.
• დიბა-სტავრა ჩიოდა: ვაითუ უილაჯომ გამომჭრას, უხეირომ შემკეროს
და უჯიშომ გამცვითოსო.
• დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?
• დიდ დარს დიდი დიდი ავდარი მოსდევსო.
• დიდ ეკლესიაში პატარა ხატებიც დაეტევიანო.
• დიდ კაცს მუდამ კრძალვა უნდაო.
• დიდ კაცთან, პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალიო.
• დიდ კაცთან სამსახური არ დაგეკარგებაო.
• დიდ მწუხარებას დიდი სიხარული მოსდევსო.
• დიდ ნადირს დიდი ნაგაზები ჰყეფენო.
• დიდ სატკივარს პატარა წამალი შველისო.
• დიდ საყდარში პატარა წირვაც შეიძლებაო.
• დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო.
• დიდ ტყუილს, ბევრჯერ, პატარა სიმართლისაც შეშინებიაო.
• დიდ ფაფას დიდი სულის ბერვაც უნდაო.
• დიდ ფელამუშს დიდი გობი უნდაო.
• დიდ ხეს დიდი ნაფოტი სცვივაო.
• დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში არ კმარიყო.
• დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში არ ჩანდაო.




30 • დიდსა ვერ მოჰკვლენ ნადირსა, ხელად აქვთ ხოცვა მცირეთა!
• დიდსა, მაღალსა, ნათელსა მზესა მცირე ღრუბელიც მოაფენს
ბნელსა.
• დიდმა ზამთარმა დიდი მოსავალი იცისო.
• დიდმარხვას უთქვამს: ისე გავირბენ, ქვრივმა პერანგის გარეცხვაც
ვერ მოასწროსო.
• დიდმა სიყვარულმა, დიდი სიძულვილი იცისო.
• დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი.
• დიდი აქლემი თუ გყავს, დიდი ჭიშკარიც უნდა გქონდესო.
• დიდი იალქნის დაბერვას დიდი ქარი უნდაო.
• დიდი კაცის ნაჩუქარი მალე უნდა გადაყლაპო.
• დიდი კაცის ნაჩუქარი სუფრაზე არ დაიდებაო.
• დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
• დიდი ქვეყანა მოუწვავს, ენასა მაბეზღარასა.
• დიდი ძვლიდან დიდი ტვინი გამოვაო.
• დილას პირში ოქრო უჭირავსო.
• დილით ერთმა იცოდა, შუადღისას _ ორმა, საღამოთი _ ღორმაო.
• დილით _ მთა, საღამოს _ ბარიო.
• დილით ოქრო ხარ, სტუმარო, საღამოს ვერცხლად იქცევი, თუ
კიდევ დაგაგვიანდა _ სპილენძად გადაიქცევი.
• დილით ოქრო ხარ, სტუმარო, შუადღეს ვერცხლად იქცევი, თუ
ღამით შინ არ წახვედი, სპილენძად გადაიქცევი.
• დილის ვაშლი _ გულის ვარდი, დილის მსხალი _ გულის შხამიო.
• დილის საუზმე ცოლის მზითვებს სჯობიაო.
• დილის შარი სჯობია საღამოს ხეირსაო.
• დიღმის მინდორი დიდია, გაქცევა შენზე ჰკიდია.
• დოვლათი ბრმაა: ხან ვარდს დააჯდება, ხან ნეხვსაო.
• დოლა თხამ წყალში ჩაიხედა: რქები არა მაქვს, ჯერ პატარა ვარო.
• დო თუ შევჭამე, დოს ქილა ხომ აქ არისო.
• დოღია წუთისოფელი, ყველა თავისას ცდისაო.
• დოყლაპიას დო აგონდებოდა და ყველიჭამიას _ ყველიო.
• დრო მოვა, საათიც დაჰკრავს, მღვდელი აგიგებს წესსაო.
• დრო ყველაფრის მკურნალიაო.
• დროა _ შექცევა სჯობია, დრო არის _ გაქცევაო.
• დრონი მეფობენ და არა მეფენიო.
• დროზე მთესველი დროზე მოიმკისო.
• დროზე მივხედოთ ქვეყანას, გავმართოთ ეზო-კარიო, თორემ ხელიდან
გვეცლება, მოსაკლავი გვაქვს თავიო.
• დუმა წამლეკავი ბოროტების სათავეაო.




31
• დღეს მომეც ის, რაც მეკუთვნის, ხვალემ იკითხოს ხვალისო.
• დღეს ყველა საკუთარ დაკრულზე ბუქნაობსო.
• დღეს ყველა უბერავსო.
• დღეს _ ცნობა, ხვალ _ ძმობაო.
• დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა.
• დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო.
• დღევანდელი სიტყვა _ ხვალის ხიდიაო.
• დღე-მეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო.
• დღევანდელ სიკვდილს _ ხვალინდელი მირჩევნიაო.
• დღეს არ იყოს და ხვალ იყოს, წყალმა ნაფოტი გარიყოს.
• დღევ, დაღამდი, ალოვ, გადიო.
• დღისით _ კევისღეჭიაო, ღამით _ საქმისკეთიაო.

• ეგ საკენკი თქვენს ქათმებს დაუყარეო.
• ეგრე არ არის თაყაო, შენ რო მამული გაჰყაო.
• ეგრე არ მიწირავს და ვერცა ვწირავო.
• ეგრე გინდა ბრმასაო, შვილთან მეომარსაო.
• ეგრე იარე ღარიბო, კარი არავინ გაგიღო; ვისაც მიუხველ კარზედა,
ყველამ მასხარად აგიგდო.
• ეგრე, ჩემო თანანაო, მიყვარს შენისთანანაო.
• ეკალი საქებარია ცეცხლისა ასაგზნებელად, მაგრამ საქონად არ
ვარგა, უბეში ჩასადებელად.
• ეკალს თითო-თითოდ ამოიღებენო.
• ეკლესიაში ხატები ვერ იპოვნაო.
• ეკლესიის კარი ღია რომ იყოს, ძაღლს ნამუსი უნდა ჰქონდესო.
• ეკლისა ადგილს ამოსვლა _ ეკლისა არის წესია; მოხუცი იმას
მოიმკის, რაც სიყრმით დაუთესია.
• ენა გულის მოციქულიაო.
• ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.
• ენა კაცს ატყუებს, მარილი _ თხას.
• ენა კაცს კიდეც გადაარჩენს და მოჰკლავს კიდევაცო.
• ენა მტკივნეულ კბილს ეხებაო.
• ენა მწყემსე ყურადღებით, ვინძლო არსად გაგექცესო.
• ენა რას არ იტყვის, ენას ძვალი არა აქვს, სიტყვას _ ბაჟიო.
• ენა უძვლოა, უფხოა.
• ენა ყველაფერსა ფქვავსო.




32 • ენა ყველაფერს იტყვის, კაცს კი სინდისი უნდა ჰქონდესო.
• ენა ხედნე, მუდამ შენი ერთგული რომ იყოსო.
• ენა ხედნე მუდამ, ყველგან შენი ერთგული რომ იყოსო.
• ენას დიდი სარბიელი აქვსო.
• ენას კლიტე არ დაედებაო.
• ენას ძვალი არა აქვსო.
• ენას ჟანგი არ მოეკიდებაო.
• ენაგრძელი სულმოკლე იქნებაო.
• ენაგრძელი _ ჭკუათხელიო.
• ენამზე თამადამ თანამეინახენი უჭმელ-უსმელი დატოვაო.
• ენით ცხვარია, საქმით ცხარია.
• ენატარტარა _ ხელებპატარა.
• ენამ მოჭამა სოფელი, არ ხმალმა ამოღებულმაო.
• ენით მიტანილს ურმით მიტანილი სჯობიაო.
• ელაპარაკე რეგვენსა, გინდ თავი ურტყი კედელსა.
• ერბოკვერცხის სიყვარულით _ ტაფას ჰკოცნიდნენო.
• ერბო რომ გადმოვა, ციცხვსა და ჩამჩას ფასი ეკარგებაო.
• ერდოს მამალი ვერ დაამძიმებს და დედამიწას _ ყმაწვილი ქალი.
• ერევანს მწევარი იყო, ახალციხეს _ კურდღელიო.
• ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების.
• ერთგული არ ორგულდება და ორგული არ ერთგულდება.
• ერთგული კაცი ძნელად მოიძებნება და ძვირად ფასობსო.
• ერთგული შვილი მამას თვალებს არ უბრიალებსო.
• ერთგული შვილი თვინიერი და ყურადღებიანიაო.
• ერთგული ძაღლი მტერს უყეფს, ორგული _ შინაურებსა.
• ერთგულება სიყვარულის ტოლფასიაო.
• ერთგულებას გვარიანი დაფასება უნდაო.
• ერთგულებას ფასიც დიდი უნდა ედოსო.
• ერთხელ დაბადებული _ ერთხელ მოკვდებისო.
• ერთ დღეში სოფელი არ აშენებულა.
• ერთ თითს მოჰკაკვავ და ყველა თითი თავისით მოიკაკვება.
• ერთ მდინარე წყალში ორჯერ ვერ შეხვალო.
• ერთ საყდარში ორი ღმერთი ვერა და ვერ იქნებაო.
• ერთ სოფელში ქალი არ იყო და ვირს ვარდისახარს ეძახდნენო.
• ერთ ქარქაშში ორი ხანჯალი არ ჩაიგებაო.
• ერთი აკვნის ბავშვის სტუმრობას, თხუთმეტი ცხენოსნის სტუმრობა
სჯობიაო.
• ერთი აკლდა რვასაო, მიემატა ცხრასაო.
• ერთი _ ალთას, მეორე _ ბალთას.




33
• ერთი ალულია მღვდელსაც შეეშლებაო.
• ერთი არის მთოხნელი, ოცდახუთი _ მცოხნელი.
• ერთი გაძღომა მგელს არას არგებსო.
• ერთი გოგო ჩიოდა: გასათხოვრად პატარას მეძახიან და კოკის საზიდად
_ დიდსაო.
• ერთი დამპალი ვაშლი ერთ კალათ ვაშლს დაალპობსო.
• ერთი ერთზე თანაბარი ბრძოლა თუ ვერ მოგიგია, რას ყოყოჩობ,
ყელყელაობ, ვერაფერი გამიგია.
• ერთი ვარ, ერთხელ მოვკვდები, ერთხელ ვატირებ დედასო.
• ერთი კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.
• ერთი დედაბრისა არ იყოს: _ რაც გულში მაქვს, ის რომ ვთქვა,
ქვეყანას დაწვავს, ქვეყნის დაწვას, ისევ გულის დაწვა მირჩევნიაო.
• ერთი დრო არავის შერჩებაო.
• ერთი დრო არვის შერჩება, გინდ კარგი თქვას, გინდ ავიო.
• ერთი დღით ბატონობაც _ ბატონობა არისო.
• ერთი დღით სადმე წასულმა, სამი დღის საგზალი უნდა ზიდოო.
• ერთი დღის საგზალი გინდ ზურგით მიტარებია, გინდ მუცლითაო.
• ერთი დღის სიცოცხლისათვის, ხელმწიფემ ძაღლის ლეკვი
შეჭამაო.
• ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.
• ერთი თხა მყავდა ელაო, ოჯახი დამინელაო.
• ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.
• ერთი თხისკენ, მეორე მგლისკენ.
• ერთი კაცი გორში სცემეს, გული ცხინვალში მოუვიდაო.
• ერთი კაცი სხვაგან დათვრა და საკუთარ მარანს დაუწყო კოცნა: _
შენი ჭირიმე ჩემო მარანო, შენ დამათვრეო.
• ერთი კაცი ცხოვრების დარდმა გადაიყოლაო.
• ერთი მაქვს და სჯობს ათასსო.
• ერთი მგლისკენ, მეორე თხისკენ.
• ერთი-მეორის ცქერითო, სახლი აივსო მტვერითო.
• ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.
• ერთი მუჭა ბალახი აქლემსაც მაღლა ახტუნებსო.
• ერთი მხრიდან ძელი არ გაითლებაო.
• ერთი ნახვა ცნობააო, ორი ნახვა _ ძმობაო.
• ერთი პირიდან სითბოც ამოდის და სიცივეცო.
• ერთი პირობა წყალსაც ჩაეძინებაო.
• ერთი პირის ჭირიმე და ბევრი _ ხელისაო.
• ერთი სულელი ისეთ ქვას ჩააგდებს, შვიდი ბრძენი ვერ ამოიღებსო.
• ერთი პირი ძილი წყალსაც მოუვაო.




34 • ერთი პური წლამდის გორავსო.
• ერთი რომ ათასჯერა თქვა, ათასი რამდენჯერაო?
• ერთი საქმეს მოუხდება, ორი კი _ წაახდენსო.
• ერთი და საღი სჯობია _ ორ თვალსა, ბრუციანსაო.
• ერთი ტიკის სამყოფიც არ იყო ღვინო და ორ ტიკში ასხამდნენო.
• ერთი ქამანდით ფალავანი არ დაეცემაო.
• ერთი ღარიბი მამისათვის უფრო ადვილია ათი ვაჟის შენახვა, ვიდრე
ათი მდიდარი შვილისათვის ერთი მამის შენახვაო.
• ერთი ყმაწვილის გაზრდას ერთი ბათმანი ფეტვის აკრეფა სჯობიაო.
• ერთი შენ და ერთი მეო, არ გეწყინოს ექვთიმეო.
• ერთი შერჩა მელასაო, მოუხშირა კბენასაო.
• ერთი შეწვი, მეორე შესცხეო.
• ერთი შვილი _ არაშვილი, ორი შვილი _ ვითომ შვილი, სამი
შვილი _ მართლა შვილი, ოთხი შვილი _ დასტურ შვილიო.
• ერთი ცეცხლია, მეორე ნავთია.
• ერთი ცხვარი ორჯერ არ დიკვლებაო.
• ერთი _ ცხვრისკენ, მეორე – მგლისკენ.
• ერთი წელიწადი ნიორიც შეინახავს თავს მიწაშიო.
• ერთი წიხლისკვრით, ციხე არ დაინგრევაო.
• ერთი წლის ბერწობისათვის, ძროხა არ დაიკვლებაო.
• ერთი ჭკუა კარგია, ორი _ უკეთესიო.
• ერთი ჭკუა რეგვენსაც დაეჯერებაო.
• ერთი ხატი სალოცავად არ კმარაო.
• ერთი ხელით ორ საზამთროს ვერ დაიჭერო.
• ერთი ხელი ჩუმად არის, ორი გაიღებს ტყლაშანსო.
• ერთი ხიდან ბარიც გამოვა და ნიჩაბიცო.
• ერთი ხიდან ჯვარიც გამოვა და ნიჩაბიცო.
• ერთ კაკალს ქვას არ ესვრიანო.
• ერთ კაცს პარკში სტენიდნენ და ის ტომარაშიც არ ეტეოდაო.
• ერთ კაცს სოფლიდან აძევებდნენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო.
• ერთ კაცს ურემი გადაუბრუნდა და თავის თავს რომ ვერაფერი უყო,
ასე წამოიძახა: ახ, სადა ხარ, პატარა ბიჭო, შენ დაგაბრალებდიო!
• ერთმა გამტანმა აჯობა ას შემომტანსაო.
• ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო.
• ერთმა კაცმა ნალი იპოვნა და, ღმერთო, სარკინე ამოაგდეო.
• ერთმა კაცმა ქორწილი ქნა ერთი ჯამი ღვინითა, პატარძალი მოიყვანა
შეკაზმული ვირითა.
• ერთმა კაცმა ცოლი გაუშვა და ცოლის მამიდას ჰყვარობდაო.




35
• ერთმა მტეხელმა აჯობა ას მექოთნესო.
• ერთმანეთისა ბაძვითა სახლი აივსო ბრანძითა.
• ერთმა ტალახიანმა ღორმა, ასი ღორი გასვარაო.
• ერთმა ფარა ცხვარმა ხეს შებღავლა და ხე გახმა.
• ერთმა ფეხმოტეხილმა ტილმა ცხრა ლოგინზე გადაიარაო.
• ერთმა წვირიანმა ღორმა ჯავახეთი ამოაგდოო.
• ერთმა ჭიქა ღვინომ ამოღებული ხმალი ჩააგოო.
• ერთ მეზობელს მუცელი სტკიოდა, მეორე _ ხელს ისვამდაო.
• ერთ მზეს ვხედავთ და ერთნაირად კი არ გვათბობსო.
• ერთ მღვდელს სახნისი დაჰქონდა და ვინც მაწირვინებს, ამ
სახნისს ვაჩუქებო.
• ერთსაც გეტყვი, დაიხსომე: _ ცას არავინ აბერდება.
• ერთს რომ ვირი ეწეოდა, ორ იმდენს _ ვირის პატრონიო.
• ერთს რომ იტყვი, მეორეც უნდა თქვაო.
• ერთ ქვეყანას ბულბული არ იყო და ვირს ვარდისახარს ეძახდნენო.
• ერთ ქვეყანას, სხვა რომ ვერავინ ნახეს, ვირი ყადად დააყენეს.
• ერთ ყურსა ჰქვია ისმინეო, მეორეს _ ისხლიტეო.
• ერთ ცხვარსაც მწყემსი უნდა და ათასსაცაო.
• ერთ წელიწადს მუცელა იყო და ყოველი კაცი მუცელზე ხელს ისვამდაო.
• ერთი ნახვა ცნობაა, ორი ნახვა _ ძმობაო.
• ერთხელაც იქნება, მელას მინდორზე გაუთენდებაო.
• ერთხელაც იქნება, ნაგუბარში წყალი ჩადგებაო.
• ერთხელაც _ კოჭლი წინაო.
• ერთხელ გატეხილი კვერცხი აღარ გამრთელდებაო.
• ერთხელ, გაჭირვებაში, მელოტის თავი მეწისქვილესაც გამოსდგომიაო.
• ერთხელ დაბადებული ერთხელ მოკვდების.
• ერთხელ დაკოდილ გულს ვერაფრით გაამრთელებო.
• ერთხელ იქნება, თხა მგლად იქცევა.
• ერთხელ რომ გემოდ გენახოს, მეორედ რად სჭამ მწარესო.
• ერთხელ სიკვდილი სჯობია, ნიადაგ შეღონებასო.
• ერთხელ შევედი საყდარში და მაშინაც თვალი გამოვითხარეო.
• ერთხელ შეჯდა მწყერი ხეზე და მაშინაც ტოტი ჩამოუტყდაო.
• ერთხელ წაველ წირვაზეო, ფეხი მომტყდა ყინვაზეო.
• ერთხელ ჭკუა რეგვენსაც დაეჯერებაო.
• ერთხელ ჯოჯოხეთსაც მიადგება მზეო.
• ერთხელაც იქნება _ თხა მგელი იქნება.
• ეს დღე ხომ კატას არ შეუჭამიაო?




36 • ეს ესაო, ეს ისაო, გამოიცალა ქისაო.
• ეს ვარია ჩვენსას კაკანებს, კვერცხს კი სხვაგან დებსო.
• ეს ვირი ხომ ბედია და ჩონჩორიკიც მეტიაო.
• ეს თუ არ გინდოდა, აქ რა გინდოდაო?
• ესიკელას ქორწილი _ გოგიელას ხარჯიო.
• ეს ოხერი სიღარიბე ჩვენსა არის შეჩვეული, საცა წავალ და წამოვალ,
კალთაში მყავს გახვეული.
• ეს საკოცნელი ლოყა საფურთხებლად რად გავიხადეო.
• ეს სოფელი ასეთია, მიეთი და მოეთია.
• ეს ფეტვი კი მოცდა და ახლა ჯანდაბას, იწვიმებს თუ არაო.
• ეს ფონი კარგია, მაგრამ ერთ ადგილას ახრჩობსო.
• ეს ქვეყანა ასე არის, ის ქვეყანა ისეა.
• ეს ქვეყანა გამოცანაა.
• ეს ცხოვრება ასე არის, ის ცხოვრება ისეა.
• ეს ცხოვრება კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩადის.
• ექვთიმე, ექვთიმე, ერთი შენ და ერთი მე.
• ეშმაკს არ სძინავსო.
• ეშმაკს თვალი არ უჩანს.
• ეშმაკის შენახული ანგელოზმა გაიხმარაო.
• ეშმაკები ერთმანეთის მტრები არიან, მაგრამ კაცის წინააღმდეგ
მოყვრდებიანო.
• ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
• ეწერმა თქვა: მე რომ ეწერს არ მეძახდნენ, ოცდახუთნაირი ჭირის
წამალი ვარო.
• ეჭვი პროგრესის ბიძგიაო.
• ეჭვი სიფრთხილესაც გვასწავლისო.
• ეჭვს გაფაციცებული ჩასაფრება და მზერა უყვარსო.

• ვაზო, შვილივით ნაზარდოო.
• ვაზსა, გასხლულსა, ცოცხალსა, ვინ ჩათვლის ჟამმოჭმულადა.
• ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
• ვაი ამითაო, ქურდი _ ღამითაო.
• ვაი _ თქმავ და ვაი _ უთქმელობავო.
• ვაი _ თქმავ და უი _ კარზე დგომავო.
• ვაი კუტიკალიის ბრალი, თორემ ფრთიანი _ გაფრინდებაო.
• ვაი, რა კარგი, საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო.




37
• ვაიმე, ძმაო, თარხანო, ჭკუაზე რა თხლადა ხარო.
• ვაი, რაღა გაათენებს ზამთრის ამ ბნელ ღამესაო.
• ვაი, რა გადაგვიღამებს, ამ შიმშილობის დღესაო.
• ვაი _ სიკეთის მქმნელსაო.
• ვაი, ქონებავ და ვუი _ უქონლობავო.
• ვაი _ ჩვენსა წერასაო, თავი გიგავს ძერასაო.
• ვაი _ ძველის გამგდებსა და ვუი _ ახლის მომკიდესო.
• ვაი, რა ცოდვა-ბრალია, შევარდენ მიაქვ ძერასა, გაუფრინდება,
წაუვა, შორით დაუწყებს მზერასა.
• ვაი საწყლის წერასაო, თავი უგავს ძერასაო, დიდი გულის მეგობარი,
ორგული ჰყავს ყველასაო.
• ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო.
• ვალი და სესხი არ დაბერდებაო.
• ვალი შენი, მეგობარო, ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა,
კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების.
• ვალი ხმას არ იღებს და არც მაძინებსო.
• ვალი ჭუჭრუტანიდან შეძვრება და კარებიდანაც ვეღარ გამოეტევაო.
• ვალმა თქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ
გამოვეტევიო.
• ვალს გადახდა უნდაო.
• ვაჟი მყავდეს ქოჩრიანი, რძალს მოვიყვან ქამრიანსო.
• ვაჟკაცი საცა შერცხვება _ მისი სამარეც იქ არის.
• ვაჟკაცი უქუდო არ უნდა დადიოდესო.
• ვაჟკაცი ქუდს, სიცივის კი არა, სირცხვილის გამო ატარებსო.
• ვაჟკაცი ღიად უპირისპირდება მოწინააღმდეგეს, ლაჩარი _ მიპარვითა
და ლიქნით.
• ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ღირს მკვეხარი.
• ვაჟკაცობა კარგია, მაგრამ მალე გაცვდებაო.
• ვაჟკაცს ნურც აქებ, ნურცა ჰგმობ, სანამ არ გაგიჭირდება.
• ვაჟკაცს რას გამოადგება სოფლად მშვენება თავისა, _ ხმალს
უნდა აჭრევინებდეს, იმედი ჰქონდეს მკლავისა.
• ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო, თვალნი ქორებულ
მხედავნი, მუხლები შავარდნისაო.
• ვარდი მოკრიფე და ეკალს ცეცხლი წაუკიდეო.
• ვაჟკაცსა ულვაშგაკრეჭილს ხატში წილ აღარ ერგების, გოგოსა
მანდილმოხდილსა, ნამუსი დაეკარგების.
• ვაჟკაცსა უნდა ეხუროს ნამუსის ქუდი თავზედა.
• ვაჟკაცსა ცოლის სიავე შუა გზას მოაგონდება, წაიღებს საფიქრე•



38 ბელი, გზას იქით გადავარდება.
• ვარდი სანეხვეზეც გაიზრდება.
• ვარიას რომ კვერცხი მოადგება, კაკანს მაშინ დაიწყებსო.
• ვარჰალალე ლალივითა, დატრიალდი ტარივითა.
• ვა, სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?
• ვაშლი რომ მაღლა შეაგდო, მის ჩამოვარდნასაც დრო უნდა.
• ვაჭრობა და მოყვრობა, ნებისა არისო.
• ვაჰმე დედი, დედიაო, დედამთილის ხელშიაო, ვიტყვი რასმე, ავს
მეძახის, არას ვიტყვი, მუნჯიაო, კარში გავალ, ბოზს მეძახის, შინ
შემოვალ, ქურდიაო.
• ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა.
• ველ-მინდორს ყვავილი ქარგავს, ოჯახს _ კარგი დიასახლისიო.
• ვენაცვალე ქარსაო, მოიტანა კარსაო.
• ვენახს უთქვამს: ნეტავი ჩემმა პატრონმა წელიწადში თუნდაც
ერთხელ გადამიაროს და სხვის ხელში კი ნუ ჩამაგდებსო.
• ვერაგი მტრის ჩანაფიქრი წინდაწინ გაშიფრე და ისე იმოქმედეო.
• ვერა და ვერ გაიმართა, ვერ გასწორდა წელშიო, ეს ქვეყანა აირია,
შემოგვადნა ხელშიო.
• ვერ ამამაცებს ჯაბანსა გარეგან ჩანაცმულობა.
• ვერაფერს ვიტყვი, ენა სდუმს, თავზე დაგვჩხავის ყორანი.
• ვერ აშენდა ხუროს სახლი, ვერცა _ მებადურისაო.
• ვერ გავძელი დარში სიცხით და ავდარში სიცივითო.
• ვერ გაიხარებს ცოდვილი, ვერ დაიწყნარებს გულსაო, არ
დააძინებს ღამითაც ის ჩადენილი ცოდვაო.
• ვერ დაინახავს უტვინო თავისას, ვერცა სხვისასა.
• ვერიდებოდი ღოლოსა, დამხვდა სოფლის ბოლოსა.
• ვერვინ ედაროს ყმაწვილსა, ზრდილსა და თავაზიანსა.
• ვერცხლად ვინც სულსა გაჰყიდის, სხვას რას იყიდის კარგსაო.
• ვერც აქ მოსწვდი, მანდაც მოსცდი.
• ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი განახლებისა გრიგალის ქროლას.
• ვეშაპი ისეთს არაფერს გადაყლაპავს, რის მონელებასაც ვერ შესძლებსო.
• ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.
• ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდებოდეს, გიჟი ხიდს გადაივლისო.
• ვიდრე ხეს ქერქი სძვრება, მანამდე უნდა შეაძროო.
• ვიდრემდის მღვდელი მწყალობდა, ცხრა დიაკვანი მყვარობდაო.
• ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია.
• ვით შეითვისოს რუსმა ქართველი.
• ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა, რაც მოისურვოს ქართველო•



39
ბამა.
• ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა.
• ვინა ნახა ცხონებული, უშვილო და პურაძვირი.
• ვინ აშენ-აგებსო და ვინ აქცევსო.
• ვინ ალალო იძახა და ვინ _ დაიჭირაო.
• ვინ ბოროტსა სძლევს, ხელთა აქვს სრულყოფა მას საწადლისა.
• ვინ გკოცნის, ლოყას რომ უშვერო.
• ვინ დაგაბერაო და ავმა ცოლმაო.
• ვინ დასდევს ბებრის ქორწილში _ კუტსა და ქერის ლავაშსო.
• ვინ ენას სძლევს და მუცელსა, დიდი ნიჭი აქვს მადლისა.
• ვინ იტყვის, ჩემი დო მჟავეაო.
• ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
• ვინ შეედრება ყმაწვილსა, ზრდილსა და თავაზიანსა.
• ვინატრებდი ხმალამოწვდილ დავითს თავის ჰუნეთი, საქართველოს
ბედის ბორბალს წაღმა შევაბრუნებდი.
• ვინაც დილით ადრე დგება, გამარჯვებაც მასვე რჩება.
• ვინაც ფული იგდო ხელში, ძვალი გაეჩხირა ყელში.
• ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია.
• ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების.
• ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.
• ვინცა დაჩაგრა სიმართლე ბოროტ განზრახვით, ხერხითა, ის
კიდეც ადრე ჩავიდა ჯოჯოხეთს თავის ფეხითა.
• ვინცა სჭამსო _ ისვე ზღავსო.
• ვინცა ჩქარი _ ის მაძღარი.
• ვინცა ჭამა ერბო _ იმას მეტი ერგო.
• ვინცა ჭამე მჭადი _ ჭანგიანში წადი.
• ვინცა ჭამა ქათმის გული _ ვერ მოიგო კაცის გული.
• ვინცა ვისი მახარია, ისა მისი მაყარია.
• ვინც ავად გამხდარა, ყველა არ მამკვდარა.
• ვინც აიკიდა გოდორი, იმან შეჭამა კოტორი.
• ვინც აკაკუნებს, კარებს იმას უღებენო.
• ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
• ვინც არ გაირჯება, სიღარიბით დაისჯება.
• ვინც არად თვლის ნათელს მადლის, მას მათრახი, სიგრძით _ ადლის.
• ვინც არ დაბადებულა, _ არც მომკვდარაო.
• ვინც არ იცის, ცერცვია და ვინც იცის _ ცეცხლიო.
• ვინც გააჩინა თხაო _ მან გამოაბა რქაო.
• ვინც გააჩინა თხაო _ მან დაუგრიხა რქაო.




40 • ვინც განვკურნე _ მან დამკოდა.
• ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია.
• ვინც დააშავა, ყველამ გააშავა.
• ვინც დაიზარაო, არ გაიხარაო.
• ვინც დაკლა, იმან გაატყაოსო.
• ვინც დარაჯად არის დაყენებული, ის ყველაზე მეტად არის თვალსადევნებელი.
• ვინც ერდო მოხნა, იგიც მოკვდა.
• ვინც თავისთვის არა იყო, მისი ბედი შავი იყო.
• ვინც თაფლში ხელს ჩაჰყოფს, თითსაც ის გაილოკავსო.
• ვინც თქვა ანი, იმან ბანიც უნდა თქვასო.
• ვინც იცის _ ცეცხლია, ვინც არა და _ ცერცვიაო.
• ვინც კატას არ გაიჩენს, ის თაგვებს გაიჩენსო.
• ვინც მამა დაგმო და ფეხქვეშ გაიგდო, სოფლად ავკაცის სახელი
დაიგდო.
• ვინც მალე ჭრის, ის დიდხანს ნანობს.
• ვინც მდიდარია ფულითა, ის ღარიბია სულითა.
• ვინც მოითმენს _ ის მოიგებს.
• ვინც მეზობლის იმედით იქნება, ის უვახშმოდ დარჩებაო.
• ვინც მზეს ტალახს ესვვრის, მასვე დაეცემაო.
• ვინც მიდიოდა, ფქვავდა, ვინც არა და _ ჯერს ელოდებოდაო.
• ვინც მოითმენს, _ ვერცხლაო, ვინც არა და ცეცხლაო.
• ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.
• ვინც მოკვდეს, თავსა მოუკვდეს, ცოცხალი ღონიერია!
• ვინც მოხადა ქვევრიო, იმას მისცეს ბევრიო.
• ვინც ორი ხელით შრომობს, სხვების დასაძრახისი არ იქნებაო.
• ვინც პატარას არ დააფასებს, ის დიდის ფასს ვერ გაიგებსო.
• ვინც პირში გიცინის, მისი გეშინოდესო.
• ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო.
• ვინც რომ ასვა არაყიო, მისცეს სახლის ალაგიო.
• ვინც რომ გარეთ გაიზარდოს _ ან ლომი და ანაც გმირი; ვინც
რომ სახლში გაიზარდოს _ ან ძროხა და ანაც ვირი.
• ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქმს საძრახავსა.
• ვინც სავსე ჯამში ხელს ჩაჰყოფს, გემოსაც ის გაიგებსო.
• ვინც სვამდა, ისევ იმას სწყუროდაო.
• ვინც სულგრძელობას დაიპყრობს, შერჩება სახელოვნება.
• ვინც უჯაფოდ ჭამს, იმან ხეირიანი ჭამაც არ იცისო.
• ვინც ქარს დასთესს _ ქარიშხალს მოიმკის.
• ვინც ქარს შეაფურთხებს, ის საკუთარ თავს შეაფურთხებსო.




41
• ვინც ღამე ხნა, ისიც მოკვდა.
• ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერ გახდება ოსტატიო.
• ვინც შრომობს, კაციც ის არისო.
• ვინც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა, ცხენოსნობას ვერ ისწავლისო.
• ვინც ძაღლი მოჰკლა, მანვე გადაათრიოსო.
• ვინც ძლევს ენას და მუცელსა, დიდი ნიჭი აქვს მადლისა.
• ვინც წავიდა, აღარ მოვიდაო.
• ვინც წყალზე გასდო პატარა ხიდი, იმან მადლი ქნა საქვეყნოდ,
დიდი.
• ვისაც დედას მივცემ, მამაც ის იქნებაო.
• ვისაც თაფლი უდგია, თითსაც ის ილოკავსო.
• ვისაც თევზი უნდა, ფეხიც უნდა დაისველოსო.
• ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.
• ვირზე იჯდა, ვირს უშენდაო.
• ვირი ორშაბათსაც ვირია და ოთხშაბათსაცო.
• ვირი დაბერდა და თოხარიკობა დაიწყოო.
• ვირი და ვირი სანახიროზე იბრძოდნენო.
• ვირი ბატონად გეჯდეს, ჰაცე არ უნდა შეჰკადროო.
• ვირი გინდ ღობის შიგნით დააბი, გინდა ღობის გარეთ, მაინც ვირია
და ვირიო.
• ვირი ერთია, პატრონი _ ათასიო.
• ვირი რომ უფროსად გიჯდეს, ჰაცე არ უნდა შეჰკადროო.
• ვირი მოგებაზე წავიდა, ნალებიც იქ დარჩაო.
• ვირი მორბოდა ცხენთანა, მეც იორღა ვარ შენთანა.
• ვირი მუშაობს და ცხენი ჭამსო.
• ვირი საღმრთოში არ დაიკვლება, მაგრამ ვირის ფულით კი საღმრ-
თოს გადაიხდიანო.
• ვირი სხვისაო, სახრე ტყისაო.
• ვირი ფუნდრუკობას არ მოიშლისო.
• ვირი ქორწილში დაპატიჟეს და წყალი მაინც იმას აზიდვინესო.
• ვირი ხუცად ვინემ იყო, მან ცოცხლებსაც მარხვა უწყო.
• ვირიდან ჩამოვარდნილს, ცხენზე აღარ შეეჯდომებაო.
• ვირმა ზურგის ფხანაში კოჭლი ფეხი გაისწორაო.
• ვირმა თქვა: თხუთმეტი მუტრუკი გავზარდე, მაგრამ ზურგიდან
კურტანი არ მომცილებიაო.
• ვირმა კუდი აიბზიკა, მეც ნახირში გამრიეთო.
• ვირმა პალო ამოგლიჯა, ერთი პატრონსა ჰკრა და თხუთმეტი თვი-
თონ მოირტყაო.
• ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო.




42 • ვირმა ყროყინი რომ არ იცოდეს, პატრონს როგორ გააგებინებდა,
აქა ვარო.
• ვირსა მგელს შეაჭმევს მუტრუკის კუნტრუშიო.
• ვირსა პიტნა სძულდა, მოუტანეს, წინ დაუდესო.
• ვირსა სჭედდნენ, ის კი წიხლებს ისროდაო.
• ვირს და მის ყროყინს ფასი რომ ჰქონოდა, რუსთ ხელმწიფე ბაჟს
დაადებდაო.
• ვირს თუ კურტანი ახადე, ვირზე უარესიაო.
• ვირს თუ ფეხის მოტეხვა არ უნდა, რკინას ფეხი არ უნდა ესროლოსო.
• ვირს კურტანს არ მოხდიან, აქაო და უხდებაო.
• ვირს რასაც აჰკიდებენ, განა სულ თვითონვე შეაჭმევენო.
• ვირს რას ჰკითხავენ საქმისას, მელას რას დაუჯერებენ?
• ვირს რომ ზურგი მოეფხანება, წისქვილის კარებს მოადგებაო.
• ვირს რომ საპალნე მოენატრება, წისქვილში შეიხედავსო.
• ვირს რქა არ ამოუვიდა და თავი პატარა ეგონაო.
• ვირს რქები არ ამოუვიდა და ხბორებში გაერიაო.
• ვირს უთქვამს: წინა ფეხებისა რომ არ მეშინოდეს, მთელ ქვეყანას
ავიკიდებდიო.
• ვირს ყროყინს ნუ გააჯავრებ, თორემ ვირის ყურები გამოგებმისო.
• ვირს პიტნა ეჯავრებოდა და პირში ატენიდნენო.
• ვირს რომ ხტომა არ სცოდნოდა, როგორ შეიკუნტრუშებდაო.
• ვირზე შეჯდომა ერთი სირცხვილია და ჩამოვარდნა _ მეორეო.
• ვირის ზურგს ვირის კურტანი მოუხდებაო.
• ვირის თოფრამ თეირანი მოიარაო და ისევ თოფრად დარჩაო.
• ვირის მადევარი ვირის ტლინკებსაც უნდა უძლებდესო.
• ვირისგან წიხლი მეტკინება, არ მეწყინებაო.
• ვირო, აღმართი, დაღმართი _ შენთვის არ არის წაღმართი.
• ვირო, გაზაფხულამდე ნუ მოკვდები და იონჯაც მოვაო.
• ვირო, ვერ იცან მამალი? _ თავს ხერხი, ბოლო ნამგალი.
• ვის უნახავს ბებრის ბუქნა?
• ვის უჩივი? _ ბატონსაო, ვისთან ჩივი? _ ბატონთანო.
• ვისაც არ ეწვის, არ სტკივაო.
• ვისაც არავინ მოსწონს, თავად არ იქნება მოსაწონიო.
• ვისაც არ უნდა, რიყეზე ქვას არ დაინახავსო.
• ვისაც აღმართზე ავლა გაუჭირდება, იმას დაღმართზე ჩასვლაც
გაუკვირდებაო.
• ვისაც ახალგაზრდობაში არ ვუნახივარ, სიბერეში ნუ დამძრახავსო.
• ვისაც ბარგი ჰკიდია, ჩამოხადეთ, მადლია.




43
• ვისაც გული არ სტკივაო, იმას ცრემლი არ სცვივაო.
• ვისაც დედა ცოცხალი ჰყავს, ახლა კია სადილობა.
• ვისაც ვენდე გულითა, მომკლა სინანულითა.
• ვისაც ვინ უყვარს, მისი ლამაზიც ის არისო.
• ვისაც თაფლი უდგია, თითსაც ის ილოკავსო.
• ვისაც თევზი უნდაო, ფეხიც სველი უნდაო.
• ვისაც თორნე ცხელი ჰქონდეს, იმას პურიც ბევრი ჰქონდეს.
• ვისაც მოზვერი ეზრდებოდეს, იმას ხარს ნუ დაუკავებო.
• ვისაც მოუკლავს, ის მოჰკლავს, ნადირსა შავის მთისასა.
• ვისაც მტერი არა ჰყავს, კაციც ის არისო.
• ვისაც ნემსის დაკარგვა არ დაენანება, იმას არც აქლემის დაკარგვა
დაენანებაო.
• ვისაც არა ეხერხება, მისთვის ყველა ცუდიაო.
• ვისაც რახარუხი ეჯავრება, მჭედლის დუქანში ნუ შევაო.
• ვისაც საღმრთო უნდოდა, ცხვარს იძახდა, ვისაც გაძღომა და _
კამეჩსაო.
• ვისაც სახლი არ აუშენებია, მას დედაბოძი მიწიდან ჰგონია ამოსულიო.
• ვისაც სხვისი ბედნიერება შურს, ის ვერც თავისას შეიმშვნებსო.
• ვისაც სხვისი მუშტი არ უფერდნია, იმას თავისი მუშტი ბათმანი
ჰგონიაო.
• ვისაც უფროსის არ ესმის, იმას არც ოჯახისა გაეგება რაო.
• ვისაც ღმერთი სწყალობს, ის სიპ ქვაზეც დასხლდებაო.
• ვისაც ღმერთი სწყალობს, იმას ეშმაკიც ვერას დააკლებსო.
• ვისაც ღმერთი სწყალობს, ღომი ბლომად მოუვაო.
• ვისაც ღმერთი სწყალობს, ის შეუძლებელსაც შეძლებსო.
• ვისაც ღმერთის გეშინია, მიენდე, მისი ნუ შეგეშინდებაო.
• ვისაც შვილი არ მოჰკვდომია, შვილის სიკვდილს ნუ შესჩივლებო.
• ვისაც ჩემი ახალგაზრდობა არ უნახავს, ღმერთმა ნურც ჩემი სიბერე
აჩვენოსო.
• ვისაც ცრემლი არ სცვივოდა, იმას გულიც არ სტკიოდაო.
• ვისაც ცხენის ყიდვა უნდა თავლა მოინახულოსო.
• ვისაც ცხვარი არა ჰყავს, იმას დანა მჭრელი ექნებაო.
• ვისაც წიწაკა უჭამია, პირიც იმას დაეწვისო.
• ვისაც ჭირი უნახავს, წამალიც იმას ჰკითხეო.
• ვისგანაც კარგს მოველოდი, მისგან მივიღე წყენაო.
• ვის გაუგონია ლხინი უტირალი და ჭირი _ უცინარიო.
• ვის გამოუცხვეს და ვინ შეჭამაო.
• ვისი ენაც ჭარტალია, მისი ყველა მართალია.




44 • ვისი ერდოც მაღალიო, მეც იმისი მაყარიო.
• ვისი რა საქმეა _ ვისი მზე ვის თვალშია.
• ვისი ტიკი-ტომარა ხარო.
• ვისი ტყე, ვისი ხარები, ვისი რა საბურველია.
• ვისიც შიში, ხათრიც მისი.
• ვის მოსწყენია თავი მეფედ, ცოლი _ დედოფლადო.
• ვის პურსაც სჭამდე, იმისივე ხმალი მოიქნივეო.
• ვის უნდა განა, ორთავ თვალით ბრმა იყვესო?
• ვის უჩივი და _ ბატონსაო, ვისთან ჩივი და _ ბატონთანო.
• ვიცის დედა ტიროდა, არვიცისა _ იცინოდაო.
• ვინა თქვა შენი გარდაცვალება, შენ უკვდავების ხარ ბინადარი.
• ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს, მაგრამ რა მეკოცნება.
• ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.
• ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი.
• ვჭამე, ვჭამე, შემეჭამაო.

• ზამთარი გაზაფხულის მუშააო.
• ზამთარი ისე გაიპარა, რომ პერანგის შეკერვა ვერ მოვასწარიო.
• ზამთარი მოვა და ზოგს ხელს მოსწვავს და ზოგს ფეხსაო.
• ზამთარი შემოტეული სჯობიაო.
• ზამთარს ეკონკე, ზაფხულს ეკოხტეო.
• ზამთარში დედაბერმა მარწყვი ინატრაო.
• ზამთარში დედაბერმა ნემსი დაიბნია _ გამათბობსო.
• ზამთარში ნაქები ცხენი, ლაშქარში გამოჩნდებაო.
• ზამთრის მზე მოსავალს ვერ მოიყვანსო.
• ზამთრის მზე ყვავილს ვერ ამოიყვანსო.
• ზარალი წიწაკაზე მწარეაო.
• ზარალს ზარალი მოჰყვებაო.
• ზარმაცი ადგა და სახლი დასწვაო.
• ზარმაცი და ავყია, განა ვინმეს არგია?
• ზარმაცი და ავყია, წუთისოფლის ბარგია.
• ზარმაცი და უსაქმური შვილი ბედს ვერ ეწევაო.
• ზარმაცი ჭამის დროს კარგად არის და მუშაობისას _ ავადო.
• ზარმაცმა და უსაქმურმა არც ნამგალი ალესა, არც გუთანი გამარ-
თა, არც მოხნა და დათესა.
• ზარმაცმა ვერც ყანა მოხნა და ვერც პური მოიყვანაო.




45
• ზარმაც კაცს საკუთარი ხელ-ფეხი ნათხოვარი ეგონაო.
• ზარმაც მწყემსს საქონლის მობრუნება შორიდან ურჩევნიაო.
• ზარმაც მჭედელს მაინცა და მაინც კვირადღეს მოუნდება მჭედლობაო.
• ზარმაც ცხენს დეზი უნდა ჰკრაო.
• ზარმაც ხარს ზედა და ქვედა ნახნავი _ ორივე თავისი ეგონაო.
• ზარმაცი და ბრიყვი შვილი მამას ეჯიბრებოდაო.
• ზარმაცისთვის სულ უქმეაო.
• ზარს ერთხელ დარეკავენო.
• ზაფხული ზამთრის მუშააო.
• ზაფხულში გველის შეშინებულს, ზამთარში საბნის ეშინოდაო.
• ზაფხულში დათესილი ღომი თოხის პირს ამოჰყვესო.
• ზაფხულში დაფხვნილი, ზამთარში გამოდგებაო.
• ზაფხულში მთესავი, ზამთარში მცოხნავიო.
• ზაფხულში შემონახული, ზამთარში ცივი ქვაც თბილიაო.
• ზაფხულში ძაღლად მაქცია, ზამთარში _ კატადო.
• ზაქარია ციციშვილი _ რაც მამაა, ისიც შვილი.
• ზედმეტი სიტყვა კაცს თავსა სტკენს და მეტი ჭამა _ კუჭსო.
• ზევიდან ზიზია, ქვეშიდან ქიქიაო.
• ზევით ზიზილ-პიპილიო, ქვევით ტანი შიშველიო.
• ზემოთ მოვრჩი ქორწილსაო, ქვემოთ _ სადილობასაო.
• ზეცას წერო მიფრინავდა, ძირსა თლიდნენ შამფურსაო.
• ზიარი ძროხა მგელმა შეჭამაო.
• ზნეკეთილი ადვოკატი მკვლელს არ წაეშველება.
• ზოგგან ტიკით, ზოგგან ხრიკით, საქმე წავა თოხარიკით.
• ზოგი დედა ბრიყვია და შვილსაც ბრიყვულად ზრდისო.
• ზოგი დედა შვილს აქეზებს, შვილიც ნებას დაჰყვებაო: საბოლოოდ
მოგებული ისევე სხვა დარჩებაო.
• ზოგი დედა შვილს ქურდად ზრდის, სხვისის პარვას ასწავლისო,
შვილი მასაც გაამწარებს, ბოლოს მასაც ასწაპნისო.
• ზოგი კაცი ბედით ცხოვრობს ზოგიც _ უბედობითაო.
• ზოგი კაცი დუმას არ მიირთმევს _ უკანიდან აბიაო.
• ზოგი თავს ირჩენს ბედითა, ზოგი _ ვერც მომჭირნებითა.
• ზოგი მკვდარი ცოცხალს სჯობიაო.
• ზოგი რჩებოდა ბედითა, ზოგი _ ვერც შეჭირვებითა.
• ზოგი ქალი ვერცხლის თასია, ზოგიც ხიდი, შარაზე გადებულიო.
• ზოგს რძალი ტყუოდა, ზოგს _ დედამთილიო.
• ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა _ კაკალიც არაო.
• ზოგისას კატას სტიროდნენ, ზოგისას _ კაცსაც არაო.




46 • ზოგი ფულის ბატონია, ზოგიც _ ფულის ყმაო.
• ზოგი ჭირი მარგებელიაო.
• ზოგ კაცს ანგარიშისა რცხვენია და ჩხუბისა არაო.
• ზოგ კაცს კვირაში შვიდი პარასკევი აქვსო.
• ზოგ კაცს რიყე რომ მიაძახო, ქვებს შეგიჭამსო.
• ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა _ კაცუნაო; ზოგსა ქალსა
_ დედაკაცი, ზოგსაც _ დედაკაცუნაო.
• ზოგს რომ ჰგონია _ ერბო ქონია, ერბო _ ერბოა, ქონი _ ქონია.
• ზოგჯერ ბრიყვსაც დაეჯერებაო.
• ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობაა.
• ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
• ზომიერი ჭირიც ასატანია და ლხინიცო.
• ზომიერება მწუხარებასაც უხდებაო.
• ზრდილობა კაცს წარმოაჩენს ერთსა ათად, სხვათა თვალში.
• ზრდილობა მადლია, წყალობა ღვთიური.
• ზრდილი ქალი ვისიაო, ვინც აირჩევს, მისიაო.
• ზუზუნ-წუწუნი ქვრივისა და ბუზისა, ორივ ერთიაო.
• ზურგგაღლეტილი ცხენი ზეცას კაჭკაჭს დაინახავსო.
• ზურგსუკან მეფესაც შეაგინებენო.
• ზურგწამხდარ ცხენსა, ზეცაში, კაჭკაჭნი ელანდებიან.
• ზღვა ისე არ დაშრება, რომ გუბის ტოლა არ დარჩესო.
• ზღვა კი არ ახრჩობს კაცს, _ გუბეო.
• ზღვა კოვზით დაილიაო.
• ზღვა ლოცვით ბრუნავს, ხომალდი ლოცვით დადისო.
• ზღვა მაწვნად გადაიქცა და უბედურს კოვზიც არა ჰქონდაო.
• ზღვა ფაფად იდგა და უბედურ კაცს კოვზიც არ ერგოო.
• ზღვას გადაურჩა, ცვარმა დაახრჩოო.
• ზღვას ქვიშა აკლიაო.
• ზღვას ძირი არ უჩანდა და _ უძიროაო.
• ზღვაში ლელი გახმა, რაკი ცის ნამი არ მოხვდაო.
• ზღვაში ხნავს და ზღვაში სთესავსო.

• თაგვები ცხრა-ცხრასა ყრიან და ერთსაც ვერ უვლიანო.
• თაგვი ბეღელში შიმშილით არ მოკვდებაო.
• თაგვი ზვინის ქვეშ არ მოკვდებაო.
• თაგვი სოროში ჩაძვრა და კუდზე გოგრას იბამდაო.




47
• თაგვი სულ წისქვილშია, მაგრამ მეწისქვილე არ არისო.
• თაგვი ქვევრში ჩავარდა, დათვრა და კაცს ბრძოლაში იწვევდაო.
• თაგვმა თქვა: კატაზე ძლიერი ნადირი ბუნებაში არვინ არისო.
• თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.
• თაგვს ბუმბულში აწვენდნენ, ის კი ისევ სოროში მიძვრებოდაო.
• თაგვის სოროში ლომს ქორწილში ეპატიჟებოდნენო.
• თაგვის ფსელმა წისქვილის ქვა დაატრიალაო.
• თაგვის ცრემლი კატასაც არ შერჩაო.
• თავად არ იყო ძმარიო, შიგ გაურიეს წყალიო.
• თავადიშვილის ყმობითა, ფქვილი ვერ ჩავდგი გობითაო.
• თავაშვებული ცხოვრება არავის არგიაო.
• თავაწეული _ ჭკუაცარიელიო.
• თავმდები ხელით ჰკიდიაო.
• თავმდებს ხელი ჯიბეში უნდა ჰქონდესო.
• თავი აგიგდია, ვერა გაგიგია.
• თავი არა თქვა და ბოლო არ იყოო.
• თავი ვინ მოგჭრა და მკვიდრმა ძმამაო.
• თავი ვინ მომჭრა და, ჩემმა ენამო.
• თავი კუდს არ უცდისო.
• თავი მოკვდეს, სიტყვა დარჩებაო.
• თავი ფეხებს არაფერს ეკითხებაო.
• თავიდან, კაცის სიკვდილი, კაცთაგან მოგონილია.
• თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება ბრძოლაში
მოკვდეს.
• თავს ზევით ძალა არ არისო.
• თავს ისე გრძნობს, როგორც ბატონი სამარეშიო.
• თავს ისე გრძნობს, როგორც ლურსმანი ფიცარშიო.
• თავს იქით რად გინდა რამეო.
• თავს მოგჭრი განა ხმლითა _ ენითაო.
• თავს სინანული სჯობია, ბოლოჟამს დანანებასა.
• თავზე აფსამდნენ და, _ რა თბილი წვიმა მოდისო.
• თავის აგდებას _ ტანის აგდება სჯობიაო.
• თავის ბედს კაცი ვერსად დაემალებაო.
• თავის ბინაზე მხდალიც ლომგულიაო.
• თავის დამკარგავი თმებს დასტიროდაო.
• თავის დროზე დალეული, შხამიც ტკბილიაო.
• თავის დროზე დალეული, შხამიც წამალიაო.
• თავის ეზოში ძაღლსაც დიდი გული აქვსო.
• თავის გაჭირვებისა ყველამ თავად უკეთ იცისო.




48 • თავის სიმჩატე ფეხების სიმძიმეაო.
• თავის უბედური სტამბოლს გაჰყიდესო.
• თავის ქალი ვინ აქოო, _ და წირპლიანმა დედამაო.
• თავის ქება _ თავის ტეხვაო.
• თავის ქება კიტრადა ღირს, კიტრი _ თეთრიც არაო.
• თავის ქება კიტრადა ღირს, სხვის აუგი _ არც იმადო.
• თავის ქება კიტრადაც არა ღირსო.
• თავის ქება, შაურადაც არა ღირსო.
• თავისით არაფერი მოვაო.
• თავისივე ქონით თვალებსა სთხრიანო.
• თავო, ჩემო, ბედი არ გიწერიაო.
• თავკერძაა, ცრუ და ავი და არაფრის მაქნისი, არც მოხნა და არც
დათესა, დააჟანგა სახნისი.
• თავმდაბალი ზრდილიც არის და თავაზიანიცო.
• თავმდაბლობამ წელში მომდრიკაო.
• თავმდაბლობამ ყოფა მიტირაო.
• თავმდაბლობა თავმდაბლებში ჭრის, სხვებთან არაო.
• თავმოყვარე არის ისი, ვინაც იცის ფასი თვისი.
• თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა რა ერთად მოსატანიაო.
• თავმოყვარეობა ღვთაებრივი ჯილდოა და ზნეობრივი ფენომენიო.
• თავმომწონე კაცი თუ ქონებიდან დავარდა, მალეც მოკვდებაო.
• თაღლითი და თითლიბაზი შეფარული საფრთხეაო.
• თავწყალდასხმულსა თავს ლაფი ესხმოდაო.
• თათარმა თქვა: მძიმედ იყავ, წონაში მეტი მოხვალო.
• თათარმა თქვა: ცოლის ავადმყოფობას ჩემი ავადმყოფობა მირჩევნია
და ჩემს სიკვდილს _ ცოლის სიკვდილიო.
• თათარმა უთხრა თათარსა: შენც აღა დამიძახე, მეც აღას დაგიძახებ
და ორივე აღა ვიქნებითო.
• თამაშობას ხერხი უნდა, თორემ დათვმაც იცის ძუნძულიო.
• თანხმობა კედელზე უმაგრესიაო.
• თაფლი თუ შეჭამა, ქოთანი ხომ ისევ არისო.
• თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო.
• თაფლი კარგია, მაგრამ ცოტა კუპრი ურევიაო.
• თაფლი კარგია, მაგრამ ძაღლის გუდაშია ნადებიო.
• თაფლი რომ წინ გედოს, თითი უნდა გაილოკოო.
• თაფლის მჭამელსა დათვსაო, ბუზი დაბზუის თავსაო.
• თბილა და ცივა _ ორივე მტკივა.
• თევზი თავიდან ყარსო.
• თევზი _ მარხვაში, ცხენი _ აღმართში.




49
• თევზის ნდომითა, ბაყაყი არავის შეუჭამია.
• თევზი წყალში არ დაფასდებაო.
• თევზმა თევზს უთხრა: ცოტა იქით მიიწიეო; საით მივიწიო, ვერა
ხედავ, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო?
• თევზმა თქვა: სათქმელი ბევრი მაქვს და პირი წყლითა მაქვს
სავსეო.
• თევზს ბოლოთი ვერ დაიჭერო.
• თებერვალში დღეს იმდენი ემატება, რამდენსაც ბატკანი გადაახტებაო.
• თეთრ თხასა, შავსა თიკანსა შორს შეეტყობა ვაცობა.
• თეთრი თხა მყიდველს მსუქანი ეგონაო.
• თეთრი თხისა ხარ ციკანო, შორით გეტყობა ვაცობა, დღეს ღვინო
გალაპარაკებს, ხვალ ვნახოთ შენი კაცობა.
• თეთრი კბილი, შავი გული მტრისთვის არა მშურებია.
• თეთრი კბილი, შავი კბილი სიცილის დროს გამოჩნდებაო.
• თეთრი ტრაკი, შავი ტრაკი, აბანოში გამოჩნდება.
• თეთრი ფრაკი, შავი ფრაკი მასკარადზე გამოჩნდებაო.
• თეთრი ცხვარი შიგნიდანაც თეთრი ეგონათო.
• თეთრისა თხისა ციკანსა შორს შეეტყობა ვაცობა, ისევ შენ გამოგადგება
ეგ შენი კაი კაცობა.
• თეოზე ცეცხლი დავანთე, ზედ დავაყარე დეკაო, კაცი რომ იხარჯებოდეს,
რიღასთვინ უნდა დრეკაო.
• თელას ტყავი როცა სძვრებოდეს, მაშინ გააძვრეო.
• თემიდა მისხალ-მისხალ იკვლევს და მერე სჯისო.
• თვალთმაქცი და თითლიბაზი არც ლარი ღირს არც აბაზი.
• თვალთმაქცსა და ფარისეველს სათავეში რა უნდაო.
• თვალი გულის სარკეაო.
• თვალი თვალის მტერიაო.
• თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.
• თვალი თვალს თუ მოშორდება, გული გადასხვაფერდება.
• თვალებით ბრმა სჯობია, გონებით ბრმასაო.
• თვალებს ცხვირი რომ არ ჰყოფდეს, ერთმანეთს შეჭამდნენო.
• თვალით ვეღარას ვხედავ, გული მოელის დანას, რისთვის გამზარდა
დედამ, რისთვის მეტყოდა ნანას?
• თვალით უსინათლო სჯობია, თავით უგუნურსაო.
• თვალი რამ გამოგთხარა და ჩემმა სიკეთემაო.
• თვალი სარკეა კაცისა, შიგაც ბევრი რამ ხატიაო.
• თვალი _ ყველგან იყურებაო.
• თვალი ცქერით არ გაძღება და გული ნდომითაო.




50 • თვალი თუ არ ხედავს, გულს სულ არ ენაღვლებაო.
• თვალი ძვალს გაზომავს და ისე ჩაყლაპავსო.
• თვალი ჭამს და თვალი სვამსო.
• თვალიცა ჭამს საჭმელსაო.
• თვალს თვალისა რცხვენია და პირს _ პირისაო.
• თვალში რა მჩხვლეტს და ჩემივე წამწამიო.
• თვე არის _ ერთ დღესა ჰკვებავს, დღე არის _ ერთ თვესა ჰკვებავსო.
• თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს.
• თვითონ სახლში არ უშვებდნენ, ძაღლიც მოიყვანაო.
• თვითონ ჭრის და თვითონვე ჰკერავსო.
• თიბათვეში სად გინახავს მაყარი და მაყრის ცხენი?
• თივა მთისა სჯობს, ძმობილო, პური და ღვინო _ ბარისა.
• თივასთან ცეცხლი არ მიიტანებაო.
• თივაში ცეცხლი არ დაიმალებაო.
• თითებით სამარე არ გამითხარონო.
• თითისტარო, რთიო, მაზლო, გამიქრიო.
• თითის ტკივილს გული გრძნობს და გულის ტკივილს _ არავინო.
• თითო გობი ლაფი ყველგან დგასო, მაგრამ ჩემსას _ ათგანაო.
• თითო თავიდან თითო ჭკუა გამოდისო.
• თითო კაცსა თითო რამის შნო აქვსო.
• თითო ხელი ტანსაცმელი ცოცხალსაც უნდა და მკვდარსაცო.
• თითო ჭიაკოკონა ყველა ოჯახში ანთიაო.
• თიკან-კრავი _ მარტისაო; ხბო სჯობს თებერვალისაო; თუ სადმე
გაიზრდებოდეს, ტახი _ იანვარისაო.
• თოვლი თუმც თეთრია, მის წასვლას ყველა ნატრობსო.
• თოვლი თუმც თეთრია, სიცივე კი ძნელი სჭირსო.
• თოვლი კარგია, მაგრამ დიდი სიცივე იცისო.
• თოვლი ძაღლების მამიდააო.
• თოვლის წყლით გამავსე და ბარაქით აგავსებო.
• თოკი გრძელია კარგი, სიტყვა კი _ მოკლეო.
• თორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო.
• თორნეს უთქვამს: ფიჩხი ბევრი ჩამოყარე _ პური ბევრი ამოვყაროო.
• თორნისა პირსა მჯდომარე, გაძღება პურის ცქერითა.
• თმაგრძელი და ჭკუათხელიო.
• თოფი _ მეთოფეს და მეთოფე _ სოფელსო.
• თოფს მსროლელი უნდაო.




51
• თოხი მიწას არ დაშორდებაო.
• თუ არას ჩამახევ, არას ჩამაკერებო.
• თუ არ გვეყოფა _ ჩვენ ვეყოფითო.
• თუ არ გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო.
• თუ არ გინდა მოახლეო თავი მოიმოახლეო.
• თუ არ დაეხმარები, ხელს მაინც ნუ შეუშლიო.
• თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა.
• თუ არ იწვიმა, დაქუხებით ხომ მაინც დაიქუხაო.
• თუ ბედი მწყალობს, არ ვნაღვლობ, ბატონის ჩემის წყრომასო.
• თუ გინდა ვიყოთ ნაკრები _ მეზე ვიფიქროთ ნაკლები.
• თუ გინდ მომკალი ხორცითა, ოღონდ ნუ წამწყმედ სულითა.
• თუ გინდ უკუღმა დაჯექი, ოღონდ სწორად კი თქვიო.
• თუ გინდოდეს თავის ჭირი, მოიყვანე ქალი ქვრივიო.
• თუ გინდოდეს ჭირიო, თვალში იკარ ჩხირიო.
• თუ გსურს გლოცავდეს უფალი, მტერს არ დაუთმო გუთანი.
• თუ გული გულობს, ქადა ორივ ხელით იჭმებაო.
• თუ დაგვაცდით სამ-ოთხ დღეს, აგიშენებთ _ სამოთხეს.
• თუ დათმობა არ არის, ძმობაც არ ყოფილაო.
• თუ დამაცდი მახარა ვარ და თუ არა _ მასხარაო.
• თუ დედაენით შვილებს არა ზრდი, თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.
• თუ დღედაღამ იმას ცდილობ, მკვლელს სასჯელი ააცილო, ავკაცი
ხარ, უსულგულო, ლაჩარი და სასაცილო.
• თუ ერთი არ მოკვდება, მეორეს ადგილი არ მიეცემაო.
• თუ ვალი არა გაქვს, სხვას თავმდებად დაუდექიო.
• თუ ვერ იშოვნო ველური, შინ დაჰკალ, ბიჭო, ყვერული.
• თუ ზღვასა წყალი არ შესდის, იგიც დაშრების ძირამდის.
• თუ თავად ბოროტი არა ხარ, ბოროტისა ნუ გეშინიაო.
• თუ თავში ჭკვა არ გეყრება, ჭირი ჭირზედ შეგეყრება.
• თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო.
• თუ იარაღიანს უიარაღომ ხმარებამდე დაასწრო, მერე იარაღი
ზარალიაო.
• თუ იყიდე რაც არ გჭირია, მალე გაჰყიდი რაც გჭირია.
• თუ იყოს იყოსო, თუ არა და წყალმა რიყოსო.
• თუ კაი ცოლი გყავს, მექორწილის სახლში რა გინდაო.
• თუ კატა მკვირცხლია, არც თაგვია დონდლოო.
• თუ კაცი არ გახლდეს, კერას გამოელაპარაკეო.
• თუ კაცმა არ გაიფხაკურა, ისე ვერ იცხოვრებსო.
• თუ კაცსა კაცი არ უნდა, მიზეზი არ დაელევაო.




52 • თუ კაცსა მტერი არა ჰყავს, მოყვარე დაუმტერდებაო.
• თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი.
• თუ კაცს არ უნდა, რიყეზე ქვას ვერ დაინახავსო.
• თუ კაცს ბედი აქვს, მოზვერიც დაუმაკდებაო.
• თუ კაცს ღმერთი სწყალობს _ ეშმაკები ვერას დააკლებენო.
• თუკი მე მაქვს ფული დიდი, რას მიქვია მარადიდი.
• თუ ლაშქრის მოხმობა გსურს, ბუკს უნდა დაჰკრაო.
• თუ ლაშქრის შეკრება გინდა, ბუკი უნდა დაუკრაო.
• თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.
• თუმანს ცხრა მანეთი აკლიაო.
• თუ მასპინძელი არ ილხენს, სტუმარსაც მოეწყინების.
• თუ მადლსა შვრები, მარილიც მოაყარეო.
• თუ მაღალი არ მოიხარა, დაბალი როგორღა შესწვდებაო.
• თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია.
• თუ მგელმა დაგპატიჟოს, ეწვიე, ოღონდ ძაღლი თან წაიყვანეო.
• თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზეც დადუღებულაო.
• თუ მეზობელი კარგად გყავს, შენც კარგად იქნებიო.
• თუ მეფეს სძინავს, ქვეყანა ვერ დაიძინებს შვებითო.
• თუ მკვლელი ნამოქმედარით ხარობს, უეჭველია, ჯილდოს ელოდებაო.
• თუ მოგაკუეს, მიაკუე, უტრაკო არ ეგონოო.
• თუ მოდავედ მოსამართლე გყავს, მაშინ შენი შემწე აღარც ღმერ-
თიაო.
• თუ მტერი არა გყავს, ისე ვერ დასახლდებიო.
• თუ მტერი არა გყავს, ძმას გაეყარე და მტერს გაიჩენო.
• თუ მწარე არ ჭამე, ისე ტკბილს გემოს ვერ გაუგებო.
• თუ მწარე არ ჭამე, ისე ტკბილს ვერ დააგემოვნებო.
• თუ პილპილი არ გიჭამია, პირი რად გეწვისო?
• თუ წიწაკა არ გიჭამია, პირი რად გეწვისო?
• თუ ორმა იცის _ ღორმაც იცისო.
• თუ პატარა არ გაზარდე, დიდი როგორ გახდებაო.
• თუ პატივსა მცემ, რაღად მაყვედრიო.
• თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო.
• თუ სარკე არა გაქვს რომ ჩაიხედო, გულს ნუ გაიტეხ, ქვეყანა ხომ
ისედაც სარკეაო.
• თუ სახლში უფროსი არა გყავს, დედაბოძს დაეკითხეო.
• თუ სიკეთე გაგირბის _ დაეწიე, თუ სიავე მოგდევს _ გვერდი
უქციეო.
• თუ სისხლსა და ხორცში არ ზის, ქურდობას ვერ ჩაიდენო.




53
• თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი.
• თუ სურვილია, უნარიც გამოჩნდებაო.
• თუ ტყავს მაძრობ, ქონიც თან გაატანეო.
• თუ უწვავი არა ჭამე, შემწვრის გემოს ვერც დააგემოვნებ და ვერც
დააფასებო.
• თუ ურემმა შეშა არ მოიტანოს, თვითონ გასწიოს შეშობაო.
• თუ ფლავისა არ გრცხვენია, ერბოსი მაინც შეგრცხვესო.
• თუ ქალი დაგნებდათ, ჩათვალეთ _ მან გაიმარჯვა.
• თუ ქალი ერთგულებას გეფიცებათ, გჯეროდეთ, რომ იგი მხოლოდ
თქვენ გიღალატებთ.
• თუ ქალმა ვერ შეძლო ჭკუიდან თქვენი გადაყვანა, ჩათვალეთ _
უტვინო ყოფილხართ.
• თუ ქერს დასთესავ, ხორბალი არ ამოვაო.
• თუ ქვეყანა დაიმშეს, საჩინომ არჩინოს; თუ საჩინო დაიმშეს, ვერავინ
არჩინოსო.
• თუ ღარიბი არა ხარ, ღარიბი მეზობელი ხომ მაინც გყოლიაო.
• თუ ღმერთი გწყალობს, ხატები ვერას დაგაკლებენო.
• თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია.
• თუ შენა გაქვს ისარიო, ფარად მეც მაქვს ფიცარიო.
• თუ შენი არ იცოდე, სხვას დაუჯერეო.
• თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები.
• თუ შენ ხარ ხერხში, არც მე ვარ ტყეში.
• თუ შეხვალ, ნუ ებანები, თუ გამოხვალ და ნუ თრთიო.
• თუ ცული სტყუის, ცულის ტარიცა სტყუისო.
• თუ ცხვარს მეტს მოსწველ _ ყველს ემატება, თუ არა _ ბატკანსაო.
• თუ ძაღლის ლოცვა-ვედრება შეიწყალებოდეს, მაშინ ზეციდან ხორცი
ჩამოვარდებოდაო.
• თუ წყალი არ მოგყვეს, წყალს თავად მიჰყევიო.
• თუ წყვდიადი არ გინახავს, ფასს ვერ დასდებ სინათლესა.
• თუ ჭკვიანი არ შეცდება, რეგვენი კლდეზე გადაიჩეხებაო.
• თუ ჭორი არ არის, შორიც არ არისო.
• თუ ხანდაზმულებს შიათ, სწყურიათ, მთავრობა ბრმა და
უსაქმურია.
• თუნდ გახიე, თუნდ გაფხრიწე -_ ორივე ერთიაო.
• თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტად
უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა.
• თქვენსა კაფეს, ჩვენსა ყლაპეს.
• თქმა და ქმნა ერთი არისო.




54 • თქმულა, სიწყნარე, გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა.
• თხა ბოსტანს ხედავდა და ღობეს ვერაო.
• თხა გასუქდა და, ერთი მგელს დამაჭიდაო.
• თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი ვერა ვნახე.
• თხა თავს დარდობდა, ყასაბი კი _ ქონსაო.
• თხა თხაზე ნაკლები _ მგელმა შეჭამოსო.
• თხა თხას მისდევს და ცხვარი _ ცხვარსაო.
• თხამ თხის მღვდლობა მოინდომა, აქაო და გრძელი წვერები მაქვსო.
• თხამ სანეკერე ნახა და სახტომი არაო.
• თხამა თქვა: მგელი მომკვდარა, _ შეხტა და გაიცინაო; შე, თხაო,
რას გაგეცინა, განა სამგლეთი წახდაო, შენ თუ დაზარდე ციკნები,
მგელსაც ლეკვები დარჩაო.
• თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსაო.
• თხას თხის ფეხით დაჰკიდებენ, ცხვარს _ ცხვრის ფეხითაო.
• თხას რომ წინ მგელი არ შეხვდეს, დაღესტანს გადავაო.
• თხას წინიდან მოერიდე, ცხენს უკანიდან და ავკაცს კი _ ყოველი
მხრიდანო.
• თხის პატრონს თხის კუდიც არაო.
• თხის ტყავი თხად გადამექცაო.
• თხილი როგორ დაიმტვრევა, ერთმანეთის სროლითაო.
• თხილი უნაჭუჭოდ ვის უნახავსო.
• თხელი ქალამნის პატრონმა გამძლეობა არა თქვასო.
• თხემით ტერფამდე დამნაშავეა, ბრალის გარეშე ვინც კაცი მოკლა.

• იანვრისა რვასაო, ნუ გამოხვალ კარსაო; ნურცა მიხვალ დისასაო,
ნურცა ცოლისძმისასაო; თუ მიხვიდე ძმისასაო, თეთრი გედვას
ქისასაო.
• იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
• იანვარში დედაბერმა მარწყვი ინატრაო.
• იანვრის ქუხილი მარტში გამოჩნდებაო.
• იარაღი კაცს შვიდ წელიწადში დასჭირდებაო.
• იარე _ დაგეწევიან, თავი ნუ გემარტოვება.
• იაფი ყველაზე ძვირიაო.
• იაფი ყველაზე ძვირი დაგიჯდებაო.




55
• იაფფასიან ხორცს წვენი არ გაუკეთდებაო.
• იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
• იაფფასისაო _ წვენი ძაღლისაო.
• იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია.
• იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა.
• იდგე _ არ დაჯდე და იჯდე _ადექი და გაეშურეო.
• იერუსალიმს ვირი თოფრით გაგზავნეს და ისევ თოფრით დაბრუნდაო.
• იერუსალიმს ნიორი გაგზავნეს, წმინდა ადგილია, სიწმინდეს მისცემსო;
დაბრუნდა _ ისევ ჰყარდაო.
• იერუსალიმში განა ძაღლი არა ჰყეფსო?
• იერუსალიმს მიმავალს, ნურც წასვლას ურჩევ და ნურც დარჩენასო.
• ილაპარაკე დროზე, გაჩუმდი დროზე.
• ილაპარაკეთ, გევედრებით, ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად
ილაპარაკეთ.
• ილოცე და უფალი შეგეწევაო.
• იმდენი ტყუილი თქვა, თავადაც დაიჯერაო.
• იმერელს მჭადის სახელი დაავიწყდაო.
• იმერელს უთქვამს: სულსაც არავის დავუჭერ, თუ ჩემსავით
გაუფრთხილდებიანო.
• იმერელმა თხა იყიდა და დუმას უსინჯავდაო.
• იმერელმა ნემსი აიფარა, ქარს შუაზე გაჰყოფსო.
• იმერელმა _ ცეცხლი ნურც სააქაოს მომაკლდება და ნურც საიქიოსო.
• იმის ცოცხლებმა იციან _ მკვდარს სით უზამენ თავსაო.
• იმისთანა სიტყვა თქვი, რომ ნათქვამმა არ გაგაწითლოსო.
• იმიტომ ვუხნავ ალოსა _ ხარები გამოლალოსა.
• იმოდენი მოთმინება ჰქონდა, სიკვდილამდე ფიალა ვერ აავსოო.
• იმნაირი ნადირი გამორბოდა, როგორიც ტყე იყოო.
• ირემმა ირემს ბალახი მიაწოდა: ვიცი არც შენ გაკლია, მაგრამ
ერთმანეთის გულის მოგებას წინ რა დაუდგებაო.
• ის რა დედაა, ზარმაც შვილს ალიონზე საბანს რომ წააფარებს და
ტკბილ ძილს უსურვებსო.
• ის რა კაცია, ტახტზე წოლით გავას რომ გაისქელებს და სადაგ
დღეებს ძილ-ღვიძილში გაატარებსო.
• ის, რაც გულს ახარებს, ყურსაც სიამოვნებსო.
• ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.
• ის შვილია დამოუკიდებელი, ვინც მამის კმაყოფაზე არ ზისო.
• ისარი და პირის სიტყვა, გატყორცნილი არ ბრუნდება.




56 • ისე არ მოკვდება მგელი, დასამარხი გახდეს თხისა.
• ისე არ ცვდება სახნისი, არ გამოვიდეს სადგისი.
• ისევ ის თომაა, ისევ ის ტყავი აცვიაო.
• ისევ ჩემმა ნანახმა მგელმა შემჭამოსო.
• ისევ წახვალ გუდამაყარს, მამა-პაპის ალაგასა.
• ისეთ ალაგს ნუ დაჯდები, მოგიწიოს ადგომაო.
• ისეთი ვინმეა, სამარეში სუდარას მოიპარავსო.
• ისეთი მთა არ მეგულვის, ოქროთი დატვირთული ვირი არ გადავიდესო.
• ისე არ წვიმს, როგორცა ქუხსო.
• ისეთი მაღალი ხე არ მინახავს, რომელზედაც ფრინველი არ ჯდებოდესო.
• ისეთი სანაგვე არა ვარ, რომ არ დაგჭირდეო _ უთქვამს სანეხვეს.
• ისეთი ტყუილი უნდა თქვა, ფეხები ჰქონდეს, დგომაც შეეძლოს და
გაქცევაცო.
• ისეთი ხიდი გასდე, შვილიშვილებმა ზედ გაიარონო.
• ისეთმა მთამ მომწვა ფეხები, რომლისგანაც არ მოველოდიო.
• ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო.
• ის ძვირი ქალაქი დაილოცოს, სადაც ყველაფერი იშოვებაო.
• ისეთი ხუმრობა შევარცხვინე, რომლის თუნდაც ნახევარი მართალი
არ იქნებაო.
• იქ დაბადებული, აქ კვდებაო.
• იქ ვინც იბადება, აქ კვდებაო.
• იქაც ცეცხლში, აქაც ღვლეფშიო.
• იქითკენ უნდა ეცადო, საითაც წყალი დგებაო.
• იქნება, ბევრი რამე იქნება _ მხოლოდ ამ ქვეყნად ჩვენ არ
ვიქნებით.
• იქცეოდეს _ შეესიე, შენდებოდეს _ შეეწიეო.
• იჩქარე ნელა.
• იღბალი აქვს ლიპლიპასა, ყველა მისკენ მიტლინკავსა.
• იყავ გულმართალი, როგორც სამართალი.
• იყავ უგვარო, ოღონდ _ გვარიანიო.
• იცოდე, კუტი სჯობია, ცუდ გზაზე კაცსა მავალსა.
• იცის მხარჯველმა, არა მჭამელმაო.
• იჭვს ბევრი თვალი აქვსო.
• იშტა ვისა აქვს და ფლავი ვის უდგია წინაო.
• იხარე ჭერო, მოკვდი მეტრო.




57

• კაბა დროშაა, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცი გაეკიდება.
• კაი ამხანაგობა კაი ძმობის დარიაო.
• კაი ბიჭი შორიდან გაბედავსო.
• კაი გუთნისდედა გუთანს არ გაუჭირვებსო.
• კაი გუნების ცოლ-ქმარი, თოხის ტარზე დაეტევაო.
• კაი მეზობელი დილაა, მზეზე წინ სანახავია.
• კაი მონადირე მძინარე კურდღელს არ ესვრისო.
• კაი კაცი, გლახა კაცთან წახდებაო.
• კაი კაცის ალერსი მუშკის ყნოსვას ჰგავსო.
• კაი კაცის ნაცოლარი, კაი ღვინის ნაძირალი.
• კაი კაცის პურ-მარილი ზღვაზე ხიდად გაიდება.
• კაიკაცობა კაცს არ წაახდენსო.
• კაი მთქმელს, კაი გამგონე უნდაო.
• კაი მოკრივე გვიან გამოვაო.
• კაი მუშა და მძლე ხარი საღამო ხანს მოუმატებენო.
• კაი პაპა იყავიო, კაი ჭამაც გიყავიო.
• კაისთვის კაი ვის უქნიაო.
• კაის მყიდველი ძვირადო, მოგებულია ხშირადო.
• კაი ყანის მოზიარე, მოყვარეს სჯობიაო.
• კაი ყმის ნაბინავარში შეშანი დარჩებიანო, ცუდი ყმის ნაბინავარში
ქარნი ნაცარსა ყრიანო.
• კაი შვილი დედის გულის ვარდიაო.
• კაი ცოლის პატრონს საგზალი არ უნდაო.
• კაი ცოლ-ქმარი ცულის ტარზე დაწვებიანო.
• კაი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.
• კაი ხარი სახრეს არ დაიკრავსო.
• კაის მყიდველი ძვირადა, მოგებულია ხშირადა.
• კაკაბმა თქვა, ოცდათოთხმეტი სიმღერა ვიცოდი, ასეთმა ალალმა
წამომიქროლა, რომ სულ დამავიწყაო.
• კაკალი უნაჭუჭოდ არ იქნებაო.
• კაკანა კაკაბი მახეში ჩავარდებაო.
• კაკაც უნდა და ბაბაცო.
• კაუჭით მოწეული საქმე არ გაკეთდებაო.
• კალთაში მეჯდე და წვერს მაგლეჯდეო?
• კალმახი მდინარიდან ამოიყვანეს და გუბეში გაუშვესო.
• კალმახს უთქვამს, წვიმის კამარა რომ არ შეწყდებოდეს, ზეცას
ავიდოდიო.




58 • კამეჩი რომ მოგაბარე, ამუშავე, აჭამე-თქო; განა მისთვის მოგაბარე
_ დაჰკალი და შეჭამე-თქო.
• კამეჩი თეთრი რომ იყოს, ლაფში მაინც ჩაწვებაო.
• კამეჩი მყავდა ნიკორა, ვაქებდი _ არა იყო რა.
• კამეჩმა თქვა: ბალახში რომ ჭიანჭველა დაიმალება, გემო წაუვაო.
• კამეჩმა თქვა: ქვეყნის დანგრევისა არ მეშინოდეს, ისე გავიქცეოდი,
ფრინველიც ვერ დამეწეოდაო.
• კამეჩს უთქვამს: ზამთრის სიცივეს ვერ ვიტან და ზაფხულის სიცხესო.
• კამეჩს უთქვამს: სიშავისაგან ტყავი ბერს მიმიგავსო.
• კამეჩს უთქვამს: ძალიან სქელი კანი მაქვს, მგლისა არ მეშინიაო.
• კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩაო.
• კანთხელმა რა თქვა კანსქელზე მეტიო?
• კანონი მეფეთ-მეფეა.
• კანონი _ ყველასათვის კანონია.
• კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი _ იბატონოსო.
• კანონს ბევრჯერ უკანონობა აფარებს თავს.
• კაპასმა ქალმა ძაღლი დააბა და ისე აყეფაო.
• კაპიკმა გამომგზავნა, _ კაპიკის ხურმაო: კარგიც იყვეს, ბევრიც
იყვეს, კაპიკი ისევ ხურდაო.
• კაჟის მჭამელი ქათამი თავს იღორებსო.
• კარგ დედ-მამიშვილობას, სხვა ვერერა გრძნობა ვერ შეედრებაო.
• კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო.
• კარგ მონადირეს, იარაღი არ დაეჟანგებაო.
• კარგ მოსავალს, კარგი გამრიგე უნდაო.
• კარგ მშოვნელს, კარგმა შემნახველმა აჯობაო.
• კარგ ნათესავს, ცუდი მეზობელი ჯობიაო.
• კარგ საქონელს, მუშტარი არ დაელევაო.
• კარგ შვილს სახლს ნუ აუშენებ და ავს _ ნუ დაუნგრევო.
• კარგი ამხანაგობა, კარგი ძმობის დარიაო.
• კარგი დედ-მამიშვილობა, უდიდესი ნიჭიაო.
• კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი; თავს ნუ დაუწყებ ქებასა.
• კარგი თესლი კარგი მოვლით კარგ მიწაში არ დალპება.
• კარგი იყოს ავადობა _ ინატრებდა თავადობა.
• კარგი მეზობელი ამომავალ მზეს სჯობიაო.
• კარგი მეზობელი მზის უწინარეს არის დასანახიო.
• კარგი მეურმე, ურემს ზამთარში გამოაწყობს, მარხილს კი _ ზაფხულშიო.
• კარგი მოთამაშე, კამეჩის ცოხნას აჰყვებაო.




59
• კარგი მეწისქვილის სულიც ჯოჯოხეთშია და ცუდისა სადღა იქნებაო?
• კარგი მწყემსი ახლოდან მოდენის ნახირს, ცუდი _ შორიდანო.
• კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია.
• კარგი სახელი სიმდიდრეს სჯობიაო.
• კარგი ქალის ქმარს საგზალი არ უნდაო.
• კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების ჯობინობაში, გონჯი კი
_ ბოსლის ბოლოში, ქალების ლოდინობაში.
• კარგი შვილი ცხოვრებას ქმნის, ცუდი ხელში გიყურებსო.
• კარგი შემნახავი სჯობია კარგ მომგებსაო.
• კარგი ჩვენც მოგვეწონება, ავი _ არც თავის დედასო.
• კარგი ცხენი ქერს მოიმატებს, ავი კი _ მათრახსო.
• კარგი ხარ, კარგო ყოფაო, კარგო ცხენო და ჩოხაო.
• კარგი ხარ, კარის მამულო, რომ არა გჭამდეს ქათამი.
• კარგი სთქვი, კარგი მოისმინეო.
• კარგი ქართველი _ მკვდარი ქართველია.
• კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება.
• კარგი ჭამე და კარგი სვიო.
• კარგმა პურ-ღვინომ ამოღებული ხმალი ჩააგოო.
• კარგმა ქალმა არცა ქნა და არცა თქვაო.
• კარგმა ძაღლმა ავ კაცს აჯობაო.
• კარგს დამალავენ, ავს მალე იტყვიანო.
• კარგს ეპრანჭე, ავს ეჯღანეო.
• კარგს ვერ შეეწყო და ავს ვერ დაემშვიდობაო.
• კარგს კარგი არც კაცს შეხვდება, არც ქალსაო.
• კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარგკაცე აქო?
• კარგისა კარგი მოკვდება, კარგივე წამოიზრდება.
• კარგისა ყიდვა ძვირად სჯობს _ ზედ გამოღება სარფისა.
• კარგისა ყმისა მცემელსა, თავადაც უნდა ცემაო.
• კარგის მძებნელი _ ავს გადაეყარაო.
• კარზედ მოსულს ნუ გააბრუნებ, თუგინდ სახლში მარილის მეტი
არა გქონდეს რაო.
• კარში თაგვ არას შამიჭამს, შინ შამოტანილს _ ციცაო.
• კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო.
• კატა თათებს ილოკავდა და _ მეც დათვივით ვილოკებიო.
• კატა ისე უნდა სცემო, ხელ-ფეხი არ დაგფხაჭნოსო.
• კატამა ჭამა ძეხვიო, ამოიკვეთა ფეხიო.
• კატას თევზი უყვარს, მაგრამ ფეხის დასველება ეჯავრებაო.
• კატას უთხრეს _ შენი ფინთი წამალიაო და მიწა მიაყარა.




60 • კატას ფილტვი ესროლეს, იმასაც ის უნდოდაო.
• კატას ძეხვი თავში ჩაჰკრეს და _ ღმერთმა მაგისთანა მეხი ნუ მომაკლოსო.
• კატასავით ზურგზე არ ეცემაო.
• კატაც შეხედავს მეფესო.
• კატისათვის თამაშობა, თაგვისათვის _ სულთაბრძოლა.
• კაცია _ ათასადა ღირს, ასია _ კაცად არ ფასობს.
• კაცია _ მე ვწუნობ, კაცია _ მე მწუნობს.
• კაცია მუდამ საქები, ზრდილი და თავაზიანი.
• კაცი ცერცვსა თესავდა, თანაც პირში იყრიდა: ან ამოვა, ან არაო.
• კაცი არ ეთქმის ბოროტს და ქლესას, ვინც მოყვასს მტრობს და
სამსალით გესლავს.
• კაცი არ ეთქმის ფლიდსა და ქლესას, ვინც დიდს და მცირეს სამსალით
გესლავს.
• კაცი არ ვარგა სოფელში, უმამულო და ეული, სხვები შრომობენ,
მხნეობენ, ის კია გულამღვრეული.
• კაცი არ ვარგა უმტერო, კარგია მუდამ მტრიანი.
• კაცი არ ვარგა უმტერო, არც ისე მტერმორეული.
• კაცი არ ვარგა უცოლო, არც ისე ცოლმორეული.
• კაცი არ ვარგა სოფელში, უმამულო და უფულო.
• კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდის.
• კაცი ბრძენი ვერ გასწირავს, მოყვარესა მოყვარულსა.
• კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.
• კაცი გაზომე გაჭირვებაშიო.
• კაცი გინდ კოცნით მოკლა, გინდ _ თოფით, მაინც შენგან არს
მკვდარიო.
• კაცი გულითა ხარობს, ხე კი _ ძირითაო.
• კაცი დათვსა ხედავდა და მის კვალს ეძებდაო.
• კაცი ვარ და ქუდი მხურავსო.
• კაცი ვერ შესწვდა ცხენსაო, უნაგირს მისწვდა, სტეხსაო.
• კაცი ზღვას გადაურჩა და ცვარმა დაახრჩოო.
• კაცი, თავისი ენითა, პატივს კიდევაც დაიყრის და კიდევაც აიყრისო.
• კაცი, თავის ვარსკვლავს, ბოლომდე უნდა მიჰყვესო.
• კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც
ამჩნევსო.
• კაცი სანამ არ მოკვდება, არც მისი საქმე გამოჩნდება და არც თავად,
როგორც სწორუპოვარიო.
• კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია.
• კაცი იცნობა გასაჭირში და ღვინოშიო.




61
• კაცი იხრჩობოდა და ხავსს ეკიდებოდაო.
• კაცი კაცითაო, ღობე _ ქაცვითაო.
• კაცი კაცით ცოცხლობს.
• კაცი კაცის მტერია, ძაღლი კი ერთგულიაო.
• კაცი კაცს მიატანს, ნადირი _ ტყესაო.
• კაცი რომ თავის თავს უზამს, მტერი არ მოეკიდებაო.
• კაცი მგზავრობაში იცნობაო.
• კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.
• კაცი კაცის წამალიაო.
• კაცი კაცითაო, ნათქვამია.
• კაცი კაცობაში გამოჩნდებაო.
• კაცი მგზავრობაში გაიცნობა, ამხანაგი _ საქმეში და ცხენი _
ხედნაშიო.
• კაცი ნუ მოკვდება, თორემ თუნდ სანაგვეზე გადააგდონო.
• კაცი ნუ მოკვდება, თორემ მისი ტყუილ-მართლობა, ამ უსამართლო
ქვეყანაზე, სულ ზედმეტი ბარგიაო.
• კაცი ნუ მოკვდება, თორემ მერე ვის აინტერესებს მართლა უდანა-
შაულო იყო თუ არაო.
• კაცი რაზე გამოიცდება და, _ ყველაფერზეო.
• კაცი როცა გამდიდრდება, თავში ჭკუა გამოუვა, ზოგი ძილად
გადიქცევა, ზოგსაც ძილი არ მოუვა.
• კაცი რომ გამდიდრდება, სახლის კედლები მრუდედ მოეჩვენებაო.
• კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო.
• კაცი რომ გაჭირვებას ვერა გრძნობს, თავი ბედნიერი ჰგონიაო.
• კაცი რომ დაბერდება, მშვილდ-ისარი უნდა დასდოსო.
• კაცი რომ დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო.
• კაცი რომ კაცს მოერიოს, ღმერთი უნდა გაიხსენოსო.
• კაცი რომ წაიქცევა, ყველა ზედ შესდგებაო.
• კაცი რომ ჭკვიანს დაუჯერებს, იმას სულელი არ ეთქმისო.
• კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არა ჩნდება.
• კაცი საქმით ფასობს, ფრინველი _ ბუმბულითო.
• კაცი საცხონებლად წავიდა და წაწყმედილი მოვიდაო.
• კაცი სიკეთით ირჯების და იცის თავის ფასიო.
• კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი
ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს.
• კაცი ფულში გამოსცადეო.
• კაცი უნდა ბრძენი იყოს, კარგი მოლაპარაკეო, საქმე უნდა მოსდიოდეს,
ხელ-ხვავი და ბარაქაო.
• კაცი ჩამოსახრჩობად მიჰყავდათ და ცოლი ეუბნებოდა: დაიცა, წი•



62 თელი ქოშები მიყიდეო.
• კაცი ცერცვსა თესავდა, თანაც პირში იყრიდა: ან ამოვა, ან არაო.
• კაცი ცოცხალს იმდურებდა, მკვდარს იმადლიერებდაო.
• კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
• კაცი ცხენზე იჯდა და ცხენს დაეძებდაო.
• კაცი ცხენს ვერ მოერია და ლაგამ-უნაგირი დაამტვრიაო.
• კაცი ძირს ვერ დადიოდა, ალვის ხეზე ადიოდა.
• კაცი წყალს მიჰქონდა და გზაც იქით ჰქონიაო.
• კაცი, ჯაბანი, რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა.
• კაცმა თავი მოიწონა ზრდილობით და თავაზითო.
• კაცმა თავის საქონელი ქურდს მიაბარა, უკეთ შეინახავსო.
• კაცმა თოკი დაკარგა და ცულიც ზედ მიაყოლაო.
• კაცმა თქვა: ამ ჩემი სულისა ვერა გამიგია რა, ცივს ათბობს და
თბილს აციებსო.
• კაცმა კაცის რომ გაიგოს, მასთან ცხრა ფუთი მარილი უნდა შეჭამოსო.
• კაცმა კაცის დარდი არ იცოდა და შუაღამისას ნანას ეუბნებოდაო.
• კაცმა კაცს ვენახი აჩუქა და იმან ყურძენიც არ აჭამაო.
• კაცმა კაცისა თქვას და საქმემ _ ორივესიო.
• კაცმა რამდენი რამეც იცი, იმდენი რამე ხარო.
• კაცმა რომ თავის გარდასავალი იცოდეს, შინიდან არ გამოვაო.
• კაცმა ჩიტს თოფი დააცილა და თქვა: ჩემი ხელიდან ხომ მკვდარიაო.
• კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალა.
• კაცმა ხელეჩო დაჰკარგა და იმას დარდობდა: ნეტავი გარეთა პირიდან
არ გალესონო.
• კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალა.
• კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.
• კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოიგვაროს.
• კაცს ჭირი და სიკვდილი ზრდის, არაკაცს კი _ ვერც განცხრომა.
• კაცს თავსა ჰკვეთდნენ და მუწუკი არ მატკინოთო.
• კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა.
• კაცსა დასვრის უგულობა.
• კაცსა, დიაცის დამჯერსა, სამარემც დაეკვეთება, ჯერ ხომ შენია
დიაცი, მერე სხვას შეეკვეთება.
• კაცსა ფიცნი გამოსცდიანო.
• კაცსა ჰკითხეს: ცოლი გყავს? კი მყავს, მაგრამ… გაღმა კაცსა ჰყავსო.
• კაცს ბეჭებში სცემდნენ და ის კი იძახდა: ვაიმე, მუცელიო.
• კაცს გამოულოცეს და უარესი ქნაო.




63
• კაცს გაცრილ ფქვილს ნუ აჩვენებ და გაწეწილ მატყლს _ ბევრი
ეგონებაო.
• კაცს თავისი ბრალი ზურგზე ჰკიდია და სხვისი _ ცხვირზეო.
• კაცს თავისი სახელი დაავიწყდაო.
• კაცს თუ მოშივდა, ქვას გაკვნეტავსო.
• კაცს მჭადის სახელი დაავიწყდაო.
• კაცს კაცის ჭკუა არ მოსწონსო.
• კაცს კაცობა უნდა, თორემ ულვაში კატასაც კი აქვსო.
• კაცს მამა დავიწყებოდა და მამინაცვალს ფიცულობდაო.
• კაცს ნიადაგ ქორწილიც მობეზრდებაო.
• კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს, ერთი საიქიოსათვის და ერთიც
სააქაოს დასარჩენადო.
• კაცს ორი სიკვდილი მოუვა _ ერთი დაასვენებს, მეორე ააშენებსო.
• კაცს რის გამოც რცხვენია, იმისაგანაც დნებაო.
• კაცს რომ გაუჭირდება, სოფელს მიადგება, ნადირი _ ტყესო.
• კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ქვას ვერ დაინახავსო.
• კაცს სახლი ეწვოდა და ხელს ვერ ითბობდაო.
• კაცს სწავლა სიბერემდის არ მოსჭარბდებაო.
• კაცს შინ ოქრო სათხრელი ჰქონდა, გარეთ ეშურებოდაო.
• კაცს ცოტა მოაკლდება, ცოტაც მოემატებაო.
• კაცს ცუდი სიტყვა კლავს, განა ხმალიო.
• კაცს ცული გადაუვარდა წყალში და წალდიც თან გააყოლაო.
• კაცს ცხენი არ ჰყავდა, უნაგირს ნატრობდაო.
• კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.
• კაცის აშენებული ოჯახი ქალმა დაანგრია და ქალის აშენებული _
ვერც ეშმაკმაო.
• კაცის აშენებული სახლი ქალმა დააქცია, ქალისა კი _ ვერც ეშმაკმაო.
• კაცის გამოცდა თუ გინდა, ბოლოკი დაარიგებინეო.
• კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია.
• კაცისათვის ყველაზე ძნელი, საკუთარი თავის ცნობა არისო.
• კაცის გული არ გაძღება, გინდ ჰქონდეს და გინდა არაო.
• კაცის გული _ ვით ჯურღმული.
• კაცის გული შუშა არ არის, თუ ერთი გაიბზარა, აღარ გამრთელდებაო.
• კაცის გულს ცოტა ეწყინება, ცოტა გაუხარდებაო.
• კაცის დაქცევა თუ გენდომება, ნურაფერს ნუ დაუკავებო.
• კაცის თვალი ხარბიაო.
• კაცის თვალს შავი მიწის მეტი ვერა გააძღობს რა.




64 • კაცის მოკვდინება დიდი ცოდვა და ღვთის გმობაა.
• კაცის მტრობა თუ გინდოდეს, ნათლიად გაიხადეო.
• კაცის მკვლელი საკუთარ თავს თავადვე ამოიჭამსო.
• კაცის მკვლელის აღსასრული, აგერ, ყურისძირშიაო.
• კაცის მკვლელს ღმერთი არ გაახარებსო.
• კაცად ის ჩამიგდია, ვისაც ჩემი ქმრის არ ეშინიაო.
• კაცო, შენი ნახერხი შენვე დაგეყრება თავსო.
• კახამბალი კენწეროში გამწარდებაო.
• კახპას კახპობა არ გაუვიდა და მაჭანკლობას მიჰყო ხელიო.
• კბენია უკან დაედევნება, მღრინავი _ წინ დაუხვდებაო.
• კბილი ენის კლიტეაო.
• კბილი კარგია, მაგრამ როცა გაამწარებს, მოიგლეჯენ და
გადააგდებენო.
• კბილი კბილს შეხვდა და კუჭმა კარი გააღოო.
• კბილი მქონდა, თხილი არა, თხილი მაქვს და კბილი არაო.
• კბილის ნაჩხრეკით კაცი ვერ გაძღებაო.
• კედელ-კედელ იარეო _ ოღონდ გამოიარეო.
• კეთილი გულით მოძღვნილი, მცირედიც შეიწირების.
• კეთილი იფიქრე და უფალი მხარში დაგიდგებაო.
• კეთილი საქმე თავს თვითონ იქებსო.
• კეთილი ფარად უფარე შენთვის ბოროტის მდომსაო.
• კეთილი ცოლი სახლსა ხვეჭს, ბოროტი, მრუში _ ანგრევსო.
• კეთილს მიწყივ აგისრულებს მაღლით ღმერთი-უფალიო.
• კეთილსა ვიზამ მაშინ, როცა კეთილი მადგია.
• კეთილის მკვლელო მგელაო, ღმერთმა დაგწყევლოთ ყველაო.
• კეთილის მქმნელს სიკეთე გვერდს ვერ აუქცევს.
• კვალი ვნახე, ცხენი _ ვერა.
• კვერნა სანადიროდ წავიდა და ტყავიც იქ დატოვაო.
• კვერნასაც თავისი ტყავი სჯის.
• კვერცხი ქვას არ უნდა აუხირდესო.
• კვერცხის გემო თავის წონა მარილითაო.
• კვირაში ცხრა პარასკევი აქვსო.
• კვირის ნამუშევარი _ ორშაბათს მომცდარიაო.
• კვირინჩხს რომ ეკალი არ ესხას, მას ფეხსაც დაადგამდნენო.
• კვიცი გვარზე ხტისო.
• კვიცი იყიდე _ დედა იკითხეო.
• კვიცი რომ დედის წინ ხტუნვას დაიწყებს _ ან მგელი შეჭამს, ან
მგლის ფერიო.
• კვიცი რომ კაცს ეზრდებოდეს, ცხენი არ დაეკავებაო.




65
• კვიცს გავხედნი და მამიდასაც ვნახავო.
• კვიცს რომ დაინახავს, მგელი ზეციდან ვარსკვლავებს ჩამოჰვებაო.
• კიდევ მოადგება ქაჩალი კარზე, მექუდესო.
• კიდეც მეტყემლებოდა და კიდეც ვჭამე ტყემალიო.
• კიდობანი რომ პურით სავსე იყოს და კოკა _ წყლით, ობოლს
მაინცა შია და სწყურიაო.
• კითხვა-კითხვით კაცი იერუსალიმს მივაო.
• კისერი იყოს, თორემ უღელი მოინახებაო.
• კისრამდე წყალში ვარ, წყალი მწყურიაო.
• კისერში ჩემმა ენამ წამითაქაო.
• კიცხვა ქებაზე ადვილიაო.
• კი ხარ გორიო, კი ძევს თოვლიო.
• კლანჭიანი აგვისტოს მზე მიმინოსებრ ცერზე მიზის.
• კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, ერთ ადგილს თუ სცემს მაგრადა.
• კოდალავ, შენ სულ აგრე აკაკუნებ, მაგრამ შენი გაკეთებული
ხარატულები ვერა ვნახეო.
• კოკამ თქვა: ცხენზე არასოდეს შევმჯდარვარ, მაგრამ ფეხით ერთხელაც
არ გამივლიაო.
• კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო.
• კოკამ წყალი დაღვარა და პატარა ლიტრა დატუქსესო.
• კოკა წყალზე გატყდებაო.
• კოკავ, შენ გეუბნები _ ლიტრავ, გეყურებოდესო.
• კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების.
• კომბლეს ვირი არა ჰყავდა, იყიდა და იყოლიაო.
• კორკოტი ვჭამე ასლისა _ დრო არის ჩემი წასვლისა.
• კოღო ლომსაც მორევია ხერხითა და ფანდითაო.
• კოღოსაც თავისი მუცელი აბზუვლებსო.
• კოღოსაც შეუძლია ზარალიო.
• კოღოც წააქცევს მგელს, თუ ლომი მიეხმარებაო.
• კოჭლი კაცის გზა მოკლეა.
• კოჭლი ქოთანსა ლოკდაო, გადაბრუნდა და მოკვდაო.
• კრავის თავს მოველოდი და ძაღლის თავი გამოგორდაო.
• კრუსუნა დედაბერმა ქვეყანა ამოიჭამაო.
• კრძალულ ზრდილობაში, ზოგჯერ, გავეშებული სატანაა ჩაბუდებული.
• კუდა კამეჩი გავყიდე ქებითა და დიდებითა, შევხედე უკან მოჰყავდათ
ლანძღვითა და გინებითა.
• კუდა ხარი თავისთვის არ იყო, სხვებს ბუზებს უგერიებდაო.




66 • კუდა ხარის საყევარი, წკნელს ვერ დასწყვეტს რცხილისასაო.
• კუდავ, ჩემო საყვარელო, გუთნის მაძუგძუგებელო! _ არც ისე მეხალისება,
ძალად მაძუგძუგებენო.
• კუდი ყავარზე გასდოო.
• კუზიანს სამარე გაასწორებსო.
• კუზიანს სამარე გაასწორებს და ზოგჯერ ისიც ვერაო.
• კუილს უკან, პრუწიო.
• კუმ ფეხი გამოჰყო _ მეც ნახირ-ნახირიო.
• კურდღელი დაამწყვდიეს და ურმის თვალი მიაფარესო.
• კურდღელი პატარაა, მაგრამ გაქცევა დიდი იცისო.
• კურდღელი რომ გამოჩნდება, მწევარს ძილი მოუნდებაო.
• კურდღელი სწრაფია, მაგრამ ექვსი შაური ღირსო.
• კურდღელმა თქვა: ბინა მქონდეს, თორემ საძოვარს, რამდენსაც
მინდა, ვიშოვიო.
• კურდღელმა თქვა: სანამ წამომახტუნებდნენ, მანამ უფრო
მეშინოდაო.
• კურდღელმა რაც იძინა, ის იხტუნაო.
• კურდღელს მელიის ეშინია, ბაყაყებს კი _ კურდღლისაო.
• კურდღელს სანამ დაიჭერდნენ, შიშმა უფრო დალიაო.
• კურდღელს შამფურს უყრიდნენ და იმას ხუმრობა ეგონაო.
• კურდღლის კვალი დათვთანაც მიგიყვანსო.
• კუს რომ ბაკანი გაუტეხო, ჭირადაც ეყოფა და ლხინადაცო.
• კუს რომ ჯოჯო არ აჰკიდებოდა, იქნება ჩანჩალი მაინც ესწავლაო.
• კუჭი სჯის და კუჭი ფიქრობსო.
• კუჭი ძმაზე ახლოაო.
• კუხე ხილს ნუ მოწყვეტ _ დამწიფდება, თვითონ ჩამოვარდებაო.

• ლალე, ლალე, დივლი-დალა-ლალე, ჩემო ლამაზო სამშობლოვ, შენ
კი გენაცვალე.
• ლამაზი ლამაზობასო, ვერ მოშლის თამაშობასო.
• ლამაზს საქციელიც ლამაზი უნდა ჰქონდესო.
• ლამაზი ქალი კაცის გულს ახარებს, მახინჯი – ქალისას.
• ლამაზი ქალის მწყემსი მისი სინდისიაო.
• ლამაზი ქალის პატრონსა, უნდა ჰქონდეს თვალი მჭრელი.
• ლამაზი ქალი ცოლად შეირთო _ წყალში გადავარდეო.
• ლამაზი ქალის ცოლად შერთვა წყალში გადავარდნააო.




67
• ლამაზი ცოლის პატრონსა _ ძაღლი უნდა ჰყვეს ფრთხილიო.
• ლამაზ ქალს ბევრი მტერი ჰყავს, უფრო მეტი კი _ მოშურნე და
ჭორის გამავრცელებელი.
• ლამაზ ქალს უჭკვო ყრმა მისდევს, რეგვენი, გონდალეული.
• ლამაზსა ქალსა ფერი არ უნდაო.
• ლაპარაკი არ გაგაძღობსო.
• ლაპარაკი ლაპარაკსა, ცხენი გაჰყვა ამხანაგსა.
• ლარი გაიტანს კედელსო.
• ლარი, ლარი, ლარებიო, ლარო, გენაცვალებიო.
• ლარი რამდენიც მალე გაიჭიმება, იმდენიც მალე გაწყდებაო.
• ლარების ქონა გერჩივნოს, ყალბი დოლარის ქონასა.
• ლაფში მწოლს და მცოხნავ კამეჩს გული ერჩის, კლდეს შეანგრევს.
• ლეკს ღორი სძულდა და გოჭი დაუკლესო.
• ლეჩაქის მქსოველს გოდრის დაწვნა უკვირდაო.
• ლეჩხუმურ ლობიოს ლეჩხუმურივე წყალი მოხარშავსო.
• ლიტრას ეუბნებოდნენ _ კოკავ, გეყურებოდესო.
• ლიტრავ, შენ გეუბნები, კოკავ, გეყურებოდესო.
• ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
• ლოკოკინას საკუთარი ნიჟარა ემძიმებოდა და ისიც თავზე დაამტვრიესო.
• ლომი დაბერდა და ვირმა წიხლი ჩაჰკრაო.
• ლომს ბრჭყალებით იცნობენო.
• ლომს, ხერხით, კოღოც მოერიაო.
• ლომისა ტყავსა ჩაიცმენ, გვიჩვენნე გულთა სრულობა, ვერ ამამაცებს
ლაჩარსა აბჯრისა ჩანაცმულობა.
• ლოქო დასაჯეს და მორევში გადააგდესო.
• ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო.
• ლუკმა მაშინაა კარგი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი.
• ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა ოფლითაა ნაშოვნი.
• ლუკმამ ქვეშ მოიტანაო.
• ლუკმის დაკლება სჯობია, ჯერის დაკლებასო.
• ლხინში გულდინჯად წადი და ჭირში _ გულფიცხადო.
• ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში _ სირბილითაო.

• მაგ საღვინემ ერთხელ ჩემთვისაც წამოაჩქაფუნოსო.
• მაგათი კოვზიც ვიცი და ციცხვიცაო.




68 • მაგის ფერისა ხატიც არ ვარგაო.
• მაგრა თუ ჭირსა არ დათმობ, ლხინი რა დასათმობია.
• მაგრა თქმულა, კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების.
• მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
• მაგრამ დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?
• მაგრამ, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები.
• მაგრამ ყველაფერი ძველი ამოა და სასურველი: ძველი პური, ძველი
ღვინო, ძველი სტუმარ-მასპინძელი.
• მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა? თაფლში
ურევს მწარე ნაღველს, მტრისას მისი გამოცანა.
• მადა ჭამაში მოდისო.
• მადლი მატლად იქცაო.
• მადლი ღვთიური რამაა, არც ძველდება და არც დავიწყების ფერფლი
ეყრებაო.
• მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო.
• მადლი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება.
• მადლიანია გუთანი, ფეხდაფეხ დასდევს უფალი.
• მადლიანი სიტყვა მადლიან საქმეს არაფრით ჩამოუვარდებაო.
• მადლისა წყაროს ასმევდე ცოდვის გუბეში მდგომსაო.
• მავანს პანტა ძვირად უღირს, არ დაეძებს გულაბს, წყლიანს.
• მაზავებელს მეტი მოხვდებაო.
• მაზანდარელი თათარი გოჭის თავს მედავებოდა.
• მაინც არა ხარ, წისქვილო, არაგვიც ჩამოგდიოდესო.
• მაინც ვკვდები და შენი ჭირიც მეო.
• მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა.
• მაინცა და მაინც ოსი უნდა იყო, რომ რუსმა გაგაბრიყვოსო?
• მაისის წვიმა ოქროა, ივნისის _ ვერცხლი, ივლისის _ ცეცხლიო.
• მათხოვარი სოფლის სახეაო.
• მალვით ვინც მტერი მტერს მოჰკლავს, ის ქალს რითი სჯობს თმიანსა.
• მამალი რომ უდროო დროს ყივილს დაიწყებს, თავს მოჭრიანო.
• მამალი რომ ფრთას შემოჰკრავს, იცოდე, რომ დაიყივლებსო.
• მამლის ყივილით და ძაღლის ყეფით _ სოფელი არ აშენდებაო.
• მამლის ყივილი ხიდანა _ მცნებად არ მიიჩნევაო.
• მამალმა თქვა: მე ბარე ასი ცოლი მყავს, მაგრამ ჩემი მორჩილი არცერთი
არ არისო.
• მამალმა თქვა: მე კი ვიყივლებ, მაგრამ გათენდება თუ არა, ჩემი
საქმე არ არისო.
• მამალმა თქვა: მე კი მიყივლია და თუნდ გათენდეს, თუნდ არაო.




69
• მამა მაშინაა ბედნიერი, როცა შვილი მამისა და ქვეყნის ერთგულიაო.
• მამამ შვილი დედას არ უნდა აუმხედროსო.
• მამას რომ შვილი მტრად მოეკიდება, ის არც სხვას დაინდობსო.
• მამასახლისის მუშასა, შიმშილით არა უშავსა.
• მამასახლისის ხარსაო წავაგდებინებ თავსაო, წავალ, ქალაქში გავყიდი,
ვიყიდი ზანზალაკსაო.
• მამას გაუარაო, მამობილს მიეფერაო.
• მამაო, შენი ადგომა ჩემი აღდგომა არისო.
• მამაშენის ქისა, თავის გუნებისა.
• მამაშვილობა დედაშვილობაზე ნაკლები არ არისო.
• მამაძაღლი თათარი ჩემს ტომარას აჩუას ეძახდაო.
• მამის მოღალატე სულსაც გაყიდისო.
• მამის სულს შეელია, _ მამინაცვალს ფიცულობდაო.
• მამის მტრად მზრდელი შვილისა, დედა კრულია ღვთისაგან.
• მამიჩემის მკვლელი არ ცხონდება, მამაჩემი კი აღარ გაცოცხლდებაო.
• მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?
• მამულმორეულს _ მტერმორეული სჯობიანო.
• მამციას, მიმცია უნდაო.
• მანამ არ დამიმეგობრდა კაცი, სანამ არა ვცემეო.
• მანამ თონე ცხელია, პური უნდა ჩააკრაო.
• მანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო.
• მანამ ხმალი მოვიდოდა, ენამ თავი მომჭრაო.
• მანუჩარი არ უჩქარის.
• მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
• მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების, მაგრამ
ფარვა სიავისა, ქვეყანას არ მოუხდების.
• მართალი ვარ, გამიკითხე, რად მიწყლულებ მისთვის წყლულსა.
• მართალი კაცი ღვთისგან გამორჩეულიაო.
• მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო.
• მართალი ცხოვრებაში არ მითქვამს და ტყუილს როგორ ვიტყოდიო.
• მართალ საქმეში ღმერთიც დაგეხმარებაო.
• მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
• მართალსა და ტყუილს შუა ერთი ხელის დადებააო.
• მართალში რას იძლევი, ტყუილი რომ გითხრაო.
• მართალთან ჭიდილი მარცხით მთავრდებაო.
• მართლად თქმულა: არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი.




70 • მართლად უთქვამს მეცნიერთა: წყენააო, ჭირთა ბადე.
• მართლის მთქმელსა სცემესო.
• მართლის მთქმელ მტრედს ნისკარტი დასჭრესო.
• მართლის მთქმელს ბევრი მოძულე ჰყავსო.
• მარტი იცინოდეს, კაცი ტიროდესო.
• მარტი მოიტირებოდეს, კაცი მოიცინებოდესო.
• მარტი პატარძალივითაა: დღეში სამჯერ მოირთვება და სამჯერ
მოიღუშებაო.
• მარტი რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
• მარტო ლოცვით სამოთხეში ვერ შეხვალო.
• მარტოობა ვერსა მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი.
• მარტო შემოსავალი კაცს არ გაამდიდრებს, თუ დაზოგვამაც ხელი
არ შეუწყოო.
• მარტოხელა კაცი _ ჭამაშიაც ბრალიაო.
• მარწყვი მპირდება გასუქებასა, გული არ ამბობს ასრულებასა.
• მარხვა ვჭამო დოსთვინაო, ქურდობა ვქნა ხბოსთვინაო?
• მარჯვე კაცისათვის სასჯელი უსაქმობა არისო.
• მარჯაკელსა არა რჩება წყევლისა და ლანძღვის მეტი, წალდის
ტარის გამკეთებელს _ პირში დიდი კომბლის მეტი.
• მარჯვე კურდღელი თავისთვისაც იშოვის და სხვისთვისაცო.
• მარჯვენა ხელი მარცხენას არ უნდა ენდობოდესო.
• მარჯვენა ხელი მარცხენა ხელის ამარად ღმერთმა ნუ დასტოვოსო.
• მარჯვენამ გასცეს, მარცხენამ არ უნდა გაიგოსო.
• მას დედის ძუძუ, ტკბილი, შხამადაც შერგებია, მამულისათვის
სიკვდილი ვისაცა დაზარებია.
• მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა.
• მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
• მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს.
• მასწავლებელი, ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
• მაფია, ცოდვასთან წილნაყარი, _ ენატკბილი და სასტიკი
მანადგურებელიაო.
• მაფიასთან ბრძოლა ძნელიც არის და ადვილიცო.
• მაღლა ბავშვი ავწიე და თავში ჩამკრაო.
• მაღლა ცას ატყუებს, ძირს _ დედამიწასო.
• მაღალი ხე მისი ჩრდილით გაიზომებაო.
• მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე, დავრჩებით ერთად ჩვენ
განუყრელი.
• მაშინ დამძახე, გუგულო, ყანა რომ დავაგუგუნო.
• მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა.




71
• მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.
• მაშენებელი წარწყმდესო.
• მაძღარი მოლა მშიერ მგელზე უარესიაო.
• მაძღარი მშიერს წვრილად უფშვნიდა, თან დასძახოდა _ ცოტა
ჭამეო.
• მაძღარ მღვდელს მშიერი დიაკონიც მაძღარი ეგონაო.
• მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო.
• მაწანწალა ტურა სჯობს, მწოლიარე მგელსო.
• მახათით ზღვას ვერ გაათბობო.
• მახე კი მაშინ გასხლტება, ქუდი რომ ყალყზე დადგება.
• მგელი მგლის ტყავს არ დახევსო.
• მგელს მგელი დაერქვა, თორემ ტურამ ქვეყანა ამოაგდოო.
• მგელი არ მოშლის მგლობასო, კაი ყმა _ მამაცობასო.
• მგელი და მწყემსად? _ სად არის წესად.
• მგელი დარჩენილს ჩიოდა, პატრონი წანაღებსაო.
• მგელი ისე არ მოკვდება, თხის დასამარხი გახდესო.
• მგელი იჭერს, მგელსაც იჭერენო.
• მგელი კვდებოდა და ცხვარი კუნტრუშის გუნებაზე იყო.
• მგელი რომ დაბერდება, ძაღლები ხუმრობას დაუწყებენო.
• მგელი რომ დაბერდება, ძაღლების სათრევი გახდებაო.
• მგელი ცხვარს სამი წელი უკან სდევდა, _ იქნებ ბედმა გამიღიმოს,
დუმა დაუვარდესო.
• მგელი ცხვარში შევარდა და _ ვაი ერთის პატრონსაო.
• მგელი ძვალს არ გადაყლაპავს, ყორყის იმედი რომ არ ჰქონდესო.
• მგელმა დაიჩივლა: ეს ოხერი და ტიალი, ჩემი სორო რომ სოროა,
იქაც კი ვერ მითქვამს თავისუფლად ვერაფერიო.
• მგელმა თქვა: ორმოში ვეგდე და ვინ ძვალს მიგდებდა და ვინ
რბილს, ყველა მახსოვსო.
• მგელმა თქვა: ჩემს დამჭერ ძაღლს ერთი შეხედვით ვიცნობო.
• მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო.
• მგელმა რაც მელიას თავზე ცემით უყო, ის მელიამ მიპარვით
გადაუხადაო.
• მგელმა რომ ძაღლსავით იცოდეს სუნი, ქვეყანას ამოაგდებდაო.
• მგელმა უთხრა ძაღლს: საქმე ის კი არ არის, რომ მივრბივარ და
მომდევო; საქმე ის არის, მოვბრუნდე და დადგეო.
• მგელმა ცხვარი მოიტაცა, ჩემი სერიდან იყოო.
• მგელმაც კი იცის მიბარებულის შენახვაო.
• მგელს საკუთარი ფეხები აჭმევენ პურსაო.
• მგელს მგლობა დაბრალდა და ტურამ ქვეყანა ამოაგდოო.




72 • მგელს მგელობა დაუვარდა, ტურამ ქვეყანა დააქციაო.
• მგელს მგლურად დაუხვდი და მელას _ მელურადაო.
• მგელს რა ენაღვლება, თუ ცხენი ძვირადა ღირსო.
• მგელს რომ შვიდი ტყავი გააძრო, მაინც მგელი დარჩებაო.
• მგელს უთხრეს: შენ ცხვარში უნდა გაგგზავნოთ და შენი შვილი _
ბატკანშიო; მგელი შეხტა და შეპროწიალდა: აქაც მე უნდა წავიდე
და იქაცო.
• მგელს ძვალი ახრჩობს, შურიანს _ შურიო.
• მგლის დაკბენილსაც მოუვა ძილი, მშიერ კაცს კი _ არაო.
• მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და _ გამიშვით, ცხვარი
გამექცაო.
• მგლისთვის ცხვარი ვისაც მიუბარებია, მთელი ვეღარ მიუღიაო.
• მგლის შიშით, ცხვარი ვის გაუწყვეტიაო?
• მგლის წყალობითა, მელა რჩებოდაო.
• მგლისა ბატკანი ვის უნახავსო.
• მგლისგან მწყემსი არ დადგება და ქურდისგან _ წმინდანიო.
• მგელო, ჭკუას მოდიო _ სათხებოში შევხტეო?
• მგლებში მაცხოვრებელმა ყმუილიც უნდა იცოდესო.
• მგზავრი კაცი ნაშუადღევს ბინას უნდა ეძებდესო.
• მგზავრსა ჰკითხეს: რა მომიტანე და შენ რაღა გამატანეო.
• მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.
• მდიდარი, თავის წუწუნით, საწყალ კაცს საკუთარ სიღარიბეს
დაავიწყებსო.
• მდიდარი კაცის მამალი რომ მამალია, ისიც კი დასდებს კვერცხსაო.
• მდიდარი კაცის მამალიც კვერცხისმდებელიაო.
• მდიდარი მკვდარსა სტიროდა, ღარიბი ხარჯსა სჩიოდაო.
• მდიდარი ღარიბს პერანგს აძრობდაო.
• მდიდარმა ღარიბი ვერ გაამდიდრა და ღარიბმა მდიდარი გააღარიბაო.
• მდიდარ ბრიყვს თავი სამყაროს ჭიპი ჰგონიაო.
• მდიდარს ერთი ეხარჯება, ღარიბს _ ორიო.
• მდიდარს უთხრეს _ მშვიდობაში, ღარიბს ჰკითხეს _ ვინ მოგცაო?
• მდიდარს _ ემატებოდესო.
• მდიდარს _ ემატებოდეს და ღარიბს _ აკლდებოდესო.
• მდიდარს ქება თავბრუს ასხამდაო.
• მდიდარს ქებით რაღა გაბრიყვება უნდოდაო.
• მდიდრის ურემი მთას გადაივლის და სწორ გზასაც შეშლისო.
• მდიდრისას კატას სტიროდნენ და ღარიბისას _ კაცსაც არაო.
• მდინარე წყალი ნათელიაო.
• მდინარესაც დასვენება უნდაო.




73
• მე ალალს ვეძახდი, სხვები მწყერს იჭერდნენო.
• მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართულის გვარისა.
• მე გზა არ ვიცი უახლოესი, ერთადერთი გზა არის სიკვდილი.
• მეგობარმა მეგობრისთვის მოხარშული დედალი შეჭამაო.
• მეგრელს ცხენი აჩუქე და ქონებაზე ხელს აიღებსო.
• მე დავაყრი და გინდა ზედა წისქვილმა დაფქვას, გინდა _ ქვედამაო.
• მე დავუკარ _ შენ გეამა, შენ დაუკარ _ მე მეამა.
• მედღე-მეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო.
• მედღე-მეხვალიეს ხან უთოვს, ხან უწვიმსო.
• მე ვარ და ჩემი ნაბადიო.
• მე ვწუხვარ და ის კი ოდელიას იძახისო.
• მე იმ მეზობლის ჭირიმე, ვინც კვერცხზე მარილს მომიყრის.
• მეზობელთან ჭირიც კი ლხინიაო.
• მეზობელი მეზობლის სარკეაო.
• მეზობელი მეზობლის მიჭვრიტინააო.
• მეზობელი რომ მარილიანი გყავდეს, მარილს მაინც უნდა უნაყავდეო.
• მეზობელმა რომ შემოგაფურთხოს, შენც შეაფურთხე, უპირო არ
ეგონოო.
• მეზობელმა სატირალში თავი შეირცხვინაო.
• მეზობელს თოკი სთხოვეს და _ ზედ ფეტვი უნდა გავფინოო.
• მეზობელს თუ რამე აქვს, შენ შენი შეგრჩებაო.
• მეზობელს თუ რამე აქვს _ შენცა გაქვსო.
• მეზობელს თუ რამე არა აქვს, ჩათვალე, რომ არც შენ გქონიაო.
• მეზობელს მეზობლის მკვდარი მძინარე ეგონაო.
• მეზობელს მეზობლის ქათამი აქლემი ეგონაო.
• მეზობელს მუცელი რომ სტკიოდეს, შენ მუცელზე ხელს უნდა უსვამდეო.
• მეზობელს ხარი უქადე, ღმერთი შენც მოგცემსო.
• მეზობლის გამოჯავრებულმა ცოლსა სცემაო.
• მეზობლის რძალი ლამაზიაო.
• მეზობლის ტირილი, მეზობელს ქორწილი ეგონაო.
• მეზობელო, კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო.
• მეზობელთან ჭირიც ლხინიაო.
• მეზობლები რამ გადაჰკიდა და კატამა და ლეკვმაო.
• მე კი არ მივრბივარ, გასაჭირი მიმარბენინებსო.
• მე კი გეტყვი და შენ, გინდა ყინულზე დაიწერეო.
• მეკურტნეობა სჯობია, ავის ქუდისა მკერავსაო.




74 • მელა დაინახო, თოფი გაარტყი, დაიჭირო და _ ტყავი გააძვრეო.
• მელა კვდებოდა და თავი საქათმისკენ მიჰქონდაო.
• მელა მახეში გაება და თავი მოიმძინარა, ეგების სიზმარი იყოსო.
• მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა.
• მელამ თქვა: ზღვას მუგუზალს შევუჩიჩხინებ და თუ ვერ დავაშრობ,
დავაშიშხინებ მაინცაო.
• მელამ თქვა: მე და მგელმა აქლემი მოვკალითო.
• მელამ მგელს წასძახა: ჰაიტ, შე უმიხორციჭამიაო.
• მელა საქათმის კარზე მოკვდებაო.
• მელას თავის მახრჩობელა უყვარსო.
• მელას რაც აგონდებოდა, ის ესიზმრებოდაო.
• მელა სოროში ვერ ეტეოდა, კუდზე ეკალს იბამდაო.
• მელა საცა წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო.
• მელას ძილშიც ქათამი ახსენდებაო.
• მელიას რომ აწყენინო, დათვის წყენინება გამოვაო.
• მელიას ურმით უკან არ სდევენო.
• მელოგინე ქალს რომ მოშივდეს, ცხრა სოფელი დაიმშევაო.
• მელოტსა სცივაო და ხახამს წვერი სცვივაო.
• მე მაწონს ვთხოულობდი, ის დოს მოაჭყამპალებდაო.
• მენავემ თუ წყლის სიღრმე არ იცის, ნავს ქვეშიდან მოექცევაო.
• მენახირემ ნახირი გაუშვა, პატრონმა კი _ არაო.
• მერიქიფეს თავი თამადა ეგონაო.
• მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების.
• მე იგი ვარ, ვინ სოფელი არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის
სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად.
• მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა.
• მე რად უნდა ვაქო სხვები, მე მეკუთვნის დაფნა ქების.
• მე რას მიზამს ყარაული, ბაღს ახლო თუ არ გავუვლი.
• მერე? მერე? რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა? _ მაპატივა შეცოდება,
როგორც ძმამ და მეგობარმა.
• მე რომ გაქცეული კურდღელი მინახავს, მისი ხორცი ღმერთმა ნუ
მაჭამოსო.
• მე რომ კურდღლობა მომინდება, ჩემს მწევარს სახლში ჯდომა
მოენებებაო.
• მე რომ მენახირედ დავდექ, ფამფარა მაშინ გაწყდაო.
• მესტვირის ცოლსა ჰკითხეს: თამაშობა თუ იციო და, მეტი რა მასწავლა
ჩემმა ქმარმაო.
• მეტი მიეცი და კარგი იგემეო.
• მეტი სიტყვა თავს ატკენს, მეტი ჭამა _ კუჭსაო.




75
• მეტისმეტი _ ბრეტისბრეტიო.
• მეტისმეტი _ ბრეტისბრეტი! _ ასე უთქვამთ ძველებს, _ ვინც
ზომაზე არა ყლაპავს, სიმწრით დაახველებს.
• მეტისმეტი _ თავში რეტიო.
• მეტისმეტმა სიმართლემო, დამილია სინათლეო.
• მეტისმეტმა სიწმინდემ საბერძნეთი დააქციაო.
• მეტისმეტმა სიწმინდემო, ტრაპეზს იქით დამაგდოო.
• მეტიჩარა მაყარი მეფე-დედოფალს წინ უსწრებდაო.
• მეფე გაგიწყრეს _ თემს შეეხვეწე, თემი გაგიწყრეს _ გადაიხვეწე.
• მექებოდეო _ არას მერგებოდეო.
• მექოთნე ქოთანს ყურს საითაც უნდა, იქით გამოაბამსო.
• მე ყოველთვის შენსკენ, შენ _ ეშმაკისკებისკენო.
• მეშურნეთა თვალი _ ცეცხლის მინათვალი.
• მეც გავძეხი და ჩემი სტუმარიცო.
• მეცხვარე ცხვარს ვერ გარეკავს, წინ თუ არ უძღვის ვაციო.
• მეძახიან მელქოსაო, დაე, ასე მერქოსაო.
• მეძახიან მელქოსაო, მოდი, ბარემ მერქოსაო.
• მეძებრის შვილს დაგეშვა არ უნდაო.
• მეძებრობა ყველა ძაღლს შეუძლია, მაგრამ ზოგს კუდის ქიცინი
ეზარებაო.
• მეწამლე და დასტაქარი _ არც წიწაკა, არც შაქარი.
• მე წველას ვეუბნებოდი, ის დოს მოატლაკუნებდა.
• მეხსიერება და ოქრო ერთნაირად ფასობენო.
• მეტკინა, განა მეწყინაო.
• მეწყინა განა მეტკინაო.
• მთა და ბარი არავის გაუსწორებიაო.
• მთავრობა თუ გამოგიდგა, ხალხში გადავარდიო.
• მებადური _ ფხამ დაახრჩოო.
• მედღე-მეხვალიე კაცსაო, სახლი დაენგრა თავსაო.
• მეთევზე _ ფხამ დაახრჩოო.
• მელოტ თავს საღებავში ვერ დამალავო.
• მერე რა, თუკი ყველა ერდოდან ბოლი ამოდის, კერა ანთია; განა
სადილი ყველგან კეთდება, განა სიუხვე ლამპრად ანთია.
• მეტი ვის გადაუყრიაო.
• მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს.
• მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა.
• მზევ ჩადი და, ალოვ, გადიო.
• მზევ, ჩადი, მე უნდა ამოვიდეო.
• მზეს ვინც ტალახს ესვრის, მასვე დაეცემაო.




76 • მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების.
• მზეს ნათელსა და სითბოში ვერავინ გაეჯიბრება.
• მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების.
• მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღეს არ დაჭნების.
• მოკლას ხარი თივამო.
• მონას ბატონის გამოცვლა თავისუფლება ეგონაო.
• მონატრება წასულისა, ტკივილია დიდზე დიდი.
• მთა მთას არ შეხვდებაო და კაცი კაცს _ ყოველთვისაო.
• მთა მთას ეცა და მეც აქ დაგხვდიო.
• მთელ დღესა მოქეიფესა, არა დარჩა-რა ვახშმადა.
• მთელი ეს ქვეყანა _ სესხი და ვალიაო.
• მთვარე თუ ჩემსკენ არის, ვარსკვლავებს რას შევეპუები.
• მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა, ორნივე სწორად
ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა.
• მთის ჩიტი _ მთას შეაკვდაო.
• მთისა _ მეცხვარეს ჰკითხე, ბარისა _ გუთნისდედასო.
• მზე რომ ამოვა, ყველა კაცისას მივაო.
• მზეს ვინც ტალახს ესვრის, თავზე დაეცემაო.
• მიაყოლე ხარი ხარსო და ლამაზი ქალი _ ქმარსო.
• მიბარებული მგელმაც იცისო.
• მიდის-მოდის გაბრიელი, კაცი არ ჰყავს მადლიერი.
• მიდის-მოდის ტარიელი, მუცელი აქვს ცარიელი.
• მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები.
• მიეცეს და მიემატოსო.
• მივეცი ფული, დავიხსენ სული.
• მიზეზ, მიზეზ _ დოს მარილი აკლიაო.
• მიიხედე, მოიხედე, ტანზე ისე გაიხადე.
• მილიონს კაპიკი რომ დააკლდეს, მილიონი აღარ იქნებაო.
• მიმინო რომ გაძღებაო, ხელზე აღარ დადგებაო.
• მიმინოს მაგივრობას, ტურა ვერ გასწევსო.
• მინამ თონე ცხელია, პური უნდა ჩააკრაო.
• მინდორს თვალი აქვს და კედელს ყურიო.
• მიშველე შავბალახაო, ციებ-ცხელების წამალო.
• მისი ჭამა ჭამა არის, სხვისი _ ჭაპა-ჭუპიაო.
• მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების.
• მისთვის დაძრწის ცხვართან მგელი, მწყემსს არ მოეკიდოს რული.
• მიტომ ზეობს ქვეყნად ქვენა, ბოროტება მიტომ მძლავრობს, რომ
ცოდვილი დიდ სიკეთეს ვერც ხედავს და ვერცა ჰყვარობს.
• მიღწვიან მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.




77
• მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი.
• მიცვალებული თავისით არ წავა სასაფლაოზეო.
• მიციას _ მოცია უნდაო.
• მიძალებული ლუკმა ძაღლმაც არ ჩაყლაპაო.
• მიწა გრილიაო.
• მიწა გრილია, მკვდარს მიიბარებს და გულს გააგრილებს.
• მიწა იყო და მიწად იქცაო.
• მიწა მოხან ნაგზაური, ყანა მოვა აზნაური.
• მიწა ხელიდან გვეცლება, როგორც ბზეს ფანტავს ქარიო, ავდგეთ
და ხმალი შევიბათ, მტერს ომი ვუქნათ ცხარიო.
• მიწას მიწა დააყარე, პატივად დაედებაო.
• მიწას უთქვამს: ცუდად მომხან, ოღონდ კარგად დამფარცხეო.
• მიწას ჩვენა ვჭამთ და მიწა ჩვენ შეგვჭამსო.
• მიწაწყალს ვკარგავთ და განძრევა გვეზარებაო.
• მიწისთვის ბეწვიც კი დასანანიაო.
• მიხვდა მხარჯველი, ვერა _ მჭამელიო.
• მიხვალ კალათიანი, მოხვალ სამართლიანი.
• მიჯნურეობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს.
• მკაზე გარიგებას, ხვნაზე გარიგება სჯობიაო.
• მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო.
• მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი სჯობიაო.
• მკვდარი ვის უცოცხლებია ტირილითა და ვიშითა?
• მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო.
• მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა და ორივე სამარისკენ ეზიდებოდნენო.
• მკვდრებს აკლიხარ, ცოცხლებს არ არგიხარო.
• მკვეხარას გაუჭირდებაო.
• მკვლელი ადამიანის სახეს ჰკარგავს და მხეცისას იძენსო.
• მკვლელი გიჟის გამართლებას ვერა ძალა ვერ შეძლებსო.
• მკვლელი და მისი ჯალაბი შვიდგზის დაწყევლილიაო.
• მკვლელი ერთს კლავს და ასობით სხვას ანადგურებსო.
• მკვლელი მსხვერპლის ბოლო მზერას ვერსად დაემალებაო.
• მკვლელმა ერთი იმსხვერპლა, მაგრამ ათასობით სხვა დააქცია და
შეიწირაო.
• მკვლელმა, მსხვერპლთან ერთად, იმედიც მოკლაო.
• მკვლელმა ერთი კაცი მოკლა, მფარველმა კი _ ათასიო.
• მკვლელმა მსხვერპლის ოჯახიც დააქცია და თავისიცო.
• მკვლელი ნამოქმედარით თუ ხარობს, ჯილდოს ელოდებაო.
• მკვლელმა საკუთარი თავიც დასაჯაო.
• მკვლელს არც შინაური დაინდობს და არც გარეულიო.




78 • მკვლელს თვალებში ჯოჯოხეთი უნთიაო.
• მკვლელს ჯერ მსხვერპლის თვალები სჯიანო.
• მკვლელს საკუთარი ცოდვა არ მოასვენებსო.
• მკვლელს ჯოჯოხეთში ელიანო.
• მკვლელის გამართლება ღვთისგმობააო.
• მკვლელის გონება სატანამ დაიმონა და დანისლა, მიტომ გაბედა
მიპარვა, ზურგში ჩაცემა დანისა.
• მკვლელის მზეც ჩაქრება და ჩაესვენება.
• მკვლელის მფარველსაც უძევს წილი დანაშაულშიო.
• მკვლელის ოჯახიც განწირულიაო.
• მკვლელის სიცოცხლეს ბევრად სჯობს სიკვდილი გაწირულისა.
• მკვლელის შემწე და მფარავი, სამართლისაა მპარავი.
• მკვლელის შემწეც მკვლელიაო.
• მკვლელად გამზრდელის დედა უბედურიაო.
• მკვლელად ვინც გზრდიდა, გივლიდა, სიკეთეს არ გაწვდიდაო.
• მკვლელო, დაგექცა ოჯახი, სახლ-კარი თავს დაგენგრაო.
• მკვლელო, დაგწყევლი, დაგნაყავ, გულისგულს ამოგიგდებო, მაგ
შენი დანაშაულის საზღაურს ამოვიღებო.
• მკვლელო, დედა მოგიკვდაო.
• მკვლელო, რა გიხარია და _ რომ მოვკალი, ისაო.
• მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეპსა.
• მოაკლდეს მძინარესაო, ემატოს მღვიძარესაო.
• მოასპარეზედ ვინ მგავსო, ცუდნიღა უკუთქმანია, გარდამწყვეტელი
მისიცა ბურთი და მოედანია.
• მოგება და წაგება ამხანაგები არიანო.
• მოგკლეს უბრალო, ბრალითა ქვეყანა შეარყიესო.
• მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა.
• მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი,
სიხარულად შეეცვლება, იმდენი ხნის გასაჭირი.
• მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვაო.
• მოვიდა სიმშილი, წავიდა სირცხვილი.
• მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა
სხვა ვარსკვლავს.
• მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა.
• მოვხუცდი და გადავხუცდი, ამ ქვეყანას რაღას ვუცდი?
• მოთმინება და შრომა ყველაფერს გააადვილებსო.
• მოთმინება კაი საქონელიაო.
• მოთმინება სიბრძნეა და მეცნიერების დვრიტაო.
• მოთმინებითა შენითა, მოიპოვე სული წმინდა, შენიო.




79
• მოთმინება სამოთხის გასაღებიაო.
• მოინანიე, თუ გინდა რომ შეგინდოს ღმერთმა.
• მოიტა, რძალო, ხახალი, ძველი იყოს თუ ახალი.
• მოკეთეს პირში უძრახე, მტერს _ პირსუკანაო.
• მოკვდა პაპაო, დარჩა ჯაყვაო.
• მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა.
• მოკლე გზით მტერსა ელოდე, შორი გზით _ მოკეთესაო.
• მოლა ვირზე იჯდა და ვირს დაეძებდაო.
• მოლა კვდებოდა და ფლავი მაშინ ჩააყარეს პირშიო.
• მოლა მეჩეთში რომ არ შედიოდა, ხელისკვრით შეიყვანესო.
• მოლა მოკვდა და საფლავში ფლავი ჩააყარესო.
• მოლა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მგელი როგორ გაბედავდა მისი
ვირის შეჭმასო.
• მოლას უთხრეს, უნაგირი წინ მოგქცევიაო და ისემც უქნია, შინამც
მისულიყოსო.
• მოლას უთხრეს, შვილი გადაგრევიაო და როდის იყო ჭკვიანიო.
• მოლოზონი მთაზე ცეკვავდა და არც იქითა მხარე უმადლოდა და
არც აქეთაო.
• მომავალს ვერ მოეგო და წარსულს არ ეშვებაო.
• მომეც ბედი და თუნდ სანეხვეზე გადამაგდეო.
• მომრევის მომრევი არ დაილევაო.
• მომსვლელს დამხვედრიც უნდაო.
• მომტირალი რისთვის სტირსო? _ მობანეთა ბანისთვისო.
• მომღერალი თავს არ იცხელებს და მობანეს რა რჯისო?
• მონა ურჩი და მზაკვარი, თავისიანსაც კი სძულსო.
• მონას ურჩობას, მზაკვრობას მეფეც არ მოუწონებსო.
• მონანიება სინანულით იწყებაო.
• მონანიებას გულწრფელი ნება და აღიარების სურვილი შობსო.
• მორცხვი ქალი ქალაქადა ღირს, მორცხვი კაცი _ ქალამნადო.
• მოსავალს მოცდა ეგებისო.
• მოსაკითხი თუ ხშირია _ მეგობართა კავშირია.
• მოსაწიელს მოცდა უნდაო.
• მოსვენება საფლავშიაც გვეყოფაო.
• მოსვლა _ იანი, წასვლა _ გვიანი.
• მოტეხილს _ მოსტეხიანო.
• მოულოდნელი კუნძი ურემს გადააბრუნებსო.
• მოქნეული არავის გაუზომია.
• მოღალატე რომ კალთაზე მოგეკაროს, ის კალთა მოიჭერი.
• მოღალატე შვილი მტერზედ უარესია.




80 • მოღალატე შვილი შვიდგზის დაწყევლილია.
• მოღვაწე წარწყმდა სილაღით, ცხონდა სიმდაბლით ვნებულნი.
• მოყვანილი ქალის ამბავს სამ წელიწადს ნუ იკითხავ.
• მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობა
გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
• მოყვასს შეხვდე, გაუღიმე, მიაგებე სალამიო.
• მოყვრებს შუა აბრეშუმის ძაფია გაბმულიო, მტრებს შუა კი _
ბაწარიო.
• მოყვარეს ვაშლი დაუმსხალე, მტერს კი _ მსხალიო.
• მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკანაო.
• მოყვარეს პირში უძრახვენ, მტერს _ პირს უკანაო.
• მოყვარეს უაუგოსა, თუ ეძებ, მარტო დარჩები.
• მოყვრის მოყვარეს ძროხა დაეკვლებაო.
• მოყვრის სახადი მტერს შეხვდაო.
• მოშიშარს ვისი შიშიც აქვს, ის უძლეველი ჰგონია.
• მოჩქარეს _ მოუგვიანდესო.
• მოციქული ყაენთან მივაო.
• მოციქულის მოციქული მატრაკვეცააო.
• მოცლილი თხილამურიაო.
• მოცლილი კაცი ასეა: კურდღელს დაუწყებს დევნასო.
• მოცლილი კაცი კურდღელსა, ურმით დაუწყებს დევნასო.
• მოცლილი კაცი კურდღელს ურმითა სდევსო.
• მოძალადე მკვლელი ჯოჯოხეთის მოციქულიაო.
• მოწადინება _ ნახევარი საქმეაო.
• მოწანწალე ტურასაო, ერთხელ, მინდორზეც გაუთენდებაო.
• მოწოდებასა და განათლებას შორის სივრცეა დიდი.
• მოწუწუნეს თითო მიზეზი არა და არ დაელიაო.
• მოწყალე კაცის გონება, სიტყვას შეისმენს მალეო.
• მოხეტიალე გიჟი მოარული ხიფათი და სიკვდილიაო.
• მოხვალ კალათიანიო, წახვალ სამართლიანიო.
• მოხუცი იმას მოიმკის, რაც სიყრმით დაუთესია.
• მოხუცი იმკის მოსამკელს, რაც სიყრმით დაუთესია.
• მოხუცმა თქვა: ვისაც ჩემი სიყმაწვილე არ უნახავს, სიბერეშიმც არ
ვენახეო.
• მოხუცმა თქვა: რაც მიყვარდა, ის შემძულდაო.
• მოხუცმა თქვა: რაც ვნახე, იმას ვეღარ ვნახავო.
• მოხუცმა თქვა: რაც ვნახე, იმას ვეღარა ვნახავ და რაც უნდა ვნახო,
აღარ მაინტერესებსო.
• მოჯამაგირეს ან პურის კიდობანი უნდა ჰქონდეს ღია, ან არ




81
დადგებაო.
• მოჰკლას ხარი თივამაო.
• მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული და
აღუდგინე მშვენიერი ესე მამული.
• მრავალსულიან ოჯახს ღმერთიც წყალობს და სოფელიცო.
• მრუდე გზით მავალი, ხელმწიფეც დაისჯებაო.
• მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.
• მსუქანს ყელი გაიგებს, მძიმეს _ ხელიო.
• მსხვერპლის სამდურავი მკვლელს არ მოასვენებსო.
• მსხვერპლის საყვედურით მზერას, მკვლელი ვერსად წაუვაო.
• მსხვერპლად შეეწირო, უმაღლესი სიხარულია.
• მსხვერპლად შეწირული ქრისტეს ნათესავია.
• მსხვილად და წვრილად დამრთავებს, ერთი ფასი ჰქონდათო.
• მსხვილი და წვრილი ერთად იფქვის, _ ვაი, წვრილად დამფქველსაო.
• მსხვილ-მსხვილი მენაფოტე მალ-მალე გარბოდა ტყეშიო
• მტერი გეთანხმება, მოკეთე _ გედავებაო.
• მტერი გყავს? _ ნუ შეგეშინდებაო.
• მტერი თუ არ მოკვდებაო, გული ხომ გაუსკდებაო.
• მტერი თუ მოყვრულად მოგექცეს, მოერიდე, მოკეთე თუ მტრულად
მოგეკიდოს, შეიყვარეო.
• მტერი, მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია.
• მტერი რომ ცხვირწინ დაგისკუპდება, რა დროს ქეიფია, ხმალი ვი-
ღამ უნდა ალესოსო?
• მტერი რომც არ გყავდეს, დაპირებულის შეუსრულებლობით
მტრად მოიკიდებო.
• მტერი რომც არ გყავდეს, უნდა გამოიგონო, ფხიზლად იქნებიო!
• მტერი რომ არ გყავდეს, პირის გატეხვით მაინც ნუ გაიჩენო.
• მტერი შინ არ შემოუშვა, მის ჭკუაზე არ იარო.
• მტერმა მტრის ამბავი არ იცის, თორემ მასთან ბრძოლა არ
გაუძნელდებაო.
• მტერს არ დაუთმობს ქართველი არც ერთსა გოჯსა მიწისას.
• მტერს _ გობითაო, მოყვარეს _ კოვზითაო.
• მტერს ზურგი არ უჩვენო და მოყვარეს _ მარცხიო.
• მტერს ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
• მტერს ხელი ნუ გიკიდია, მოყვარეს მოეჭიდეო.
• მტერს _ ხმალი, ვაჭარს _ თეთრი, წისქვილს _ წყალი, გუთანს
_ ხარიო.
• მტერს ღამეც არ სძინავსო.




82 • მტერს _ ჯოხით, მოყვარეს _ ბოხჩითო.
• მტერსა შვილსა ულოცვიდეო.
• მტვერიც იყარე დიდის გზისაო.
• მტრედს თავისი სიმშვიდით ნისკარტი მოსჭრესო.
• მტრისა შინა ყოლასა, ლომისა გზასა ყოლა სჯობიანო.
• მტრობა და მეგობრობა ძმები ერიანო.
• მტყუანმა ცოლი იმოწმაო.
• მტყუანს ტყუილის კარამდი უნდა მიჰყვეო.
• მუზმუზელას ქვეშ ცხრა მაშხალა ანთიაო.
• მულის ტყავი ჩამოვარდა _ ცხრა რძალი დაიტანაო.
• მულს ელაპარაკებოდნენ, რძალო, შენ გესმოდესო.
• მუმლო, ფასკუნჯის ადგილი, საფრენად რისთვის გწადიან?
• მუნიანი ცხენი _ მუნიან ცხენს მონახავსო.
• მუნჯის ენა _ დედამ იცისო.
• მუნჯის შვილი მარტო ჭრი-ჭრის იძახდაო.
• მუნჯმა ჰა დაიძახოს, _ მეტი რაღა გინდაო.
• მუნჯს ნუ აალაპარაკებ, თორემ ენიანთან უენოს გაგხდისო.
• მუქთა კუბოში უმალ ჩაწვება ოღონდ შეკვეთილის საფასურს ნუ
გადაახდევინებენო.
• მუქთა წიწაკა შაქარზე ტკბილიაო.
• მუქთად _ პურს არავის აჭმევს, ბანს მაინც დაატკეპნინებსო.
• მუქთი ძმარი _ შაქარზედ უტკბილესიაო.
• მუშა უნდა მუშაკობდეს, მეომარი მეომრობდეს.
• მუშამ იჯავროს სიგრძე დღისა და სიცხე მზისაო.
• მუშას _ საჭმელი, მუქთას _ არაფერიო.
• მუშკი და სიყვარული, არ დაიმალებაო.
• მუცელი მუცელს არაფერს არგებსო.
• მუცელი ჩემს ქვევით არის, ჩემს ზევით ხომ არაო?
• მუცელს აქორებ _ ქორია, აღორებ _ ღორია!
• მუცელს თუ აჰყევ, ხეზე გაგიყვანსო.
• მუცელში ჩაყრილი და ცეცხლზე დაყრილი, არცერთი არ ჩანსო.
• მუცლად მშიერმა აჯობა ტანად ტიტველსაო.
• მუცლის ტკივილის წამალი ტკივილის დროს მონახეო.
• მქმნელი ყოფილიყავ, კარს უკან დაიმალებოდიო.
• მღვდელი რომ მაგრად გამოძღა, დიაკვანს დაახველაო.
• მღვდელი რომ იყო, რა მალე გამომიყვანდი წირვასო.
• მღვდელი რომ იყო, უზიარებელს მომკლავდიო.
• მღვდელი რომ წირვას დაიწყებს, მოლოზონს მაშინ მოუნდება ბერტყვაო.




83
• მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო.
• მღვდელმა თქვა: დიაკვანს პური შიაო.
• მღვდელმა უძაღლო სოფელი ნახა და უჯოხოდ გაიარაო.
• მღვდელო, მოწმე ვინა გყავსო და დიაკვანიო.
• მღვდელო, რძლები გიჩივიანო; რას მიჩივიან ეგ უნამუსოებიო და,
_ აი, სწორედ მაგასაო.
• მღვდელს ალილუია შეეშალაო.
• მღვდელს ჰკითხეს: მოწმე ვინა გყავსო და დიაკვანიო.
• მღვრიე წყალში თევზის ჭერა ადვილიაო.
• მღვდელს პური შიოდა, დიაკვანს _ კიდევ უფროო.
• მღვდელს ჭილოფშიაც იცნობენო.
• მყეფავი ძაღლი სჯობია, _ მომპარავს, ჩუმად მკბენარსაო.
• მშვიდი საუბრისას თვალებს არ აბრიალებენო.
• მშვენიერი ხარ ხოხობო, ბოლო რომ გამოგიჩნდებაო.
• მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული.
• მშიერი მგელი ხარბ კაცზე უფრო მშვიდიაო.
• მშია, მშია, კატა მქვია, რომ გავძღები _ როსტომიო.
• მშიერ დათვს რა ათამაშებსო?
• მშიერ ქათამსა, სიზმარში, სულ ფეტვი ელანდებაო.
• მშიერი დამშეულს უბეს უსინჯავდაო.
• მშიერი კაცი ქვას გაკვნეტსო.
• მშიერი პურსა აქებდა, უმსა და უმარილოსაო.
• მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო.
• მშიერს ნამცეცები ვერ გააძღობსო.
• მშიერს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და მშიერი მუცელიო.
• მშიშარა კაცი დღეში რვაჯერ კვდებაო.
• მშობელმა შვილი დატუქსა და კარგი გამოადგაო.
• მშობელთა შვილი უწვრთელი, აროდეს მისცემს ლხენასა.
• მშობლების ერთგულ შვილს ღმერთიც ეხმარებაო.
• მშობლიური კერაც ტკბილია და ენაცო.
• მშობლიურო ჩემო მიწავ, გიცავდი და კვლავ დაგიცავ.
• მცირე სოფელში გზირი ხშირად მოდისო.
• მცოდნე ჭკუადამჯდარია, უვიცია ბრიყვზე ბრიყვი.
• მცოდნეს ვერარა ძალა ვერ მოდრეკს და ვერ წააქცევსო.
• მცონარა ადგა და აღარ დადგაო.
• მცონარობითა და ტახტზე კოტრიალით ოჯახი არავის ურჩენიაო.
• მცხეთას ძაღლმა კაცი დაგლიჯა და ქალაქს მოეკლათო.
• მძიმე _ ქვასაც გაუხარდება, მსუბუქი _ ბუმბულსაც ეწყინებაო.
• მძინარე დათვს თაგვები სამარეს უთხრიდნენო.




84 • მძინარეს გველიც არ უკბენსო.
• მწარე თუ არ გიჭამია, ტკბილს გემოს როგორ გაუგებო?
• მწევრისაგან მოღლილი კურდღელი _ მეძებარმა დაიჭირაო.
• მწიფე პანტა დათვისააო.
• მწიფეს ესროდნენ, კუხე ცვიოდაო.
• მწიხლავს წინ დაუდგებიან, მკბენარს _ უკანაო.
• მწოლიარე ლომს, მაწანწალა მელამ აჯობაო.
• მწუხარება კაცს ასალკლდევებსო.
• მწყემსს ერთი დღე შეხვდა და ისიც ავდრიანიო.
• მჭადი კარამდე, ქერი მთამდე, წმინდა პური _ გადავლამდეო.
• მჭადიჭამიას _ მჭადი და დოსჭამიას კი დო აგონდებოდაო.
• მჭადი _ ჭამამდე, ფაფა _ კარამდე, პური _ მთის გადაღმამდეო.
• მჭედელს დანა არა ჰქონდა და ფეიქარს ბაღდადიო.
• მჭედელს დანა არა ჰქონდა, ფეიქარს _ ხელსახოციო.
• მჭედელს დანა ვინ მისცაო?
• მხდალ ნიჭს, უნიჭობა სჯობიაო.
• მხოლოდ ბრძენკაცებს მტრობენ მეფენი.
• მხოლოდ ზარბაზანი ომის ბედს არ წყვეტსო.
• მხნე ყველგან პატივს იშოვის.
• მჯობს მჯობი არ დაელევაო.

• ნაადრი შვილი _ პატრონსა, ნაგვიანები _ ბატონსაო.
• ნაარმი არავის შერჩებაო.
• ნაბიჭვარსაც მონათვლა უნდაო.
• ნაგავზე ამოსული სოკო დიდი გაიზრდება, მაგრამ მალე წაიქცევაო.
• ნაგიჟარს წარსული სიგიჟე არ მოაგონო, თორემ უფრო გაგიჟდებაო.
• ნადირი მონადირეს ეტანებაო.
• ნადირი _ უდევარსაო.
• ნავსის ნაშენ ხიდზე გავლას, წყალმა წამიღოს, მირჩევნიაო.
• ნავში მჯდომი მენავეს ეჩხუბებოდაო.
• ნათლიავ, კოჭლი ცხენით მოვედი და ვერა მოგიტანე რაო; ვერცა
რას აქედან წაიღებ, შენი კოჭლი ცხენითაო.
• ნათლიავ, შენსას ჩემი მირჩევნია და სხვისას _ შენიო.
• ნათლიის ბანზე არ გადაივლიანო.
• ნათლულს ნათლიის სამსახური არ მოსწყინდებაო.




85
• ნათლიღების წინადღეო, ნუ გგონია კვირადღეო.
• ნათხოვრის გამნათხოვებელი, ბრიყვზე უბრიყვესიაო.
• ნათხოვარი ათხოვეო, სული ისე აცხონეო.
• ნამგლევი მგლისა არისო.
• ნამდვილი მხატვარი ყოველთვის გადაუხდის აბორტის საფასურს
მენატურე ქალს.
• ნამდვილ ქართველს არ სჩვევია მტერთან ზავი, ღლავთან თვლემა.
• ნამუსიც კარგი საქონელიაო.
• ნანახი სჯობს ნაქებსაო.
• ნარეცხის ნარეცხმა, კუროს პერანგი გარეცხა.
• ნარიმანა მედოლეო, უკეთესი მეგონეო.
• ნასწავლი კაცი სოფლისთვის მარგია, უსწავლელი კი _ ბარგიო.
• ნაქებარმა ძაღლმაო, ნიახურს გადააფსაო.
• ნაქები ქოთანი ადრე გატყდებაო.
• ნაღდი შვილი დედ-მამას მოკრძალებით ელაპარაკება.
• ნაყიდს გემო არა აქვსო.
• ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო.
• ნაცარქექია კერის ძირში გახელდაო.
• ნაცარქექია ცხენიდან ჩამოვარდა და მაინც უნდა ჩამოვსულიყავიო.
• ნაცარქექია ღონეს იქადდაო.
• ნაცნობი ციებ-ცხელებაც კი კარგიაო.
• ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა.
• ნახო, ნუ გიხარია, დაკარგო, ნუ იტირებო.
• ნაჯახის დამკარგავმა უბეშიც ჩაიხედოსო.
• ნელა წახვალ, უბედურება მოგეწევა; ჩქარა წახვალ, უბედურებას
მიეწევიო.
• ნელი სვლით, ჭკუით, ჩვენ წავალთ შორს.
• ნემსი ჯერ შენ იტაკე და მერე სხვას ატაკეო.
• ნემსით გზას არ ზომავენო.
• ნემსის მყიდველი ბათმან რკინას კითხულობდაო.
• ნემსისოდენა ჭუჭრუტანაში, ერთი ურემი სიცივე შევაო.
• ნემსის ქურდობას, აქლემის ქურდობა სჯობიაო.
• ნემსს და მახათს, მუშტი არ შემოეკვრისო.
• ნემსში მახათს გამოიყვანსო.
• ნეტა თხა იყოს, წყვილი მოიგოსო.
• ნეტავი ასი დამკრან და ერთი მართალი მათქმევინონო.
• ნეტავი მას, ვინც მოითმენს; ვაი იმას _ ვინც არაო.
• ნეტავი, როგორც ავი დარი კარგად იქცევა, ისე ავი კაცი კარგად
გადაიქცესო.




86 • ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, როცა ჭირია.
• ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან.
• ნეხვს რაოდენსაც გაჰქექავ, იმდენი აყროლდებაო.
• ნისია სხვისიაო.
• ნისიად ნაყიდი ღვინო, ორჯერ მეტად ათრობსო.
• ნიახურმა თქვა: ვაი კბილს და ნეტა მუცელსაო.
• ნიკორა გაატყავეს, რატომ დედა არ გყავსო.
• ნიორი კაცს სძულდა და ცხვირში ატენიდნენო.
• ნიორმა ერთი წელი თავი მიწაში შეინახა და ავმა რძალმა ოჯახში
_ ვერაო.
• ნიორმა თვისი სიმყრალე, ძმარშიც კი, დიდხანს მალაო.
• ნიორმა თქვა: გიორგობის თვეს ჩამასწარ და მკათათვეს ამომასწარო.
• ნიორმა თქვა: ნეტა იმ კუჭსა, სადაც მე ჩავალ და ვაი იმ პირსა,
რომელიც მე შემჭამსო.
• ნიორმა რომ პირი დაგწვას, მაშინვე აყროლდებაო.
• ნივრის სიმყრალე ძმარმა სამი წელი ინახაო.
• ნიჩაბი და ფიწალიო _ მე ვეღარას ვისწავლიო.
• ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა.
• ნუ აფურთხებ ჭაში _ აიზიზღებ სმაში.
• ნუ აფურთხებ ჭაში, თორემ ისევ მოგწყურდებაო.
• ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი.
• ნუგეში თავმოჭრილ მკვდარსაც ეთქმისო.
• ნუ გეშინის სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა.
• ნუ დაენდობი სოფელსა, სოფელი ჭრელი გველია.
• ნუ დამპირდები ტყავს იმ დათვისას, რომელიც ჯერ არ მოგიკლავსო.
• ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო.
• ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა.
• ნუ დაუყრი ღორს მარგალიტს.
• ნუ დაპირდები ქალბატონს იმ დათვის ტყავს, რომელიც ჯერ არ
მოგიკლავსო.
• ნუ ენდობი მოსულსაო, ქალს დაგიტოვს ორსულსაო.
• ნუ ერწმუნები შენს ღვიძლსა ძმასა, ერწმუნე მხოლოდ შენს ელამ
თვალსა.
• ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევ მოძებნო ფონიო.
• ნუ იამაყებ, თუნდ იყო ცხრათავა ბაყბაყ დევია.
• ნუ იტყვი, ის რას დამაკლებს, მე ვარო მძლეთა მძლევია.
• ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო.




87
• ნუ მოჰკვეხ შვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
• ნუ მიენდობი ვაჟკაცსა, ტყეში გაჭრილი მგელია, დილას მოგიჭერს
ენასა, საღამოს ჭრელი გველია.
• ნუ მისდევ ლამაზ პეპელას, გულს დაგწყვეტს, გაგიფრინდება.
• ნუ მპირდები ცაში წეროს, მომეც ხელში ბეღურაო.
• ნუ სცოდავ და ცოდვილიც აღარ იქნებიო.
• ნუ სძღები სხვათა რძითა და ნუ იმოსები მატყლითა.
• ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა.
• ნუ შეხვალ, ნუ ებანები, ნუ გამოხვალ და ნუ თრთიო.
• ნურა გინდა რა ეშმაკის, ნურც თვით ეშმაკი, ნურცა-რა.
• ნურა კაცი დაიკვეხის _ ქვეყანაზე ერთი ვარო.
• ნურც დამძრახვენ და ნურც შემიბრალებენო.
• ნურც ეშმაკს დამანახვებ და ნურც პირჯვარს დამაწერინებო.
• ნურც იფიცებ და ნურც აფიცებო.
• ნურც მომიტეხ მჭადსა, ნურცა მომტეხ ყბასა.
• ნურც შემომფხან, არც შემოგფხანო.

• ობლის თვალი ვერ გაძღებაო.
• ობლის კვერი ნაცრიანიაო.
• ობლის კვერი ცხვა, ცხვა, გვიან გამოცხვაო.
• ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი _ გამდიდრებასა, ყმაწვილი
გოგო და ბიჭი _ ერთმანეთისა კოცნასა.
• ობოლო, ვის აგინებ და ვინც გამზარდაო.
• ობოლსა ჰკითხეს, რომ გაიზრდები, რას იზამო? _ ვინც გამზარდა
დედას ვუტირებო.
• ობოლს ერთი კვერი ხვდა და ისიც გატეხილიო.
• ობოლს კვერი ეცოტავებოდა, ისიც შუა გაუყვესო.
• ობოლს კვერს ბევრი ჰპირდება, გამომცხობი კი არ ჩანსო.
• ობოლს ხელში კვერი ეჭირა, ჭამდა და მაინც იძახდა _ პური
მშიანო.
• ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა.
• ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.
• ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ.
• ომიანობა რომ არ ყოფილიყო, გამარჯვებას პატივი არ დაედებოდაო.
• ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებსო.




88 • ომს ომი უხდება, ომობანას თამაში რა შუაშიაო.
• ომს ტყვია კი არა, ჭკუა-გონება და სიტყვა იგებსო.
• ომს ჯარისკაცები იგებენ და გენერლები იბრალებენო.
• ომის დამწყებმა ომის გამარჯვებით დამთავრებაც უნდა იცოდესო.
• ომით დაკარგულს ომითვე იბრუნებენო.
• ომით წართმეულს ომით დაიბრუნებო.
• ომში ნაცადი ხმალისა, იმედი გქონდეს სახლშიო.
• ომში რა სჯობიაო და რაც ხელში მომხვდებაო.
• ორაგულის მდომელსაო, ტანიც სველი გქონდესაო.
• ორი ბატონის ყმა ვიყავ, ხან ესა მცემდა, ხან ისა.
• ორი თავგატეხილი კოდალა, ერთმანეთს შესჩიოდაო.
• ორი კაპეიკიც, ჩემთვის, კარგი მწვანილიაო.
• ორი კაცი _ ერთ კაცზე, უკვე ლაშქარიაო.
• ორი კაცი თუ გეტყვის მთვრალი ხარ, უნდა დაიჯეროო.
• ორი კაცი _ უკვე სოფელიაო.
• ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო.
• ორი პურაძვირი კაცი, ერთმანეთისა ბაძვითა, შიმშილით დაიხოცაო.
• ორი სახლი და ერთი ბოძიო.
• ორი ქაჩალი, ერთმანეთს, სავარცხლისთვის წაეკიდაო.
• ორი ქაჩალი სავარცხლისთვის ჩხუბობდაო.
• ორი ქურდი დღე ჩხუბობდა, ღამე ამხანაგობდაო.
• ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში არ მოიხარშებაო.
• ორი შაური მუშასა _ ამ დღეს მას არა უშავს-რა.
• ორი შაურის მუშამა, აჯობა – მანეთიანსო.
• ორი ძმა, ერთად, ქორწილშიც არ წაისვლებაო.
• ორი ჯამბაზი ერთ თოკზე ვერ ითამაშებსო.
• ორი ხელის ჭირიმე და ერთი _ პირისაო.
• ორნი ძმანი ერთმანერთის ჭირიც არის, ლხინიცაო.
• ორმა იცის _ ღორმაც იცის.
• ორმა რომ გითხრას ბრმა ხარო, თვალებზე ხელი აიფარე, თავი და-
ღუნე და გამობრუნდიო.
• ორ მოდავე რეგვენს შორის მამაღმერთიც უძლურია.
• ორმოში დამალულ კაცს კატაც ვერ დასჭყავლებს და ხეზე გასულს
კი _ ძაღლებიც უყეფენო.
• ორმოში დამპალი თოკით არ ჩაისვლებაო.
• ორმოცი წლის კაცი რომ ჩონგურის სწავლას დაიწყებს, ის საიქიოს
დაუკრავსო.
• ორშაბათი გაცდებოდეს _ კუჭი მაინც გაძღებოდესო.




89
• ორი ძიძის ხელში ბავშვი დაიხრჩოო.
• ორ ძაღლს ლომის დაფრენაც შეუძლიაო.
• ოსმა ასი წლის შემდეგ სისხლი აიღო და რა მეჩქარებოდაო.
• ოსმა რომ საქურდავი ვერა იპოვა რა, თავისივე ერთი ჯიბიდან
მოიპარა და მეორეში ჩაისრიალაო.
• ოსო, ოსო, ოსურაო, ტყეში თოვლი მოსულაო.
• ოსტატი მელა, შუადღით, ოთხით მახეში გაება.
• ოფიტარას _ ოცი გლეხი, ოცდახუთი – ხელოსანი.
• ოქრო იქ ფასობს სადაც იჭრებაო.
• ოქრო პატარაა, მაგრამ დიდი ფასი აქვსო.
• ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირიო.
• ოქრო ძმის დამკარგავს, ოქრო შესძულდაო.
• ოქრო ძმის დამკარგავს, სიცოცხლე ჩირადაც აღარ უღირსო.
• ოქრო უხელოა, მაგრამ ყველაფერს აკეთებსო.
• ოქროს ამოტივტივებით, სამართალი იძირება.
• ოქროს ანკესი ყველანაირ თევზს იჭერსო.
• ოქროს ქალამანი რომ გეცვას, მაინც ქალამანიაო.
• ოქროს ჩაქუჩი ცხრაკლიტულს აღებსო.
• ოქროს ყადრი ოქრომჭედელმა იცისო.
• ოქრო წყალშიაც არ იძირებაო.
• ოქროში ჩამჯდარი ბრიყვი ბრძენკაცობას ამაოდ იბრალებდაო.
• ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ, აზრი როგორც გსურთ ისე დანაყეთ.
• მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო.
• ოხ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?
• ოხერი ცხენი, ოხერი ქერიო.
• ოჯახი გაქებს, ოჯახი გაგინებსო.
• ოჯახი ვისიაო და ვინც მოიხმარს, მისიაო.
• ოჯახი მსუქანიაო.
• ოჯახი ფუძემაგარი, ჭერმაღალი და წელგამართული უნდა იყოსო.
• ოჯახს უფროს-უმცროსობის მადლი აძლიერებსო.
• ოჯახის სიძლიერე შვილების თვინიერებაშია.
• ოჯახის სიმდიდრე კატითა და ძაღლით იცნობაო.
• ოჯახის სული და გული ქალია.
• ოჯახის ურჩი გზას ვერ გაიკვლევსო.
• ოჯახის უფროსს ყველა ემორჩილებაო.
• ოჯახის უფროსის სიტყვას ემორჩილებიან და ანგარიშს უწევენო.
• ოჯახის ძლიერება ქალის ჭკუაზე და კაცის ჯიბეზე ჰკიდიაო.




90 • ოჯახის ძლიერება ყველა ჩვენგანის ერთობაზე ჰკიდიაო.
• ოჯახობა ვისიაო? ვინც მოუვლის, მისიაო.
• ოხვრა არის შვება უბედურისა.

• პაატავ, ბანი თქვი და ქუსლი მტკივა, ბატონოო.
• პავლემ უთხრა მაკრინესო _ შენი საქმე მაკვირვებსო.
• პანღური მეტკინება და არ მეწყინებაო.
• პაპავ გიყვარდა ძილიო _ დაწექ და დაიძინეო.
• პაპის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოჰკვეთა კბილი.
• პარასკევი ხუთშაბათზე წინ, ვის სმენია, ვის მოსწრიაო.
• პარკით პურს ნუ მომპარავ და გოგრით _ ღვინოსაო.
• პარტიები ერთმანეთთან ჭიდილს ვერ აუდიანო, ქვეყანა კი დარჩა
მარტო, ხმა ვერ ამოუღიაო.
• პატარა არის ბეწვი, მაგრამ კაცს გულს ურევსო.
• პატარა ეშმაკი დიდ ეშმაკს ატყუებდაო.
• პატარა ეშმაკმა, დიდი ეშმაკი აცდუნაო.
• პატარა ვიყავ, დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი და პატარისა მეშინიაო.
• პატარა კაცმა დიდი მთა გადაიარაო.
• პატარა კაციც ხედავს დიდ სიზმარსო.
• პატარა კაცსა გული ყელში ეაბჯინებაო.
• პატარა მელა დიდ მელას ატყუებდაო.
• პატარ-პატარაობითა _ პატარძალი დაორსულდა.
• პატარა სიტყვა ლაპარაკში გაიზრდებაო.
• პატარა ჭიაკოკონა ყველა ოჯახში ანთია.
• პატარძალი ბუოდაო, ისევ თვითონ სტყუოდაო.
• პატარძალი სტყუოდა, ისევ თვითონ ბზუოდა.
• პატარძალი სტყუოდა და დიდ მაყრებს უწყრებოდაო.
• პატარძალი უარს იყო, ღორის ხორცსა არა ვჭამო; რომ შეჭამეს,
გაიბუტა, წვენი მაინც გეჭმიათო.
• პატარძალმა დედამთილს მახათი აძგერა და, _ ვაი, ეს რა დამემართაო.
• პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, აქაოდა, ბაკი ბრუნდეაო.
• პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, ეზო მრუდეაო.
• პატარძალს ფაფის ჭამა უყვარდა და ქვაბის გარეცხვა არაო.
• პატივი თავს არ დაკარგავსო.




91
• პატივს ნურც ითხოვ და ნურც მოითხოვო.
• პატივს უთქვამს: ერთს ორად ვერ ვაქცევ, მაგრამ ერთს ისე გავხდი,
ოთხს დავამჯობინებო.
• პატივს უთქვამს: ერთს ათასად ვერ ვაქცევ, მაგრამ ერთს კი ათასს
დავამჯობინებო.
• პატივისცემა კარგი კაცისათვის პატივია და ავკაცისათვის _
პატიჟიო.
• პატივმოყვარეობა ანგარებასთანაა წილნაყარიო.
• პატივმოყვარეობა თავმოყვარეობასთან რა მოსატანიაო.
• პატიოსანი ძაღლი ქალს არ შეუყეფსო.
• პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქული.
• პატიოსან კაცს გაცვეთილი ჩოხა აცვიაო.
• პატრონი წანაღებსა ჩიოდა და მგელი _ დანაგდებსაო.
• პატრონმა როგორც გითხრას, ვირი ისე დააბიო.
• პატრონს _ გამარჯვებაში, მუშას _ მშვიდობაშიო.
• პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების.
• პაწა ძღვენო, სად მიხვალ? _ საიდანაც დიდს მოველიო.
• პენსიების მატებაო, მავანს არ ემეტებაო.
• პენსიონერს რაო? _ რაო, რაო, რაო.
• პეტრეს დააზომეს და პავლეს შეუკერესო.
• პილპილი თუ არ გიჭამია, პირი რად გეწვისო?
• პირდაუბანელი და _ ძმასაც არ ეჩვენებაო.
• პირველად იყო სიტყვა და, სიტყვა იგი, _ იყო ღმერთი.
• პირველ მასწავლებელს არავინ ივიწყებსო.
• პირველი ბედი ბედია, მეორე _ მოგონებაო, მესამე _ ვირზე შაჯდომა,
მეოთხე _ გაჭენებაო.
• პირველი სამოსახლო წყალიაო.
• პირველი ხელი ეშმაკისააო.
• პირველი პური კუტიაო.
• პირველობის მოტრფიალეს ქორწილში სიძეობა სურს, ჭირში _
მიცვალებულის ადგილიო.
• პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა?
• პირს, მუწუკიც მოერიდებაო.
• პირს პირისა რცხვენიაო.
• პირში _ დუმა, ყელში _ დანა.
• პირში მაქებარი ეშმაკის მოციქულიაო.
• პირის გამავსებელი, ძმაზე უკეთესიაო.
• პირობა კაცს ცოლს წაართმევს.
• პირობა კაცს _ ცოლს წაჰგვრისო.




92 • პურადი კაცი მამაცზე სამი გაფრენით მეტია.
• პურადი კაცის სასწორი, მუდამ წონაში მეტია.
• პურაძვირი თუ ერთი გამხიარულდა _ გულუხვსაც გადააჭარბებსო.
• პურაძვირი კაცის მარილი მეტი იხარჯებოდესო.
• პურაძვირას ერთი პურით მეტი ეხარჯებოდაო.
• პური ატენე ბერიძე, მაგ დამთვრალ ხევსურს ერიდე.
• პური და ღვინო _ გვალვისაო.
• პური და ღვინო სტუმარსა, წავა შინ მოაგონდება.
• პური და ღვინო ძველი სჯობს, ტანისამოსი _ ახალი.
• პური ვჭამე და წყალი ვსვი, ახლა მომეცა ხალისი.
• პური მეპურემ გამოაცხოსო.
• პური პურიჭამის შემდეგაც დაგჭირდებაო.
• პური ქართლისა, ღვინო _ კახისა, ყველი _ თუშისა, ერბო _
ფშავისა.
• პურს რომ გთხოვენ ქვას ნუ მისცემო.
• პურს ქადაში ვერ არჩევსო.
• პურისმცხობელის მოსამსახურე და ძაღლი მშივრები დარჩებიანო.
• პურისჭამის დროს ძაღლიც გაჩუმდებაო.
• პურისჭამის დროს ძაღლსაც არ გალახავენო.
• პურმა თქვა: მე პირს არ ვძებნი, თუ თვითონ არ მომძებნაო.
• პურმარილი, ბატონსაც კი, დამიჯერე, ყმად გახდისო.
• პურმარილის დასწავლა ქვამაც კი იცისო.
• პურმარილის დასწავლა ძაღლმაც იცისო.
• პურმარილის შენახვა ქვამაც იცისო.
• პურმარილს ნურც ფეხს ამოჰკრავ და ნურც გაექცევიო.
• პურს რომ გთხოვენ, ქვას ნუ მისცემო.
• პწკენა-პწკენაში პატარძალი დაორსულდაო.

• ჟამისა შეყრა სჯობია, ავის ცოლ-ქმარის შეყრასა.
• ჟამიანობამ სოფელი გადაიყოლაო.
• ჟანგი რკინას ჭამს, კაცის გულს _ დარდიო.
• ჟანგი რკინას ჭამს და დადარდი _ გულსაო.
• ჟანგმა თქვა: ვიდრე რკინას შევჭამდი, დარდმა გული ათასჯერ
შემიჭამაო.
• ჟინი თუ გაქვს ცხოვრებისა, კვალს დატოვებ ქონებისას.
• ჟინი საქმეშია კარგიო.
• ჟინი სხვაა, ჯინი სხვაა.
• ჟინი და მაძიებლობა წარმატების საწინდარიაო.




93
• ჯინი დაუოკებელია კარგი, არც შენ მოგასვენებს და არც საქმეს
რამეს დააკლებსო.
• ჯინიანი კაცი ცხოვრებაში ბევრს წააგებსო.
• ჟინიანობა და ჯინიანობა _ სულ სხვადასხვა რამ არისო.

• რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა იხმოს
მკურნალი და მაჯასისა შემტყობარი.
• რა გზასაც დავადექი, ხალხიც ისეთი შემხვდაო.
• რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ურჩევნია სხვისა.
• რა დამიდე ხელზედაო, რა წაგისვა წვერზედაო?
• რა დროს ძილია, ჭაბუკო, მტერი კარზეა მომდგარი.
• რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს.
• რა ვქნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი.
• რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
• რა ზღვას დავუხრჩვივარ და რა ცვარსაო.
• რა თვალიც მატყუებს, ის თვალიმც დაივსოსო.
• რა კაცსა საკერებელი ჰქონდეს, ღარიბი არ ეთქმოდესო.
• რა მათხოვრის ჯოხივით მომადექიო.
• რა მკვდარი, რა შინმოუსვლელიო.
• რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლიც მაშინ დაიქცევა.
• რა საჭიროა ჭოგრიტი, როცა სოფელი ახლოა.
• რა ტოტზეც ზის, იმას სჭრისო.
• რა ურემიც შეშას ვერ მოიტანს, შეშად იქცევაო.
• რა ქვეყანაშიც მიხვიდე, იმ ქვეყნის ქუდი დაიხურეო.
• რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული.
• რა ჯიღაც მშობლებს დაადგი, იმას დაგადგამს შვილიო.
• რა ჰქნას კარგმა მენარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა.
• რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
• რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არც გამზრდელსა, არცა ზრდილსა.
• რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო?
• რად მინდა, ქვეყნის დასაცინი თავი მებასო.
• რად უნდა ეხვეწებოდეს ბიჭი რეგვენსა ქალსაო, წყეული არი დიაცი,
გაიზვიადებს თავსაო.
• რადგან ჯიბეში ფული მაქვს ბევრი, მონაა ჩემი დათვიც და ბელიც.
• რად მინდა ოქროს საკანი, შიგ სისხლი ჩამოდიოდეს.
• რამაც გაგაჩინა, იმან დაგარჩინაო.




94 • რამ გაგამწარა, ბედშავო, რად მტრობ ალალს და ბრძენსაო.
• რამდენია ალიანსი, პარტია და ქარტიაო, რომელია ხალხისა და
ქვეყნისათვის ვარგიაო?
• რამდენი ვირიც ვიყიდე, ყველა ყროყინა გამომადგაო.
• რამდენიც დედას გავარდა, იმდენი ნახირს შემატდაო.
• რამდენიც ქოთანიო, იმდენიც სარქველიო.
• რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოვედ წვიმადა?
• რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა.
• რას მატყუებ, სარქისაო, აგრემც ღმერთი გაგზრდისაო.
• რას მოიწყინე სტუმარო, დღესა წვიმს, ხვალე დარია.
• რას სწყრები, რატომ ბუზღუნობ, იმ უყმო ბატონივითა.
• რას ფიქრობ, წინ-წინ ნუ იტყვი, საქმემან გამოგაჩინოს.
• რასაც ააგრიალებო, იმას ჩააგრიალებო.
• რასაც ავი ქალი გასწევს, იმას უღელი ხარ-კამეჩიც ვერ მოერევაო.
• რასაც ბატონი იკადრებს, გლეხს არ დაესიზმრებაო.
• რასაც გაასესხებ, იმას ჩაისესხებო.
• რასაც დასთეს, იმასვე მოიმკიო.
• რასაც ეძებდე, იმას ჰპოვებდეო.
• რასაც ვერ შესწვდები, ნუღა შეეპოტინებიო.
• რასაც ვირი აიკიდებს ტვირთად, მისი როდიაო.
• რასაც ვირი ეწეოდა, ორ იმდენს _ ვირის პატრონიო.
• რასაც კბილს დაადგამენ, ვეღარ იხარებსო.
• რასაც რომ კაცი თავს უზამს, მტერი არ მოეკიდება.
• რასაც მოიგებ, ბოლოს გაიგებ.
• რასაც მოიგებ, იმასაც ვნახავო.
• რასაც რომ თვალი დაადგეს, წელში ვერ გაიმართაო.
• რასაც რომ სხვისთვის იმეტებ, თავად შენ გადაგხდებაო.
• რასაც კბილი ჩემი არ მოხვედრია _ არც მუცელი, ჩემი, გაუძღიაო.
• რასაც ჩაუთქვამ სხვისთვისო, იმას მიიღებ წყვილ-წყვილსო.
• რასაც ჩემი ხელი არ მოხვდა, არაფერი გამომივიდაო.
• რასაც ხელზე დამისხამო _ წვერზეც იმას წაგისვამო.
• რასაცა გასცემ შენია, რას არა _ დაკარგულია.
• რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
• რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი, მე მაფიქრებს საქართველოს
ბედი.
• რაც ალხანა, ის ჩალხანა.
• რაც არა გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
• რაც არ გერგება, არ შეგერგება.




95
• რაც არ ეცვა მამაშენსა, ნურც შენ დახევ მარმაშებსა.
• რაც არა ვშობე _ შვილი არ იყო, რაც არ გავზარდე _ ყმაო.
• რაც არ გეგონოს, იგი მოხდებოდესო.
• რაც არ დაწვა, არ ადგაო.
• რაც არ მიხდება, არ წამიხდებაო.
• რაც არ დაიბადება, არც კვდებაო.
• რაც არ უნდა გონჯი იყოს, სხვისი ცოლი ლამაზია.
• რაც არ უნდა მინდისაო, ყურში მძიმედ მისდისაო.
• რაც გტკენს, ის მოგარჩენსო.
• რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდესო.
• რაც გინდა მომეც, რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო!
• რაც დედამთილი, ის რძალიო!
• რაც რომ თხამ უქნა თრიმლსაო, ის თრიმლმა უქნა თხის ტყავსო.
• რაც ითქმოდესო, ქარს მიჰქონდესო.
• რაც იბადება, კვდება კიდევაცო.
• რაც იყო, ვნახეთ, რაც იქნება _ ვნახავთ.
• რაც ვნახე, ვეღარა ვნახავ, რაც უნდა ვნახო _ აღარ მაინტერესებსო.
• რაც კაცს ეჯავრება, ის ღორს ეამება.
• რაც მგელმა ცხვარს დააკლო, დააკლო, რაც არა და მწყემსმა უარესი
უყოო.
• რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
• რაც მოსასვლელია, ისედაც მოვაო.
• რაც მოხდეს, სოფელს გადახდეს.
• რაც სახელია _ სახრავი არ არის.
• რაც სელის დათესვაზე ითქვა, ის ითქვა მოგლეჯაზეცო.
• რაც უნდა ჰქნას თვალმაო _ წარბს ზევით ვერ წავაო.
• რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები.
• რაც უფრო ჩქარობ, მით უფრო გაგვიანდებოდესო.
• რაც შევჭამე, ის შემრჩაო, რაც არა და ის დამრჩაო.
• რაც შენთვის არ გსურს, სხვასაც ნუ უსურვებო.
• რაც შენის ყურით არა გსმენია, იმას ნურც იტყვი და ნურც გრცხვენია.
• რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსა.
• რაც ცოლს არ უყვარს, ქმარი თავის დღეში ვერ შეჭამსო.
• რაცა ვის-რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს.
• რაცა ვჭამე ძველადაო, ჩამიშხამეს ხელადაო.
• რბილად დამიგეს, ხმელად მეძინაო.
• რგვა და მოყვანა ხილნარს აშენებს, შვილების დაზრდა _ ოჯახს




96 ამშვენებს.
• რეგვენი ბრძენზე ბრძენია, თუკი ის გამოცდილია.
• რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსა.
• რეგვენ კაცს ჭკუა თვალში აქვს და არა თავშიო.
• რეგვენმა შვილი მოჰკლა, დაჯდა თვითონვე იტირაო.
• რეგვენს _ ნაჩუქარი მუქთა ეგონაო.
• რეგვენს რამე ასწავლოო _ კედელს ცერცვი აყაროო.
• რთველში ძაღლსაც მოხდიან კონკილასაო.
• რისი ცნობაც არ იყოო, მისი ფასიც არ იყოო.
• რკინა იწრთობა ცეცხლითა, კაცი კი _ გაჭირვებითა.
• რკინა რკინით დაიჭრება, კაცი _ კაცითაო.
• რკინა რკინობას ცეცხლში ვერ იზამსო.
• რკინას ჟანგი სჭამს, კაცის გულს _ დარდიო.
• რკინას ცეცხლი აწრთობს, ადამიანს _ განსაცდელიო.
• როგორაც მოხვალ სვინაო, ისევე წახვალ შინაო.
• როგორიც ალაგიო, ისეთი ჯალაბიო.
• როგორიც არის ქარხანა, ისეთივეა თარხანა.
• როგორიც ერიო, ისეთიც ბერიო.
• როგორიც ბერიო, ისეთიც ერიო.
• როგორიც ტყე იყო, ისეთი ნადირი გამოვიდა.
• როგორც ამიტაშტაშდები, ისე დაგითამაშდები.
• როგორც დაიგებ, ისეც მოისვენებო.
• როგორც დამიკრავ ფანდურსა, ისე დავუვლი დავლურსა.
• როგორც დამიკრავ ფანდურსა, მეც ისე დაგიროკდები.
• როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო.
• როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო.
• როგორც დაიწყო, ისე დაამთავრაო.
• როგორც ვიგემე, ისე ვიგვემეო.
• როგორც ვიყიდე, ისე გავყიდეო.
• როგორც ვყიდულობ, ისე ვყიდიო.
• როგორც თვალი შორსაო, ისე გულიც შორსაო.
• როგორც მოვა ტარიელი, ისე წავა ცარიელი.
• როგორც მომყიდეს, ისე ვყიდიო.
• როგორც პატრონმა გიბრძანოს, ვირი ისე დააბიო.
• როგორც ყველაფერი არ იჭმება, ისე ყველაფერი არ ითქმება.
• როგორც ქუხს ისე არ წვიმსო.
• როგორც შეიძლო, შენს მეფეს ისე ეღაღადეო.
• როდემდე უნდა ღაფავდეს მოსახლეობა სულსაო? პასუხად: _
გაზაფხულდება, ტყე გამოისხამს ფულსაო.




97
• როკის გვირაბს რუსი თხრიდა, სამხრეთიდან _ ქართველიც, ახლა
რუსთან ოსიც ბუქნავს ოკუპანტის სახელით.
• რომ მოკვდე, სულ ცოტა, უნდა დაიბადო.
• რომელი თითიც არ უნდა მოვიჭრა, სუყველა ერთნაირად მეტკინებაო.
• რომელი მგელიც არ შემჭამს _ დიდხანს იცოცხლოსო.
• რომელი გოჯი, მტკაველი, ბლომად წაიღო რუსმაო, არ დავთმოთ
დაუთმობელი, მიწაა, განა ხურმაო.
• რომელი მორევიც დამახრჩობს, ყველასთვის ზღვა დამირქმევიაო.
• რომელი ძაღლიც არა ჰკბენს, შორიდან იყეფებაო.
• რომელ თვალმაც მოგატყუოს, მოითხარე, გადააგდე.
• რომელ წყალშიც ცურავ, ის წყალი სვიო.
• როსტომ თქვა: ერთი არა სჯობს ამ ჩემსა მოგონებასა; ერთხელ
სიკვდილი სჯობია, სულ მუდამ დაღონებასა.
• როსტომ თქვა: სიბერკაცითა სიტყვა სათქმელად გაჭირდა, ჯაჭვის
პერანგი გავცვითე, ახლის აღება გაჭირდა.
• როცა ამდენი დროშა ფრიალებს, შენ რა ჯანდაბა განაღვლიანებს.
• როცა არის თხა _ მგელიც არისო.
• როცა გსურდა, მახარეო, სიხარული გახარეო.
• როცა გშია ზაქარია, ხმელა ჭადი შაქარიაო.
• როცა დავკაცდი _ ჭკვას მაშინ ავცდი.
• როცა დიდი ქრისტიანი არად აგდებს პატარასო, ღმერთი მაღლით
გაუწყრება, რისხვად შეცვლის წყალობასო.
• როცა ვნახავ ალოსაო, მაშინ გავლეწ კალოსაო.
• როცა ომია, ძამია, რა დროს ლამაზი ქალია.
• როცა ორნი სჯულს განუდგებიან, ერთი სულს განუდგებაო.
• როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.
• როცა კარგი ფუჭდება, ძალზე ცუდი ქუჩდება.
• როცა პური არ არის, ეს თხა მგლისთვის პურიაო.
• როცა ქვეყანაში ცოდვა-მადლის გარჩევა ჭირს, პატიოსნებას ყველა
გზა ეკეტებაო.
• როცა შვილი მამას უსმენს, მისი რაში ცაში რბისო.
• როცა ჩაკრა ცულმა ქვასა, მაშინ მიხვდა გულისხმასა.
• როცა ცოდნით ავსრულდებით, სიტკბოებით დავსრულდებით.
• როცა ძვალი არა გაქვს, ძაღლს ჯოხი მიუგდეო.
• როცა ჯოხი არა გაქვს, ძაღლს ლუკმა გადაუგდეო.
• რუსია თუ თათარია, ომში ყველა მართალია.
• რუსი ოსთან ერთად ცრუობს, თვალში ნაცარს გვაყრიანო, ქართლ-
ში ოსეთს ამკვიდრებენ, ალანიას ადრიანო.
• რუსმა მთლად აიწყვიტა და ბაბაია როდემდის უნდა ვეძახოთო?




98 • რუსმა ქართველს უნდა უძმოს, სხვა გზა არსით არ არისო.
• რუსის ტანკით კოკოითი ცხინვალს გამოჯეჯილდაო, ალანია
დაავიწყდა, ისე გამოდებილდაო.
• რუსის დუმა საკუთარი ქვეყნისთვისაც ბარგიაო.
• რუსის ჩექმა მძიმე არის, უხეში და უჯიშოო.
• რძალსა და დედამთილს შუა _ ჩურჩხელა დაიკარგაო.
• რძალ-დედამთილის ჯიბრითა სახლი აივსო წვირითა.
• რძალზე იტყვის დედამთილი: ვაი მე და სხვაი მეო.
• რძით შეშინებული, დოს უბერავდაო.
• რძით ჩაწვეთებული ხასიათი სულთან ერთად ამოხდებაო.
• რწყილს დააწვენს და აქლემს აშობინებსო.
• რწყილს ნესტარი დაარტყეს და, _ ჭირადაც ეყო და ლხინადაცო.

• საამო არის საცქერლად, დიაცის უბესავითა.
• სააქაოში სიკვდილი საიქიოში დაბადებას ნიშნავსო.
• სააქაოში დაბადებული სხეული საიქიოში კვდება.
• საბრალოა მხოლოდ სული ობოლი, ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს
მან ტოლი.
• საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს.
• საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად.
• საბრალოს ერთი ფრჩხილი ჰქონდა, ისიც წავარდაო.
• საბუდრით ამოღებული კვერცხი სჯობს ნაყიდსაო.
• საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიხურეო.
• საბელი გრძელი ჯობია და ენა _ მოკლეო.
• საბძელი რომ გეწვოდეს, ხელები მაინც გაითბეო.
• საგონებელო წლისაო, საქმევ ერთი წამისაო.
• სად არის მეძნეურები, დაიწვა ხელეურები.
• სად დავკარ და სად გასკდაო.
• სად ვესროლე და სად მოხვდაო.
• სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა.
• სადაური სად მოსრულვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი.
• სადა ხარ, ღობევ დაბალო, გადავყვე გადავიარო.
• სადაც კვამლი მაღალიო, მეც იმისი მაყარიო.
• სადაც შენი დაიკვეხო, იქაც ჩემი თქვიო.
• სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი.
• სადაც არ იყოს _ ცოტაც კმარიყოს.




99
• სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს.
• სადაც ბაღი არ იყო, იქ მაყვლის ბარდი თავს _ ბაღს ეძახდაო.
• სადაც გავა გავაო, თეძოც გავად გავაო, სადაც აღარ გავაო, აღარც
გავა გავაო.
• სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო.
• სადაც ერდო მაღალია, ეგ იმათი მაყარია.
• სადაც კი ძალა კარიდან შევა, იქ სამართალი ერდოდან გავა.
• სადაც კუდი თავია, იქ თავი _ კუდიაო.
• სადაც მზე არ შედის, იქ ექიმი შედისო.
• სადაც მინახავს წისქვილი _ წყალზედ მინახავსო.
• სადაც მჭამს _ იქ არა მფხანს, სადაც მფხანს _ იქ არა მჭამსო.
• სადაც ოქრო იჭრება, ფასიც იქა ძევსო.
• სადაც სიკვდილი გიწერვის, ფეხნიც იქ მიგიყვანენო.
• სადაც სინდისია, იქ პატიოსანი სიტყვაც კმარა, სადაც არა _ იქ
ფიციც ზედმეტიაო.
• სადაც სიყვარული არ არის, იქ არც სიხარულიაო.
• სადაც სიხარულია, იქ მწუხარებაცააო.
• სადაც სოფლის ნახირიო, იქაც ბებრის ხბოო.
• სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე სდუმსო.
• სადაც ფული ძალად ფულობს, ეკალ-ბარდი თაიგულობს.
• სადაც ყოჩის თავი გავა, ყოჩის ტანიც გაეტევაო.
• სადაც შენა ხნავ, იქ მე არ ვთესავო.
• სადაც შევარდენი ბუდობს, იქ მწყერი ვერ გაიხარებსო.
• სადაც ჩიტი გაიზრდება, მისი ბაღდადიც იქ არისო.
• სადაც ძალა ძალით შევა, სამართალი ბანით ავა.
• სადაც წაველ, სულ თან წამყვა, ჩემი ძველი სახელიო.
• სადაც წახვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო.
• სადილს უკან ხილობაო _ არის გვარიშვილობაო.
• საერთო ჭირი _ საერთო ლხინიაო.
• სავაგლახოზე აიღე, სატიალოზე დააგდეო.
• სავსე კოკა ისევ წყალზე ტყდებაო.
• სავსე ქვევრს ბამბიქულასაც არ დაახლიანო.
• საზიარო _ საზიანოო.
• საზიარო _ სატიალოო.
• საზიარო ყანა მწყემსმა შეჭამაო.
• საზიარო ყანა ჩიტებს მოუჭამიათო.
• სათვალავში _ რვანიო და ნახევარი _ ბრმანიო.
• საიდან სადაო, წმიდაო საბაო.
• საიდუმლო _ ორშიო; თუ მესამე მიემატა, საიდუმლო _ ერშიო!




100 • საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი.
• საიქიოს ერთად წავალთ ცოლიანი და უცოლო.
• საიქიოში დაბადებული სხეული სააქაოში კვდებაო.
• საკოცნელი პირი საგინებელი გავიხადეო.
• საკუთარ სიღატაკეზე მდიდარი დამაჯერებლად მსჯელობდაო.
• საკუთარმა წარმოსახვამ არ გაცდუნოს, მერე გვიან იქნებაო.
• სალამი დასწრებაზე უნდა იყოსო.
• სალამი მტერსაც არ დაეკავებაო.
• სალამი ღვთისაა.
• სალამთან ერთად, მოკეთეს, ღიმილიც მიაგებეო.
• სამამულო საქმეები კლავაც ზევით გაირჩაო, პენსიები ამჯერდაც
საჯილდავ ქვად არ იქცაო.
• სამართალი მკვლელსა სჯის და არა გიჟს ან ჭკვიანსაო.
• სამართალი ფეხით დადისო.
• სამართალმა პური ჭამაო.
• სამართლით ამოთხრილი თვალი არ მეტკინებაო.
• სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო.
• სამგორზე სამი ბებერი ვერ ეტეოდაო.
• სამეფოს მტერი ვერ დასძლევს, თუ მეფის სახლი მშვიდია.
• სამი სახარება _ მუდამ გახარება.
• სამ დღემდის სამმა იცის, სამ დღის იქით _ თემმაო.
• სამოთხეს ლასტის კარი აქვს, ჯოჯოხეთს _ ოქროსიო.
• სამოთხეში არ მიშვებდნენ, ჯოჯოხეთში _ ხელს მიქნევდნენო.
• სამოთხის გზაზე დამდგარ ცხვარს დუმა ამძიმებსო.
• სამოთხის მონატრულსა ჯოჯოხეთშიც არ უშვებდნენო.
• სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს _ დედ-მამაო.
• სამშობლოა, გულს რომ მტკენს და გამუდმებით ტანში მზარავს.
• სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა.
• სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა, ორივ ტკბილია,
ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა.
• სამშობლო მტკივა, სულით ხორცამდე მძრავს და მარყევს, მთლად
მაზანზარებს.
• სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა.
• სამშობლო რომ შორსა გქონდეს, თავის ქებას რა უნდაო.
• სამშობლო ღმერთის საჩუქარია.
• სამშობლო ჩემი _ ტკივილი ჩემი.
• სამშობლოს არ ეღალატებისო.
• სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვეს ნურვინ შეგვეცილება, თორემ
ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება.




101
• სამშობლოს უჭირს, შენ გილხინს, ეს რა და როგორ არიო?
• სამძიმარზე მისულს სახე არ უნდა უცინოდესო.
• სამწყსოს უმწყემსოდ მავალსა, შესჭამს ტურა და მგელიო.
• სამჭედლო გადაიწვაო და რაც იმას ბერვა ჰქონდა, ან აქამდე როგორ
გაძლოო.
• სამხარი სად ვჭამო და _ ბრიყვთანაო; ვახშამიო? _ თუ ვერ გაიგოს,
ისიც იქა ჭამეო.
• სანამდის გავძლებ, ვისროლი, მერე წყალგაღმა გავალო.
• სანამდის ღმერთი მწყალობდა, ცხრა დიაკვანი მყვარობდაო.
• სანამდის წვერი გაქვს, ულვაშს ხელს ნუ ახლებო.
• სანამ თონე ცხელია, ლავაში ჩააკარიო.
• სანამ მქონდა ფულები, ვჭამე მოხრაკულები; აღარა მაქვს ფულები
_ ჩამოვყარე ყურები.
• სანამ დანა მოიტანეს, ენამ თავი მოსჭრაო.
• სანამ მღვდელი ჩაიცვამს, ცაც შეიმოსება და სანამ გაიხდის _ გადაიყრისო.
• სანამ მწარეს არ შეჭამ, ტკბილს გემოს ვერ გაუგებო.
• სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო.
• სანამ ქვაი მოჯდებაო, ჩემი ფეტვიც მორჩებაო.
• სანამ ყმაწვილი არ იტირებს, ძუძუს არ მოაწოვებენო.
• სანამ შეხვიდოდე, გამოსვლაზე იფიქრეო.
• სანამ წკნელი პატარაა, მანამ უნდა მოიგრიხოს, თორემ გაიზრდება
და გვიანი იქნებაო.
• სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, ცეტმა გადავლო მთანია.
• სანამ ჭკვიანი მოიფიქრებდა, გიჟმა შვილი დაასახლა კიდეცაო.
• სანამ ხმალი მოვიდოდა, ენამ თავი მოჰკვეთაო.
• სანახევრო მამული ან მგელსა, ან მგლის შვილსაო.
• სანთელი თავის ქვეშ არ გაინათებსო.
• სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავსო.
• სანთლად დაგეღვენთეო.
• საოხროდან იღებსო და სატიალოს ადებსო.
• სანაგვეზე ვარდიც ამოვაო.
• საპონი ვარცლის თავზე დადე და სარეცხი თავად გამოჩნდებაო.
• სარჩული სჯობს საპირესო.
• სასაფლაოდან მკვდარი აღარ გამობრუნდებაო.
• სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს და საბრალოა, როს
ჭაბუკი ბერიკაცობდეს.
• სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ.
• სასწორის სისწორე ამწონავზე ჰკიდიაო.




102 • სასწორ-სამართალს ღმერთი უყურებსო.
• სასჯელისგან მკვლელის დახსნა ცუდად მოგიბრუნდებათო.
• სატირალში მეზობელმა თავი შეირცხვინაო.
• სატკივარს გაძლება უნდაო.
• საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს.
• საუბარ-საუბარიო, ეს დღე არ მოიპაროო.
• საფლავი კაცმა არ უნდა დაკარგოსო.
• საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის.
• საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს
ენავ.
• საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერ-
თების ენავ.
• საქებარს მაქებარი რომ არ ჰყავდეს, უქებარი დარჩებოდაო.
• საქმე ლაქლაქით არ კეთდებაო.
• საქმე არ ჰქონდეს ხუროსა, დაჯდეს და ურახუნოსა.
• საქონელი პატრონს ემგვანებაო.
• საქონელმა თქვა: ერთი გვერდი ხომ დამილპე, მეორეზე გადამდევი,
_ მაინც გავიყიდებიო.
• საქონელმა თქვა: ღმერთო, პატრონი მომეცი, მოხმარება შეეძლოსო.
• საქონელს თვალი სჭამსო.
• საქონლის ღმერთი კაციაო.
• საყდრის კარი ღია იყო, ძაღლს ნამუსი არ ჰქონდაო.
• საყვარელი ძმა ღმერთმა გველსაც და მტერსაც ნუ მოაკლოსო.
• საყვედურით სავსე მზერას, მკვლელი ვერსად წაუვაო.
• საშოვარი კარგია და ნაშოვარი _ ძვირფასიო.
• საჩუქარი ბრიყვს გაუხარდებაო.
• საცა არა არის-რა, იქ არც არა ტყდება და არც არა იღვრებაო.
• საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა, მამაცისასა.
• საცრის მთხოვნელმა _ სადილს მოუცადაო.
• საციქველი ვის დაუბრუნდებაო.
• საცხონებლად წასული, წაწყმედილი დაბრუნდაო.
• საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა
და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
• საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია, ძველი წესია
სოფლისა, არ ახლად მოსასმენია.
• საწყალ კაცს ქვა აღმართში მოეწიაო.
• საწყალი კატა ჩიოდა: ვაიმე თეძო, გვერდიო, ქალებმა ერბო
შეჭამეს, მე მომხვდა ბევრზე ბევრიო.
• საწყალი კაცის გაჩენაში ღმერთი არ ურევიაო.




103
• საწყალი კაცის დღესაო, არ დაელევა კვნესაო.
• საწყალსა კაცსა ვინ მისცემს აღების ღამეს ღვინოსა; მჭადი ჭამოს
და წყალი სვას, დაწვეს და დაიძინოსა.
• საჭმელი ერთის დღისაო, სახელი ასის წლისაო.
• სახელი ჩვენი და სახრავი სხვისიო.
• სახელი მგლისა, სახრავი მღვდლისაო.
• სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო.
• სახელი სჯობს ქონებასა და უფლება _ მონობასა.
• სახელი ჩემია, სახრავი _ სხვისი.
• სახით _ მღვდელი, საქმით _ მგელი.
• სახლი ააგო და სახლი გადააგოო.
• სახლი ვისაც არ აუშენებია, ნაგებობა მიწიდან ამოსული ჰგონიაო.
• სახლი სახურავად ღირსო.
• სახლს ისიც მიემატება, ფოთოლი რომ მიიტანოო.
• სახლში გამოწყობილი საქმე მთაში არ გამოდგებაო.
• სახლში მიტანილი სიპი ქვაც კარგიაო.
• სახლში რომ ბავშვი ტიროდეს, გარეთ რა უნდა ნანასო.
• სახლში დაბარებული, გარეთ არ გამოდგებაო.
• სახლში ჯდომით საქმე არ გაკეთდებაო.
• სახრე სამოთხიდან არის გამოსულიო.
• სახრე ტყისა, ხარი სხვისა, დაჰკარ და გააწევინეო.
• სახრე ღმერთს დაულოცნიაო.
• სესიავ, შენი ნაცვლობა მეხრეობაზე ჩამოხტაო.
• სვავი კისერზე მოიზომავს და ძვალს ისე გადაყლაპავსო.
• სვავმა ძვალი გაზომა და ისე გადაყლაპაო.
• სვავს რომ მონელება არ შეეძლოს, არ გადაყლაპავდაო.
• სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით!
• სველი ენა რას არ იტყვისო!
• სვინავ, შენი თავი სხვას მირჩევნის, ჩემი კიდევ _ შენსასაო.
• სვინტრი მოდის, მოიძახის _ მე ვარ შენი წამალიო.
• სვინდისს კბილები არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცისო.
• სიბერემდის _ სიქაჩლე გეწეროსო.
• სიბერემდე _ სიქაჩლეო.
• სიბერე როსტომსაც კი მოჰრევიაო.
• სიბერე სიკვდილის მიმწუხრიაო.
• სიბერეს სირეგვნემდე მიჰყავს კაციო.
• სიბერემორეული ბალღს ემსგავსებაო.
• სიბერე ძნელი ყოფილა, სიპ ქვასაც შეეწონება..
• სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა, უთოფოდ და უტყვიოთა.




104 • სიბრძნე ფულს კი არა, წლებს მოაქვთო.
• სიბრძნე ყოველთვის სიტყვაძვირიაო.
• სიბრძნე, ჭკუა და გონება ქვეყნად ედემის ბაღია.
• სიბრძნეს ვერ გადასწონის რაგინდა-რა ბეგარა.
• სიგარეტს, წამალს ზურგი ვაქციოთ, ცხოვრება ლხინად გადავაქციოთ.
• სიდედრი სიძეს რომ განუდგება, ნადირი გაექცევაო.
• სიზარმაცე ბოროტების დედააო.
• სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო.
• სიზარმაცე ჩვენზე ადრეა დაბადებულიო.
• სიზარმაცემ კაცი მოკლა, კერა გაანადგურაო.
• სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევსო.
• სიზმარი გორისოდენა, გადავა _ ჩალისოდენა.
• სიზმარში ნაცად-ნანახი, ცხადში რა მოსახმარია.
• სიკეთე ისეთი რამ არის, რასაც ადამიანი ვერასოდეს შეიგრძნობს
და დაფასებაზე ლაპარაკი ხომ სულ ზედმეტიაო.
• სიკეთე მზის შუქსა ჰგავს _ ანათებს და ათბობსო.
• სიკეთეს რომ სატევარი დაეძგერება, იქ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარიც
იშლება და იმედის ნაპერწკალიც ქრებაო.
• სიკეთეს შეგნებით ვინც ზურგი უქცია, _ ცხოვრებამ გაწირა, კერა
დაუქცია.
• სიკეთეს ძაღლიც არ დაივიწყებსო.
• სიკეთის ქმნა, მარიაო, გოლგოთის გზის დარიაო.
• სიკეთის ფასი არაფერია, ამქვეყნად.
• სიკეთისათვის კეთილი არ დაგელევაო.
• სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა.
• სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა, რა
მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა.
• სიკვდილი და სიღარიბე, ორნივ ერთად მოდიოდნენ, შევხედე და
შემეშინდა, სიკვდილს სიღარიბე სჯობდა.
• სიკვდილი ისეთი აქლემია, ყველა ოჯახთან რომ დაიჩოქებსო.
• სიკვდილი სიცოცხლის უძლიერესი არგუმენტიაო.
• სიკვდილი ყურს უკან გვაქვსო.
• სიკვდილმა თქვა: ისე არავინ მოკვდა, რომ ბრალი მე არ დამდონო.
• სიკვდილმა თქვა: კაცი ისე ვერ მოვკალ, რომ რაიმე მიზეზი არა
თქვანო.
• სიკვდილმა თქვა: მოგკლავო და მჯერა შენი ჭკუიდანო.
• სიკვდილმა ჩამოიარა, ვაი, ერთის პატრონსაო.
• სიკვდილს გინდ მტერებიყავი და გინდ ფერებიყავიო.




105
• სიკვდილს ვაძლიე ქრთამები, თუკი რამ მებადებოდა, არ დაიჯერა,
მე მომკლა, არ ვი რას მემართლებოდა.
• სიკვდილს მამაცი კაცი უნდაო.
• სიკვდილს სად დაემალებიო.
• სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა.
• სიკვდილის მეტს ყველაფერს ეშველებაო.
• სიკვდილის შემდეგ სინანული არც არის და არც ყოფილაო.
• სიკვდილ-სიცოცხლე ამხანაგები არიანო.
• სიკვდილ-სიცოცხლე ძმები არიანო.
• სიკვდილ-სიცოცხლე რამ გაყოო?
• სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილმა ქვეყნები შეიწირაო.
• სილამაზეს მოხმარება უნდაო.
• სილამაზეს რა ჭკუა აქვსო.
• სიმართლე დახეული ჩოხით დადისო.
• სიმართლე რომ ზღვას მიუგდო, მაინც არ იკარგებაო.
• სიმართლე კაცს არ დაეკარგებაო.
• სიმართლე მზეზე უფრო ნათელიაო.
• სიმართლე ოქროზე ძვირად ფასობსო.
• სიმართლე შვილიშვილამდისო.
• სიმართლე დიდი ძალააო.
• სიმართლეს დიდი ძალა აქვს.
• სიმართლეს, ჭკვიანი კაცი, საკუთარ თავშიც ეძებს და სხვაშიც.
• სიმართლესთან წილნაყარი, სამართალი მაღალია.
• სიმართლისათვის მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო.
• სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო.
• სიმართლის მკარგველი კაცი, სიცოცხლეს იდღემოკლებსო.
• სიმართლის ნერგი იხარებს, დარგე თუნდ სიპსა ქვაზედა.
• სიმართლის სამსახური სამართალს აძლიერებსო.
• სიმართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო.
• სიმდიდრე წყალია: მოვიდა, წავიდა.
• სიმდიდრის მქონე მაძღარი ვერა ვნახე და სიმართლისა _ მშიერიო.
• სიმინდი თოხის შვილიაო.
• სიმინდი რომ შემოაკლდებათ, ძმები მაშინ გაიყოფიანო.
• სიმინდის ქურდს _ ტომარა აუწიე, ღვინის ქურდს _ თავი
წააგდებინეო.
• სიმონაო, სიმონაო, გარს _ კარგო და შინ _ მონაო.
• სიმღერას ბანი ამშვენებს, წალკოტსა _ ვაშლი წითელი.
• სიმწარე თუ თავზე არ გაყრია, სიტკბოება ფრჩხილსაც ვერ დაგიფარავსო.




106 • სინანული იგივე თვითგვემაა.
• სინანული მაგრძნობინე _ მოგიტევებ, გაპატიებ.
• სინანული შვებას მოგგვრის, ყოფას გაგიადვილებსო.
• სინდისი არც ტლანქი უნდა იყოს და არც ზედმეტად მგრძნობიარეო.
• სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო.
• სინდისიც კაი საქონელიაო.
• სირცხვილი მოგადგა, სიკვდილი განატრაო.
• სირცხვილი სიკვდილიაო.
• სირცხვილიც დიდი კომბალია.
• სისხლი სისხლით არ განიბანება.
• სისხლს დაღვრის უბრალოთასა, აჰყვება ვინ შესმენასა.
• სიტკბო-სიმწარით ნაგები, საიქიომდე გაგყვება.
• სიტყვა ადვილია, ქმნა კი _ ძნელი.
• სიტყვა _ ბარაქიანიო, საქმე _ ტალახიანიო.
• სიტყვა ვერცხლია, დუმილი _ ოქრო.
• სიტყვა და აზრი ადამიანივით ძველდებაო.
• სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, სიტყვა საქმით დაფასდების.
• სიტყვა ქარია.
• სიტყვა ჩიტსა ჰგავს: ენაზე თუ წამოგაჯდა, მაშინვე გაგიფრინდებაო.
• სიტყვა _ ჭკვიანი, საქმე _ ჭიანი.
• სიტყვას ბაჟი არ ადევსო.
• სიტყვას დაკვირვება უნდაო.
• სიტყვას ვერ დაეწევიო.
• სიტყვის თქმა რიგით არისო.
• სიტყვის თქმა რომ გინდოდეს, ჯერ გამგონი გასინჯეო.
• სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.
• სიღარიბეზე მოწუწუნე მდიდარი ღარიბმა შეიკედლაო.
• სიღარიბემ ფარჩა-ატლასი მაცვეთინაო.
• სიღარიბემ ფარჩის კაბა მაცვეთინაო.
• სიღარიბე კარგი რომ იყოს, ჩვენ ვინ დაგვანებებდაო.
• სიღარიბე წელში გაგტეხს, თუგინდ იყო ტარიელი, ცოლ-შვილსაც
კი მოძულდები, თუ ჯიბე გაქვს ცარიელი.
• სიყვარული აღგვამაღლებს, _ ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.
• სიყვარული ბრმაა.
• სიყვარული ბუნების კანონთა გამრიგეა.
• სიყვარული და ლეკვები _ იბადებიან ბრმებადო.
• სიყვარული დიდი ნიჭია.
• სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის.




107
• სიყვარული სიხარულს შობს, სიხარული _ შვება-ლხენას, ორივე
კი ფრთებს შეასხამს საოცნებო აღმაფრენას!
• სიყვარული ცეცხლი არაა, მაგრამ დასწვავს და ვერც გააქრობო.
• სიყვარული ხანძარი არაა, მაგრამ, თუ იფეთქა, ვეღარ ჩააქრობო.
• სიყვარული ხანძარია, ერთგულება დუღაბიო.
• სიყვარულმა სირცხვილი არ იცისო.
• სიყვარულს, ცეცხლს და ხველას ხალხისაგან ვერ დამალავო.
• სიყვარულით, ჩემმა ქმარმა, ბარ-საკვეთით მცემაო.
• სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
• სიყმაწვილით მოგებული, სიბერისას ფარიაო.
• სიჩქარით სოფელი არ აშენებულაო.
• სიჩქარით, ძაღლმა, ბრმა ლეკვები მოჰყარაო.
• სიცილი გადამდებიაო.
• სიცილით დაკარგული, ტირილით ვეღარ დაიბრუნესო.
• სიცილს ტირილი მოსდევსო.
• სიცოცხლე, აგრევ სიკვდილი, ხელთა უპყრია ენასა.
• სიცოცხლე ცეცხლსა მიაგავს, საწყისი მისი ალია, ხოლო ნაცარი
_ ბოლო.
• სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა.
• სიცოცხლეს დაცვა უნდა და სამოსს მალ-მალე გაახლება.
• სიცოცხლეს რომ უსპობ მავანს, რა პასუხს სცემ უფალს მაღალს.
• სიცოცხლეში, თეთრი გედი, მხოლოდ ერთხელ მღერის.
• სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.
• სიძევ, რაც გვიან-გვიან მოხვალ, უფრო შეგვიყვარდებიო.
• სიძემ თქვა: ჩემი თოხი მომიტანეთო.
• სიძე-პატარძალს შორის ჩურჩხელა დაიკარგაო.
• სიძე რომ სიმამრისას ჩავა, ღობის სარებიც გაიხარებენო.
• სიძევ, წვენი მიირთვი და ხორციც კარგიაო.
• სიძის სიძეს _ წვენის წვენიო.
• სიხარბის გამო ევასა, სამოთხე აღარ ევასა.
• სოკო ამინდს მოჰყავსო.
• სოლი სოლს გააქვსო.
• სოფელი დიდია: ორი სახლი და ერთი ეზო.
• სოფელი ერთ დღეში ვის აუშენებია?
• სოფელი ვინ და _ ერთი კაციო.
• სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხო.
• სოფელი _ კაი სათლელი დუმაა.
• სოფელს პირს ვერავინ აუკრავსო.
• სოფელში რომ მიხვიდე, იქაური ამბავი ყმაწვილსა ჰკითხეო.




108 • სოფლის დილას მამლის ყივილიც უხდებაო.
• სოფლის ჭირს ასი ხარ-ურემი ზიდავსო.
• სტალინის სამშობლოში სამამულო ომს არ აგებენო.
• სტუმარი დილას ოქროა, შუადღეს _ ვერცხლი, საღამოს _
სპილენძიო.
• სტუმარი მიყვარს ისეთი, კბილი არ ჰქონდეს არცერთი.
• სტუმარი სტუმარს ეპატიჟებოდა, მასპინძელი _ არც ერთსაო.
• სტუმარი მასპინძლის ვირია, სადაც უნდა იქ დასვამსო.
• სტუმარი მასპინძლის ლხინია.
• სტუმარი მიყვარს ასეთი, კბილი არ ჰქონდეს არცერთი.
• სტუმარი რომ ბჭედ დადგება, სახლი მაშინ დაიქცევა.
• სტუმარი სტუმარს ეპატიჟებოდა, მასპინძელი _ არცერთსაო.
• სტუმარმა სამი ტყუილი იცის: არა მშია, არა მცივა, არ მეძინებაო.
• სტუმარმა სამი ტყუილი იცის, მასპინძელმა სამნახევარიო.
• სტუმარს სტუმარი სძულდა, მასპინძელს _ ორთავენიო.
• სტუმარს სახლში არ უშვებდნენ და ფარ-ხმალს თაროზე აწყობდაო.
• სტუმრის საბაბით მასპინძელი გამოძღაო.
• სტუმრისა მოსვლით მზე მოვა, სტუმრისა წასვლით _ ღრუბელიო.
• სტუმარო, გასასარჯი შენი სახეთქიც არისო.
• სტუმარო, შენც გაისარჯე, შენი საჭმელიც არისო.
• სულგრძელი კაცი სწორედ რომ კაცური კაციაო.
• სულგრძელობითა ძლევა სჯობს, ვაჟკაცობითა ძლევასა.
• სულელი ვის მოუჭკვიანებია?
• სულელი თავი არც თეთრდება, არც ტიტვლდება.
• სულელი თავის ფეხებს მოსვენებას არ აძლევსო.
• სულელი კაცი უჭკუოს მონახავსო.
• სულელი მეგობარი, მტერზე უარესიაო.
• სულელისათვის სწავლება და მკვდრისათვის წამლობა _ ერთიაო.
• სულელის ამყოლი, თვითონაც სულელიაო.
• სულელს გული ენაზე აკერია, ჭკვიანს კი ენა _ გულზეო.
• სულელს დარიგება რად უნდა, ანდა შავს _ საპონი?
• სულელს რა ჭკუა მოეთხოვება?
• სულელს ჭკუა კბილებში აქვს.
• სულ არარაობას, ქალიც შვილიაო.
• სულ არარაობას, ცალუღელა ხარი სჯობია.
• სულ რომ სახლი ვაშენო, შიგ როდისღა ვიცხოვროო.
• სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე.
• სული კბილით მიჭირავსო.
• სული კრთის, ხორცი კანკალებს.




109
• სული მწარეა, სული ტკბილია, სული სულს იცნობსო.
• სული სიცოცხლეა და ხორცი მისი საშობიო.
• სული სულს იცნობს და გული _ გულსო.
• სული ტკბილიაო.
• სულმოკლე კაცი უჭკუოს მონახევრეაო.
• სულ ოქრო როდია, რაც ბრწყინავს და თვალსა გჭრისო.
• სულ უდედობას, დედინაცვალი სჯობიაო.
• სულ უშვილობასა, ქალის ყოლა სჯობიაო.
• სუფრას საზღვარი აქვსო.
• სუფრასთან შვილის ტრაბახს გროშის ფასი აქვსო.
• სცთების და სცთების სიკვდილსა, ვინ არ მოელის წამისად.
• სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმატებაო.
• სწავლა და გამოცდილება პირბასრი იარაღია.
• სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო.
• სწავლა მადლის დედაა, ბედის გასაღებიო.
• სწავლა სიბერემდეო.
• სწავლა სჯობია სიმდიდრეს.
• სწავლა ცოდნის თესლია და ცოდნა _ ბედნიერებისაო.
• სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.
• სწავლისაგან გამდიდრება სიმდიდრეზე უმდიდრეა.
• სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
• სხვათა მაზიარებელი, მოკვდა უზიარებელიო.
• სხვათა მოჯამაგირობას ადვილად იტყვის ენაო.
• სხვათა ნგრევას, საკუთართა დაცვის ნიშნით, გამართლება არა აქვსო.
• სხვა სხვის ომში ბრძენიაო.
• სხვა იტყვის, სხვა მოიგონებს, სხვა გამოაბამს კილოსა.
• სხვამ რომ გველი შეგიწვას, შენ კალმახი შეუწვიო.
• სხვას ავს ნუ უქადი და ავისა ნურც შენ შეგეშინდებაო.
• სხვას ორმოს ნუ უთხრი, შენ თვითონ არ ჩავარდეო.
• სხვას სხვისი მზე არ ათბობსო.
• სხვას სხვისი სიგელი გაუკვირდებაო.
• სხვებისათვის მოტირალი თვალი უცრემლო დარჩებაო.
• სხვის დამცირებას, საკუთარი დაცემა მოსდევსო.
• სხვის სანეხვეზე ორი ბეღურა იბრძოდაო.
• სხვის სარჩოზე გალაღებულს, სამართალი წირვას გამოუყვანსო.
• სხვის სუფრაზე ბატონია, საკუთარზე _ გლეხიც არა.
• სხვის თვალში ბეწვს ამჩნევს, საკუთარში _ დირესაც არაო.
• სხვის იმედზე მტერი დარჩენილაო.
• სხვის იმედზე ყოფნას, ხელი გაანძრიო, სჯობიაო.




110 • სხვის მიწას დახარბებულმა, საკუთარი დაჰკარგაო.
• სხვის მოიმედე კაცსაო, სუსხი მოადგა კარსაო.
• სხვის შვილს აჭამე და შენსას შეერგებაო.
• სხვისა არც მოტანილი მინდა, არც წაღებულიო.
• სხვისა გონჯი, საკუთარსა, ცოლსა ლამაზს, სჯობიაო.
• სხვისა სანთელო, საკმელო, ჩემი მკვდარი აცხონეო.
• სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
• სხვისა ცხენზე შემჯდომი, მალე ჩამოჯდებაო.
• სხვისი არ შვილობს, როგორც ნაცარი არ ფქვილობსო.
• სხვისი გიჟი სასაცილოა, საკუთარი კი სამარცხვინოო
• სხვისი თამაშის მოსურნე, საკუთარსაც წააგებსო.
• სხვისი თხა სხვის ბოსტანში ოდელიას იძახოდაო.
• სხვისი იმედით ფართე ლოგინს ნუ დაიგებო.
• სხვისი კუბო, სხვისი მკვდარი სხვის სამარეს ვერ ავსებსო.
• სხვისი ლუკმა გემრიელიაო.
• სხვისი პურმარილით, ღმერთო, ჩემი მკვდარი აცხოვნეო!
• სხვისი საფლავი არავის ამოუვსიაო.
• სხვისი სახრე, სხვის კამეჩზე, ოროველას იძახოდაო.
• სხვისი უბედურება რომ სიხარულს გგვრის, ავად მოგიბრუნდებაო.
• სხვისი ღირსების შემლახავი საკუთარ ღირსებას ლახავსო.
• სხვისი ფულით და ქონებით წელში მძლავრად აიხარა, ღმერთმა
მწარედ შეაჩვენა და მაინც ვერ გაიხარა.
• სხვისი ჩიტები სხვის კალოზე დავლურს უვლიანო.
• სხვისი ცოლის მოიმედე ლოგინს ნუ იფართოებო.
• სხვისი ცოლის სიყვარული დანაშაულია, საკუთარისა კი _
სასჯელი.
• სხვისი ჭირი _ ღობეს ჩხირიო.
• სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო.
• სხვისთვის _ მამაცი, თავისთვის _ ზარმაციო.
• სხვისმა გაკეთებულმა გული მატკინა და ჩემმა კი _ წელიო.
• სხვისმა ძაღლმა მიკბინოს, ოღონდ ჩემმა _ არაო.
• სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.
• სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა.
• სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს.
• სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია.
• სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა.
• სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი.
• სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო.
• სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა.




111
• სჯობს ქვემო ბოლოს შინ დგომა, შიგნით გარედამ მზერასა.
• სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა.
• სჯობს შიშველი იყო, ვიდრე ცუდად ჩაცმულიო.

• ტაბახმელას ხუთი კომლი, ოცდახუთი მოურავი.
• ტაშტი გატყდა, ხმა გავარდაო.
• ტახტზე გორაობა-კოტრიალით ოჯახი არავის ურჩენიაო.
• ტერტერ, ცოლსა გრთავენო და მეც ეგ მინდაო.
• ტიკმა იცის, დიდებულმა, ზედ დედალმა მიდებულმა.
• ტირილით დამთესი, სიხარულით მოიმკის.
• ტირილით მკვდარი, არ დაიმარხება.
• ტკაცატკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა ჩანს.
• ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებსო.
• ტკბილი სიტყვით, მთას ირემი მოიწველაო.
• ტკბილი მაშინ გახდა ტკბილი, როცა მწარე იგემესო.
• ტკბილს ნაჩვევი, მწარეს ვერ შეჭამსო.
• ტკივილმა ტკივილსაც კი მოაბეზრა თავიო.
• ტკივილს საკუთარი თავი მობეზრდაო.
• ტლეკია კაცი ცხრაჯერ გაასამართლეს და ვერა დააკლეს-რაო.
• ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო.
• ტრაბახი უგვანი კაცის საქმეაო.
• ტურა და მელა _ ორნივ ერთ გზას არიან მავალნიო.
• ტურამ სორო გამოთხარა და მაჩვმა წაართვაო.
• ტურამ ქვეყანა დააქცია, მგელს კი ბრალი აჰკიდესო.
• ტურა ტოროლას ასწავლიდაო.
• ტყე უყურო ნუ გგონია და მინდორი _ უთვალოო.
• ტყეში დათვია, სახლში _ დედინაცვალი, გზა კი არა და არ არისო.
• ტყეში ტურა არ გამოილევა.
• ტყეში წავიდე _ კაცი არა მყავს გზის მასწავლებელიო.
• ტყუილა ჯდომას, ტყუილა შრომა სჯობიაო.
• ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მას ყველგან გასავალი
აქვსო.
• ტყუილი კაცს შეარცხვენსო.
• ტყუილი ფიცი შვილიშვილამდე გასტანსო.
• ტყუილის თქმასაც შნო უნდაო.
• ტყუილის მთქმელს ის სარგებელი აქვს, რომ მართალსაც აღარ




112 დაუჯერებენო.
• ტყუილის მთქმელს მართალიც აღარ დაუჯერესო.
• ტყუილს ბოლომდე უნდა მიჰყვე, რომ გაკიცხოო.
• ტყუილს კუდის რიკამდე ჩაჰყევიო.
• ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
• ტყუილს ნუ ამბობ, თორემ ქარი ამოვარდებაო.

• უადგილო სიმართლეო, დიდხანს რომ არ გიმართლებსო?
• უაზრო ფრინველი დაჯდომის დროს აფრინდებაო.
• უარესზე უარესი არ დაილევაო.
• უბალღო და უძაღლო ოჯახი დაყრუებულიაო.
• უბედოდ არაფერი იქნებაო.
• უბედურება ბედს წინ უსწრებსო.
• უბედურების მიზეზს ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში ეძებს, უჭკუო _
სხვაში.
• უბედურის ნაზოგვარი ბედნიერმა მოიხმარაო.
• უბედურ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო.
• უბედურმა კონა, კონა, ბედნიერმა კი შეკონაო.
• უბედურს წისქვილში შია, ბედნიერს კი _ კალოზეო.
• უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი.
• უგვანო ბუნებისაგან ქმნა ნურა გიკვირს ნურასი.
• უგვანო ცხენსაო, ნუ აჭმევ ქერსაო.
• უგზო-უკვლოდ მოარული, მკვდარზედ უარესიაო.
• უგუნური და უგვანი გადააგორეს ხრამშიო.
• უგუნურსა მეგობარსა, გონიერი გიჯობს მტერი.
• უგუნურს მოყვარე გაჭირვებაში მოაგონდებაო.
• უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
• უდანაშაულო კაცის მოკვდინება დიდი ცოდვააო.
• უდედო ქალიო და უმარილო ფხალიო.
• უდროო დროს გასროლასო, მარცხი უმალ მოჰყვებაო.
• უეკლოდ ვარდი განა ვის მოუწყვეტიაო?
• უვახშმოდ დაწექ, უვალოდ ადექ.
• უვიცსა და თითლიბაზსა, სათავეში რა უნდაო.
• უზრდელი და ბრიყვი შვილი მამას ეტოლებოდაო.
• უთავბოლო სიცილი უჭკუობის ნიშანიაო.
• უთქმელი მთქმელი, მთქმელმა შეჭამაო.




113
• უკბილომ სამი ლუკმით აჯობა კბილიანსაო.
• უკეთუ მცოდნოდა სად დავეცემოდი, ჩალას იქ დავიფენდიო.
• უკეთურს და უნიათოს შრომაც ეზარება და სიცოცხლეცო.
• უკუდო ამპარტავანი ღმერთსაც სძულსო და კაცსაცო.
• უკუდო ვირი კუდის საძებნელად მეზობლებში დარბოდაო.
• უმადლო და უწყალო მდიდარსა და საწყალს შორის განსხვავება არ
არისო.
• უმადურ კატას ძეხვიც არ შეხვდებაო.
• უმადური შვილი დედ-მამის თავისტკივილიაო.
• უმადური შვილის ყოლა დიდი ტკივილიაო.
• უმადურსა მადლიანი სიტყვა ეუმადურაო.
• უმადურობა ღვთის გმობააო.
• უმადობას _ შიმშილობა სჯობიაო.
• უმამაცესი და უფეხმარდესი სიცრუეც კი ვერ გაასწრებს სირბილში
პატარა სიმართლესო.
• უმიზეზოდ სიცილი _ დაუმთავრებელი უმაღლესი განათლების
ნიშანიაო.
• უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
• უმწიფარი არც ხილი ვარგა და არც კაციო.
• უნაგირი გქონდეს, თორემ ცხენს ბევრჯერ იშოვნიო.
• უნაგირი ვიშოვე, ცხენი ვერ ვიშოვე; ცხენი ვიშოვე და უნაგირი _
ვერაო.
• უნათესაო ხეც არ არისო.
• უნაკლო კაცი არ გაჩენილაო.
• უნამუსო ვირზე შესვეს და აცე, ვიროო, _ დაიძახა.
• უნამუსოს პირში აფურთხებდნენ და იფ, იფ, რა თბილი წვიმა
მოდისო.
• უნახავმა ლაფი ნახა და შიგ ჩავარდაო.
• უნახავმა რა ნახაო და ცხრა მთა გადალახაო.
• უნახავმა რა ნახაო და _ დედიმისისაო.
• უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესიაო.
• უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო.
• უპატრონო ცხვარი ზამთარშიაც იკრიჭებაო.
• უპერანგო, სიზმარში, ცხრა პერანგსა ხევდაო.
• უპერანგოს მზე არ ამოუვაო.
• უპერანგოს პერანგს ხდიდნენ, რაც არ ეცვა, რას გახდიდნენ.
• უპერანგოს საკინძეს აგლეჯდნენო.
• ურაკუნე კედელსაო, ექაქანე რეგვენსაო.
• ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო.




114 • ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო.
• ურემი რომ გაჩერდება, ხარებს უნდა გაუტლაშუნოო.
• ურემი რომ ჭრიალს დაიწყებს, საპნის წასმა უნდაო.
• ურემი უხაროდ არ ვარგაო.
• ურემი შეშას თუ ვერ მოიტანს, თვითონ ხომ შეშა არისო.
• ურემს მეტს რომ დაუდებენ, ისიც ჭრიალს დაიწყებსო.
• ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს გაგათრიესო.
• უსამოდ ეშმაკიც არა კვდებაო.
• უსაქმო კაცი ღობე-ყორეს ედაბოდაო.
• უსმელ-უჭმელად გავძელი, ვითომცდა არა მშიოდაო.
• უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ
არსებობს უსიყვარულოდ.
• ურჩი მემკვიდრე ოჯახს დააქცევსო.
• უტიფარი შვილი ხელახლა გასაზრდელიაო.
• უფულობამ უპირობა იცისო.
• ურია წყალს მიჰქონდა და გზაც იქით ჰქონებიაო.
• ურიამ თქვა: ღმერთო, ჩემს შვილს პირველი ხელი წააგებინეო.
• ურიას ერთი დღე შეხვდა და ისიც შაბათიო.
• ურიგმარიგობამ ზღვა დააშროო.
• ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა.
• უსათუოდ მგელი შესჭამს, დედის წინ რომ წავა კვიცი.
• უსაქმური ყვერებში მახათს იყრიდაო.
• უსაყვარლოდ, ეს სოფელი, რად იქნება საყვარელი.
• უსინანულოს უფალი დასჯისო.
• უსინდისო და წამგლეჯი არც ნათესავი უქნია ღმერთს და არც
მეზობელიო.
• უსინდისო სტუმარი _ მასპინძლის მტერიაო.
• უსწავლელი გონიერი _ მიჯაჭვული ლომიაო.
• უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების.
• უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა ქვას დაემატაო.
• უსწავლელი ქვაზე დაჯდეს, ქვა ქვაზედა დაემატოს.
• უფალს ენდე, კაცს _ არაო.
• უფალო, ჩხიკვი მოკვდაო და მე მისი დაბადებაც არ გამიგიაო.
• უფასო მუშას პური არ დაეყვედრებაო.
• უფროსს ცალი თვალი ბრმა უნდა ჰქონდეს და ცალი ყური _
ყრუო.
• უფულოდ ვიცხოვრებ, უმეგობროდ _ ვერა.
• უფულოა ღვთის გლახა და აბეზარი მათხოვარი.
• უღვთოა შენი დაცემა, ცოდვაა შენი სიკვდილი.




115
• უღონო ღონიერთან დანაშაულია.
• უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია.
• უშვილოდა სჯობს სიკვდილი, უკეთურ შვილის ყოლასა.
• უშვილო კაცი ჯირკია.
• უჩემოდ ვინ იმღერეთა.
• უჩინარი მტერი ცხადზე უარესიაო.
• უცბად გამწარებული გული, დაუნდობელიაო.
• უცაბედად კაცს კაციც კი შემოაკვდებაო.
• უცებ მოსულ მტერს იმით დახვდებიან, რითაც შახვდებიან.
• უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
• უცეცხლოდ კვამლი არ იქნებაო.
• უცოდველი ერთი ღმერთია.
• უცოდველი კაცი არააო.
• უცოდველმა წვეთმა ლოდი გახეთქაო.
• უცხო მხარეში შევარდენსაც ყვავს უძახიანო.
• უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებდნენო.
• უძილობა სჯობს კოშმარულ სიზმრებსო.
• უძრავად მდებარე ქვას ხავსი მოეკიდაო.
• უწინ ბებერსა მიართვი, ის უფრო სულწასულია.
• უწყლოდ, უპუროდ, უღვინოდ ჟამი აროდეს იწირვის.
• უჭკუო თავმა ფეხებს ზარალი მისცაო.
• უჭკუო კაცის სიკეთე _ ვაი, რა ცარიელია.
• უჭკუო კაცს ცოტაც გაუკვირდებაო.
• უხარო კაცს ისეთი სახვნელ-უღელი უნდა ჰქონდეს, რომ მას ხარიანი
კაცი ეხვეწებოდეს _ შენს სახვნელს ჩემს ხარებს მოვუბამო.
• უხეირო ბარბაცაო _ ღმერთსაცა სძულს, კაცსაცაო.
• უხეირო ქოლგა წვიმაში დაიშლებაო.
• უხეირო შვილი ოჯახსაც დაანგრევს და მემკვიდრეობასაც გაანიავებსო.
• უხეირო ხელოსანი უხეირო ნაკეთებს უხეირო იარაღს დააბრალებსო.
• უხორცობის გამო, ძაღლის ხორცი არვის შეუჭამიაო.
• უჯიშო შვილს ვერაფრით მოარჯულებო.
• უჯიშო შვილის მორჯულება არამი საქმეაო.
• უჯიშო ცხენსაო, ნუ აჭმევ ქერსაო.
• უჯიშოსგან ჯიშიანი არ ნახულა, არ იქნება.




116 ფ
• ფათერაკს თვალი არ უჩანს.
• ფანცი-ფუნცი გაცვდებაო, შავი ჟამი დარჩებაო.
• ფარა უკან მობრუნდა და კოჭლი ცხვარი წინ მოექცაო.
• ფარამ რომ ხეს შეჰბღავლოს, ხე გახმებაო.
• ფარაში მგელი შევარდა _ ვაი ერთის პატრონსაო.
• ფაფა წამიხდა რევითა, კორკოტი _ მოურევლობითო.
• ფაფით პირდამწვარი, დოს უბერავდაო.
• ფაფის მჭამელს, კოვზი ზურგში უნდა ერჭოსო.
• ფაცხა იყოს, ოღონდ შიგ რამე იყოსო.
• ფერი ლალისა, გემო _ წყალისაო.
• ფერი _ ფერსა, მადლი _ ღმერთსა.
• ფერისცვალება დღეს, ირემი, ხეს არ შეეფხანებაო.
• ფერისცვალების დღესაო, ქარი არ არხევს ხესაო.
• ფეტვი და ყველაზე მეტიო.
• ფეხიანი, თორემ, უფეხო სად გაგვექცევაო.
• ფეხი _ თბილად, თავი _ გრილადო.
• ფეხი ისე გადადგი, თვალში ჩხირი არ მოგხვდესო.
• ფეხი ისე გაშალე, საბანი მოგწვდებოდესო.
• ფეხზე ცხვარი აბიაო.
• ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას _ წვერ-
შიო.
• ფიქრი არ არის გურჯისა, წამოიკიდებს ხურჯინსა.
• ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო არ-სავნებლისა ვნებითა.
• ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.
• ფოთოლი რომ მიიტანო, სახლს ისიც შეემატებაო.
• ფონი, გასვლის შემდეგ უნდა აქოო.
• ფონი კარგია, მაგრამ გასავალს ახრჩობსო.
• ფრთხილთა დედანი არა სტირიანო.
• ფუ, შენ, ცრუო საწუთროვო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?
• ფული გვეტყვის, კუკურა _ კაცია თუ გუდურა.
• ფული მოსამსახურედ კარგია, ბატონად კი არ ვარგაო.
• ფული ფულთან მივაო.
• ფული ფულს იგებსო.
• ფულმა ნიჭი ასამარა.
• ფულმა ნიჭი აღორძინა, ნიჭმა შური ასამარა.
• ფულიან ბრიყვს თავი ციცერონი ეგონაო.
• ფულიანმა ტყუილი თქვა, უქონელმა ირწმუნაო.




117
• ფულიანს თამადობაც ემარჯვებოდაო.
• ფულიანს ქება გულს უჩუყებდა და თავბრუს ასხამდაო.
• ფულიანს ქება აბრიყვებსო.
• ფულიანმა თუ იკადრა და გადაგაგდო, არ შეედავო, სამართალი სხვაგან
ეძიე.
• ფულიანმა უფულოს ბევრი აკეთებინაო.
• ფულით მოსყიდულ მკვლელს ისევ ფული დაამხობსო.
• ფულით შეიძენ ხატს, მაგრამ ვერაფრისდიდებით _ რწმენას.
• ფულით შეიძლება იყიდო ლოგინი, მაგრამ არა სიზმარი.
• ფულით შეიძლება იყიდო საფლავი, მაგრამ არა სამოთხე.
• ფულით შეიძლება იყიდო წამალი, მაგრამ არა ჯანმრთელობა.
• ფულით შეიძლება ჯოჯოხეთი გაანათო, მაგრამ ვერ დაინახო ედემის
ბაღი.
• ფულს თვლა უყვარსო.
• ფულზე მოწუწუნე მილიონერს ზრდილობიანი მსმენელი ბრიყვი ნუ
ჰგონიაო.
• ფური ნახე და საწველელი ისე ითხოვეო.
• ფურმა იწველა, იწველა, ჰკრა წიხლი და დაღვარაო.
• ფურო, ვისი ხარო და ვის კარზეც ვბღავიო.
• ფუტკარი თუ ბზუის, თაფლს აგროვებს, თუ ჩუმად არის, თაფლზე
ფიქრობსო.
• ფუტკრისა და ჭიანჭველის შრომა კაცს ჭკუას ასწავლისო.
• ფუყე თავთავი თავს მაღლა იწევს, სავსე კი _ თავდახრილიაო.
• ფუყე უსახო კაცისა მოკლედ აღწერა ძნელია.
• ფუჭი კაკალი არც ყვავს არგია და არც კაცსო.
• ფშაველი ხარ ფშანტურაო, მგელი შეგჭამს ან ტურაო.
• ფშუტი თავთავი თავს მაღლა სწევს, სავსე _ თავდახრილიაო.

• ქათამი რომ დაგვილს ნახავს, გულზე შემოეყრებაო.
• ქათამი რომ წყალს დალევს, ღმერთს შეხედავსო.
• ქათამი უკან იქექავს მიწას და საქმე წინ მიჰყავსო.
• ქათამმა უთხრა კვერცხსაო: ეგეთი ვიყავ მეცაო.
• ქათამმა ჩხრიკა, ჩხრიკაო _ დანა გამოჩხრიკაო.
• ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო.
• ქათამს რომ კვერცხი მოადგება, კაკანს მოჰყვებაო.




118 • ქათამს უთქვამს: პატრონს რას ვერჩი, სტუმარია ჩემი მტერიო.
• ქათმის მომჩივანს ინდაური კალთაში უნდა ჰყავდესო.
• ქათმის შესაძლო _ კვერცხიაო.
• ქალაქი რომ შენდებოდეს, იქიდან ფეხი არ უნდა გამოადგაო.
• ქალაქის კარი სათლელი დუმა არისო.
• ქალ, ქებით გათხუებულო, მამისაო და ძმისაო, ორთაგან დაწუნებულო,
მაზლისაო და ქმრისაო.
• ქალი არ ვარგა ქმარ-ბოზი, ვაჟი სოფელში მკვეხარი, გაუჭირდება,
დადგება, როგორც უღელში მჭლე ხარი.
• ქალი აშენებულ ოჯახს დააქცევს და დაქცეულს _ ააშენებსო.
• ქალი გვარითაო და საქონელი ტანითაო.
• ქალი გონჯი სჯობს ლამაზსა, ქმრიანსა საძრახიანსა.
• ქალი თმიანიო, მწვადი ცვრიანიო.
• ქალი მამას ქმარში გაცვლის, ქალი ქვრივი _ სხვას გაჰყვება, მაგრამ
დედას შვილის ტრფობა _ სამარეში თან ჩაჰყვება.
• ქალი მორცხვი, ვაჟი ხასი, ორივე კი _ ქვეყნის ფასი.
• ქალი რომ დაიკოკრება, შინ აღარ უნდა ბრუნება.
• ქალი რომ შემოგეყაროს, აარიდოდე თვალიო, ნდომას ნუ შეატყობინებ,
მეეწონება თავიო.
• ქალი _ სულიერი ღირსებებით ფასდებაო.
• ქალი _ სხვისი კერის ნაცარიაო.
• ქალი _ სხვისი საქონელიაო.
• ქალი ქებით თხოვდება და რძალი არ გვინახავს კარგიო.
• ქალი ქმარსა სწუნობდა და იყო მისი ამარაო.
• ქალი _ ქმრითა, ცხვარი _ მთითა.
• ქალი _ ქვეყნის მარილი და ერის გვირგვინიაო.
• ქალი _ შემოქმედების გვირგვინიაო.
• ქალი შენს საკუთარ ჩრდილსა ჰგავს: თუ მისდევ _ გარბის და თუ
გაურბი _ მოგდევს.
• ქალი _ შვილებით ფასდებაო.
• ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩიც ვერ დააკავებსო.
• ქალმა თქვა ზღვას დავწვავო, როგორო და მუგუზალს ჩავაგდებო.
• ქალს ძაღლიც არ შეუყეფსო.
• ქალსა დედა გაუსინჯე, სამოსელსა საპირეო.
• ქალსა უნდა გათხოვება, ქალსა ლამაზსა.
• ქალის ახირებას წინ ვერა ძალა ვერ დაუდგებაო.
• ქალის დიდება _ მისი სათნოებააო.
• ქალის ყველაზე დიდი მზითევი _ სიწმინდე და ნამუსიაო.
• ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო.




119
• ქალისთვის ისევე აუცილებელია დედობა, როგორც მცენარისათვის
_ ნაყოფი.
• ქალს ამშვენებს სიდარბაისლე და სიტყვაძვირობაო.
• ქალს რომ დედა მოუკვდება, ბედი მაშინ შეეკვრება.
• ქალს ხატობაში ნუ სინჯავ, _ ტანთ ნათხოვარი აცვია, ქალი თუ
გინდა ჯილაგის, _ დაჰკვლიე ყანის მკაშია.
• ქამარს რომ გახსნიან, ჩოხასაც გაგხდიან.
• ქანქი-ქუნქი ქანქარაო, გინდ ყოფილა, გინდ არაო.
• ქართველისთვის დაგებულ მახეში ისევ რუსი გაებმებაო.
• ქართველს საკუთარი ღირსება აფაციცებსო.
• ქართველისათვის, ოდითგან, ჭირიც ბრძოლაა, ლხინიც.
• ქართველო, ხელი ხმალს იკარ, სამშობლო არ დაკარგოო.
• ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა,
ქართულითა ენითა, ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.
• ქართლის მინდორი თოვლით სავსე სჯობია, თვალმარგალიტებით
სავსესაო.
• ქარი ვაზს ფოთოლს ვერ დააყრევინებსო.
• ქარის დაბერვამდე ბუმბულს თავი მძიმე ეგონაო.
• ქარის მთესველი _ ქარიშხალს მოიმკისო.
• ქარის მოტანილს _ ქარი წაიღებსო.
• ქარისა არც მოტანილი მინდა, არც გატანილი.
• ქაჩალი ისე არ მოკვდება, დალაქი არ დასაჭირდესო.
• ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას ჩიოდაო.
• ქაჩალიც მივა დალაქთანო.
• ქაჩალმა თავი ჯერ არ მოიფხანა, მერე კი _ სულ მოიგლიჯაო.
• ქაჩალმა რომ თმის წამალი იცოდეს, საკუთარ თავს უწამლებდაო.
• ქაჩალს ერთი ნავი სავარცხელი ახარებსო.
• ქაჩალს ჰკითხეს _ ვინ უფრო გძულსო და ვინც თავი დამვარცხნაო.
• ქაჩალმა უთხრა ქაჩალსა: ჰაიტ, შე ქაჩალოო.
• ქებამ წმინდანიც წაახდინაო.
• ქებით მდიდარს რაღა გაბრიყვება უნდოდაო.
• ქელეხი ქორწილი არ არის, _ ჰარი-ჰარალე იძახოო.
• ქელეხზე ვინც ამჩატდება, ცხოვრებაში გამწარდება.
• ქელეხის სუფრასთან, გამორჩეული თავშეკავება და ზომიერებაა
საჭიროო.
• ქერის ლავაშს დედაბრის ქორწილში, აბა, ვინ დაიწუნებსო?
• ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო.




120 • ქვა თავის ადგილზეა მძიმე, დაიძვრება და გამსუბუქდებაო.
• ქვა ნუ აგორდება და მე ნუ მეცემაო.
• ქვა რაკი ადგილიდან დაიძვრება, ბუმბულზედ მეტად დამსუბუქდებაო.
• ქვა რომ ქვა არის, _ დაიჭექებს და გასკდებაო.
• ქვას კლდიდან დანაგორებსა, დამსხვრევა არ ასცდებაო.
• ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო.
• ქვეითი _ ცხენოსანს დასცინოდაო.
• ქველის სახელი მოჰფინე, ნუ მოისურვებ ქებასო!
• ქვეყანა ბორბალია, ზოგს აქეთ აბრუნებს, ზოგს იქითაო.
• ქვეყანა იქცეოდა და ქეციანი აბანოში გარბოდაო.
• ქვეყანა იქცეოდა, ტურა ქორწილს ექცეოდაო.
• ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდისო.
• ქვეყანა ქარვასლაა: ზოგი შედის, ზოგი გამოდისო.
• ქვეყანა ქარვასლაა, ჩვენ კი _ ქარავანიო.
• ქვეყანა _ ქვეყნის მოვალეაო.
• ქვეყანა _ ჭრელიაო.
• ქვეყანას რომ თითო ძაფი ჩამოარჩინო, შიშველს პერანგი გამოუვაო.
• ქვეყანას ჭკუა, შენება და ლოცვა გადაარჩენსო.
• ქვეყნად ვერავინ ვერ შეძლო _ სიმართლის წამოჩოქება.
• ქვეყნის მაზიარებელი, დარჩა უზიარებელიო.
• ქვეყნის სატირალს ცენტერაძის მონაზონი ტიროდაო.
• ქვიდან გამოძვრა, სიპში შეძვრაო.
• ქვიდან ქვაზე გარდამავალს _ წყალსაც ფერი ეცვლებაო.
• ქვით ქვასა სტეხენ და რკინით _ რკინას ულესვენ პირსაო.
• ქვისლებმა ვირი ყანიდან ვერ გამოდევნეს კრულვითა, სიძემ და
მისმა ცოლისძმამ დევი დააბეს ყურითა.
• ქვიშის საბელი ვის დაუგრეხიაო.
• ქვრივი დედაკაცის ქალს ნუ შეირთავ, სათუთად ეყოლება გაზრდილიო.
• ქვრივი რომ განაზდება, მაშინ გალამაზდება.
• ქვრივმა თქვა: ისეთი ბედი ვინ მომცა, რომ სანეხვეზე ჩურჩხელა
ვიპოვნოო.
• ქისტი _ კაის მოლოდინში კვდებაო.
• ქისტს დუმაის ხსენება ჭამად მიაჩნიაო.
• ქიციც ვიცი და ქიცმაცურიცო.
• ქმარი ლაშქრიდან დაბრუნდა, ცოლი ამბავს უყვებაო.
• ქმარი მუშაა, ცოლი _ კალატოზიო.
• ქმარი სვამს _ ნახევარი სახლი იწვის, ცოლი სვამს _ მთელი სახ•



121
ლიო.
• ქმარმა რომ სიზმარი ნახოს, ცოლმა უნდა გაიგოსო.
• ქმარს გაყრილი ავი ცოლი ისე როგორ წახდებაო, ქმარზე ჯავრი
არ იყაროს, თავს დაამხოს სახლობაო.
• ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
• ქოთანი დაგორდა, სარქველი იპოვნაო.
• ქოთანი ქვაბს აქებს, ქვაბი კი _ ქოთანს, ორთავე ჭვარტლში ზის,
კერა კი ხრჩოლავს.
• ქოთნის ამბავი _ ციცხვმა იცისო.
• ქოთნის ამბავი _ ციცხვს ჰკითხეო.
• ქონება _ თავს არ დამალავსო.
• ქონება _ მგზავრიაო.
• ქონი აიღეს და მსუქანს მიაკერესო.
• ქორი ქორსა სჩეკს, ძერა _ ძერუკასო.
• ქორო, მრავლისა მდევარო, ბევრჯერ დამრჩები მშიერი.
• ქორს აფრენა უნდოდა და ხელის აქნევას ელოდაო.
• ქოფაკმა ძაღლმაც კაი კბენა იცის, მაგრამ ცხვირში ეკალი ეჯავრებაო.
• ქორწილში ძაღლებიც მივლენო.
• ქორწინება სახელმწიფოს შექმნის დარიაო.
• ქორწინება _ სოფლის ლიბო, სახელმწიფოს გვირგვინია.
• ქრთამი _ ღმერთთანაც სჭრისო.
• ქრთამი _ ჯოჯოხეთს ანათებსო.
• ქრისტიანი ქრისტიანსა, რუსის გარდა არვინ მტრობსო.
• ქუდი დასდე და სამართალი ისე ჰქენიო.
• ქურდი ვისთვის სირცხვილია, ვისთვის სიამაყის საგანიო.
• ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს, სხვისას კი დააქცევსო.
• ქურდი ისე არ ტყუის, როგორც ნაქურდალის შემნახველიო.
• ქურდი ქართველი რითა სჯობს ოსსა, ბაცაცა ქურდსაო.
• ქურდი ქურდობას არ დაიბრალებსო.
• ქურდი ქურდობას არ დაიბრალებს, ჩადენილს სხვაზე გადაიდარებს.
• ქურდი ქურდობას არ მოიშლისო.
• ქურდი _ ფიცზედაც მზად არის.
• ქურდმა ერთი ცოდვა ქნაო, დამბრალებელმა (დამკარგავმა) _ ათასიო.
• ქურდმა ეროვნება არ იცისო.
• ქურდმა თავისი წისქვილი მოიპარაო.
• ქურდმა მოსაპარი რომ ვერაფერი ნახა, თავისი ქუდი დადო და ის




122 მოიპარაო.
• ქურდმა ფიცი იშოვა და შინ მახარობელი გაგზავნაო.
• ქურდმა ქურდს მოპარა და ღმერთს გაეცინაო.
• ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო.
• ქურდს რომ კაცმა ყური უგდოს, დღეში ათჯერ გამოტყდებაო.
• ქურდს სახლი ეწვოდა და არ უჯერებდნენო.
• ქურდს სხვაც ქურდი ეგონაო.
• ქურდს ფიცი პირზე აკერიაო.
• ქურდს ქუდი ეწვისო.
• ქურდთან გაიარო, შენც ქურდს დაგიძახებენო.
• ქურდის ქურდი არ წარწყმდებაო.
• ქურდის მოყვარული თავადაც ქურდიაო.
• ქურდის ქურდი ცხონდაო.
• ქურდის შემნახველი, ქურდზე უარესიაო.
• ქურდად ვზიო, ამაყობენ, ფაშას ედარებიანო.
• ქურდად ჯდომა განა რა საამაყოაო.
• ქურდობაზე თუ ხელი წაგიცდება, ფეხი უთუოდ დაგიცდება.
• ქურდობაზე თუ ხელი წაგიცდება, ფეხი უთუოდ დაგიცდება და
საქციელიც წაგიხდება.
• ქურდობით სახელგატეხილობას თავგატეხილობა სჯობსო.
• ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა _ ლაშქარი.

• ღალატის გზაზე მავალი, სიკეთეს ვერ ეწევაო.
• ღალატის გზაზე მავალი სიცოცხლეს გაიმწარებსო.
• ღამემ გაიარა, ამაგმა ჩაიარა.
• ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
• ღარიბი კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
• ღარიბი კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.
• ღარიბის ლუკმა ტკბილიაო.
• ღარიბს ორი ეხარჯება, მდიდარს _ ერთიო.
• ღარიბს უთქვამს: სტუმარს რომ ხახვი მივართვა, ისიც მწვადად ჩამეთვლებაო.
• ღვთისმშობლის წილხვედრი მტერს არ დაუჩოქებსო.
• ღვინით გალახულს _ ჯოხით გალახული სჯობიანო.
• ღვინის ქურდი თხლეზე დაიჭირესო.
• ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო.




123
• ღვინო და პური ძველი სჯობს, ტანისამოსი _ ახალი.
• ღვინო მთხლეზე რომ დავა, მერე გაგემრიელდებაო.
• ღვინომ თქვა: ჭკვიან კაცთან ბრძენი ვარ, რეგვენთან წამოვჩქარდებიო.
• ღვინომ ქვევრი გახეთქა და კაცს რას უზამსო.
• ღვინოს დაუმეგობრდები _ ნამუსს დაემშვიდობები.
• ღვინო უფროსისაა, წყალი _ უმცროსისაო.
• ღირსი შვილი თვითონ ქმნის ცხოვრებას, უღირსი წაგლეჯაზეა
გამეცადინებულიო.
• ღირსეულ ქვეყანაში პენსიაც ღირსეული იციანო.
• ღირსეული შვილი მშობელს ხელს არ გაანძრევინებსო.
• ღირხარ იმდენი, რამდენსაც გიხდიან.
• ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს, ავსა წამერთ
შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს.
• ღმერთი მწყალობდეს და ეშმაკები რას დამაკლებენო.
• ღმერთი ჩემსკენ იყოს და ხატები რას დამაკლებენო.
• ღმერთმა დალახვროს ბოროტი, მკვლელი და გაიძვერაო.
• ღმერთმა ყველა შეაჩვენა ბოროტი და ავისმქმნელი.
• ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსა.
• ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარიც ამას ვდუდუნებ.
• ღობემდის რომ გინდოდეს, ღობეს იქით დაიჩემეო.
• ღომის ჭამასაც ცოდნა უნდაო.
• ღორი ლაფში გორვას არ მოიშლისო.
• ღორი როცა დაიკვლება, წონაც მაშინ გაირკვევაო.
• ღორი საღორეში მანამ არ შევა, სანამ ზურგზე თოვლი არ დაედინებაო.
• ღორი ღორობას არ მოიშლისო.
• ღორი კაცი ჭამით ტყვრება, ღვინოს ნთქავს და გარიგებსო: ქრისტიანი
ასე არა, ისე უნდა მოიქცეო.
• ღორის თავი ხალიჩაზე დადეს, იგორა, იგორა და ისევ ლაფში გაადინა
ტყაპანიო.
• ღორის კუდი ნუ გექნება, თორემ ეშვები თავისთავად გამოგებმისო.
• ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო.
• ღორობა _ დიდსაც არცხვენს და პატარასაცო.
• ღორმა გვერდი იქით იბრუნა, საითაც დიდი ლაფი ნახაო.
• ღორმა თქვა: დამკალ და დამაფასეო.
• ღორმა თქვა: შემინახავ? _ მეც შეგინახავ; არ შემინახავ და არც მე
შეგინახავო.
• ღორმა თქვა: რაც გოჭები მეყოლნენ, წმინდა წყალი ვერ დამილევიაო.
• ღორმუცელა თქვლეფიაო, სხვისი თეფშის ტლეკიაო.




124 • ღორსა სიმინდი გინდ ქეჩოში ჰქონია და გინდ ცხრა მთას იქითო.
• ღორს გინდა აღმა დაფხანე, გინდა _ დაღმა, მაინც ღორიაო.
• ღორს, თუ დინგით არა, კუდით მაინც იცნობენო.
• ღორს რომ რქებიც მისცა, მთელ ქვეყანას გადააბრუნებდაო.
• ღრუბლიანი დღე _ პატარძალს დილაუთენია ეგონაო.

• ყანა რომ წახდა, ბაღჩამ შემოუძახაო.
• ყანას უთქვამს: აპრილში ფეხი ავიდგი, მაისში თავი წავისხი, თიბათვეში
გული ჩავდგი, მკათათვეში მოვიმკეო.
• ყანას უთქვამს: ხარმა მხნა, კაცმა დამთესა, უფალმა მომიყვანაო.
• ყანას უხდება ნამგალი და ვენახს _ სათიბელაო.
• ყანასა ყანა-ყურესა, პატრონი არ უყურებსა.
• ყანჩა ცაში მიფრინავდა, ცაში თლიდნენ შამფურებსო.
• ყარყუმი რამ მოკლა და _ მისმა ენამო.
• ყბადაღებული _ წყალწაღებულიო.
• ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო.
• ყბედს საკუთარი ყბედობა არცა ღლის და არც აბეზრებსო.
• ყეფითა და ყივილითა სოფელი არ აშენებულაო.
• ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო.
• ყვავი ნეხვზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო.
• ყვავი, ჩხიკვის მამიდაო, გაფრინდა და წავიდაო.
• ყვავი ჭამდა გოგრასო, ვაი, ჩვენ ამ დრო მოყრასო.
• ყვავის კვერცხებიდან ყვავები დაიჩეკებიანო.
• ყვავმა თავისი ბახალა ბუს მიუგდო: შენ დიდი თავი გაქვს და
მოუარეო.
• ყვავმა თავისი მკვდარი შვილი ბუს მიუგდო: დიდი თავი გაქვს და
იტირეო.
• ყვავმა თქვა: შავ ზღვას გადვუფრენ, თოვლივით თეთრ კვერცხს
დავდებო, მაგრამ ვერ შესძლო, ვერასგზით, დანაპირების დადება.
• ყვავმა ყვავს წასძახა: _ ფუ, შე სკინტლიანოო.
• ყვავმა შვილები დაზარდა _ დაჯდა, თვითონვე დასჭამაო.
• ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო.
• ყვავსაც თავისი ბახალა უყვარსო.
• ყვავს რა აქვს, კაჭკაჭს რა მისცესო?
• ყვავს რა ჰქონდა _ ბუს გაჰქონდაო.
• ყვავს კაკალი გააგდებინო _ ისიც კარგიაო.




125
• ყვავს შევარდნად ზრდიდნენ და ის მაინც ყვას იძახდაო.
• ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების.
• ყრმათა აღზრდა დიდი საგონებელიაო.
• ყრუსათვის ორჯერ არა სწირავენო.
• ყველა ბებიასა სცემდა და _ ერთი მეც წავუქნიეო.
• ყველა გაკეთდა, პენსიონერთა გარდაო.
• ყველა გლახას დიდი გული აქვსო.
• ყველა გულითა ხარობდა, ცეცხლი კი _ უგულობითო.
• ყველა დაბალ ღობეზე გადადისო.
• ყველა თავისას ჩიოდა, მენახირე _ ბუზანკალსო.
• ყველა თავისი ბედის მჭედელიაო.
• ყველა თავის ტყავს უფრთხილდებაო.
• ყველა თავისას უბერავსო.
• ყველა კაცი სიკვდილის შვილიაო.
• ყველა მელას თავისი კუდი მოსწონსო.
• ყველა მკვლელი ნაგავია, ბოროტი და არაკაცი.
• ყველა ოჯახში პატარა ჭიაკოკონა ანთიაო.
• ყველა საქმე დედამიწაზე რიგდება, ცოლ-ქმრობა კი _ ზეცაშიო.
• ყველა სიკვდილმა გვერდით ჩამიარა, შვილის სიკვდილმა გულზე
გადამიარაო.
• ყველა ფეხთ იხდიდა, კახაბერი _ იცვამდაო.
• ყველა ფრინველი ფრთითა ფრენს, ქალი კი _ თავის ქმრითაო.
• ყველა ფრინველი ფრთითა ფრენს, ქალი კი _ ქმარ-შვილითაო.
• ყველა ფრინველი ხეზე ზის, მწყერი მიწაზე გოგდება.
• ყველა ყველას არგებს, მაგრამ მუცელი მუცელს არ არგებსო.
• ყველა ძაღლი ერთი ჯოხით არ გაიდენებაო.
• ყველა ძაღლი საკუთარ ჭიშკართან მამაციაო.
• ყველა ჭაში რომ ჩააფურთხო, წყალს საიდანღა დალევო.
• ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროსო.
• ყველამ თავის კერას უბეროსო.
• ყველას აკლდებოდეს, სარეცხს _ ემატებოდესო.
• ყველას გულს ვერ მოიგებო.
• ყველას ნურეც ენდობი და ნურც ეძმობიო.
• ყველაზე დიდი გრძნობა _ სამშობლოს სიყვარულია.
• ყველაზე დიდი რეალობა ცხოვრებაში, სიკვდილიაო.
• ყველაზე დიდი ღირსება ერთგულებაა.
• ყველაფერი დროს ელის, დრო კი _ არაფერსაო.
• ყველაფერი ნატკენს ეტანებაო.
• ყველაფერი როგორც არ იჭმება, ისე არ ითქმება.




126 • ყველი და პურის მჭამელმა _ ღმერთს აღარ შეხედაო.
• ყველი, პური და კეთილი გულიო.
• ყველიერმა ზღვა დააშრო.
• ყველიჭამიას ყველი აგონდებაო.
• ყვითელი ოქრო _ შავი დღისთვისო.
• ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუებენ, მოზრდილებს _ ფიცითაო.
• ყმაწვილი ტირილით იზრდება, გოჭი _ ჭყვირილითაო.
• ყმაწვილს გვამი პატარა აქვს და გული _ დიდიო!
• ყმაწვილს რომ კაკალს მისცემ, იმის გასატეხიც უნდა გააყოლოო.
• ყმაწვილს ხელმწიფეზედაც დიდი უფლება აქვსო.
• ყმაწვილის საყელოც კი ჭამსო.
• ყოველგვარ ჭირს ფეხი ზიდავს, ფეხს კი _ არაფერიო.
• ყოველი გამყიდველი თავის საქონელს აქებსო.
• ყოველი კაცი თავისი ჭირის მჭამელიაო.
• ყოველი ყური ვერ შეძლებს ხვაშიადისა სმენასაო.
• ყოვლი საათი ჩვენ გვკოდავს, უკანასკნელი _ გვკლავსაო.
• ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა.
• ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.
• ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.
• ყორანმა შაშვის ჯავრითა შროშანი მოჰკლა ბრაზითა, _ მიზეზი
გნებავს იცოდე? _შენც შავი ხარ და ისიცა.
• ყრმა გასულ-გამოსული სჯობს, ქალი _ კერის პირს მჯდომარე.
• ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების.
• ყრუსთვის ორჯერ არა სწირავენო.
• ყურმა თქვა: უცხო-უცხო ამბები მესმის და იმიტომ არ ვიზრდებიო.
• ყურძნის სიყვარულით, ვაზს ეხვეოდნენო.
• ყურძნის სიყვარულით ღობეს კოცნიდნენო.
• ყურძნის ქურდი იანვარში გამოტყდებაო.

• შავი მიწის მეტი კაცის თვალს ვერა გააძღებს-რაო.
• შავი მიწისთვის ბეწვიც კი დასანანიაო.
• შავი ტრაკი, თეთრი ტრაკი _ აბანოში გამოჩნდება.
• შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი _ დაუბანლობითო.
• შავი ძაღლი, თეთრი ძაღლი _ ორივეა მამაძაღლი.
• შავი ძაღლი ტურას ბიძაშვილია.




127
• შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა, განა სულ ყველას სმა უნდა? პირზედ
მომდგარსა სიტყვასა, განა სულ ყველას თქმა უნდა.
• შავ მთასა შავი ყორანი აროდეს დააკლდებაო.
• შავ ღორს გინდ აღმა დაფხანე, გინდ დაღმა, მაინც ღორია და ღორიო.
• შავ ღორს შავი ფერი არ დაელევაო.
• შარიანმა, შარის გულისათვის, შარა მოხნაო.
• შარშან მამიდა მომიკვდა, წრეულს ახდა, ვაგლახ მეო.
• შარშან ჩემი შვილი ცხენს აჭენებდა, წრეულს ვეღარც კი გააჩიქჩიქაო.
• შაშვსა არ უნდა ლაგამი, არც ბულბულს _ უნაგირიო.
• შეაქეს მურია და შეაჭამეს მგელსო.
• შეგნებულებთან ჭირი სჯობს, შეუგნებლებთან ლხინსაო.
• შეგნებული ქურდობა შურისძიებას ჰგავსო.
• შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო!
• შემოდგომაზე ბუზი მწარედ იკბინებაო.
• შემოყარა ტანკი ბლომად, რუსმა, მიწაპარიამ: ის, რაც ხელთ
მაქვს, ცოტააო, უფრო მეტი მწადია.
• შენახულს შემნახავი უნდა სჯობდესო.
• შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.
• შენ გევედრები, შენს დიდ გზაზედ ლოცვით მარები, არ დაუკეტო,
საქართველოს პონტის კარები.
• შენ გეუბნები, კედელო, კარგად გესმოდეს, რეგვენო.
• შენ გძინავს, ვალი კი იზრდებაო.
• შენ იმისი გეშინოდეს, ვისაც შენი ეშინისო.
• შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა.
• შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?
• შენ რა იცი დამბლა ქოსა, რა გემო აქვს თამბაქოსა?
• შენ რას იკვეხი, მამულო, ყანა ამინდის შვილია.
• შენ რომ გგონია ერბო ქონია, რომ გადადნება, ქორის ქონია.
• შენ რომ სასწავლად მიდიოდი, მე ნასწავლი მოვდიოდიო.
• შენ რომ მიდიოდი, მე მოვდიოდიო.
• შენ შენი ნომერი იცოდეო.
• შენ შეძენა თქვი, თორემ შინიდან გატანასა და გასხვისებაზე ადვილი
არაფერია.
• შენ წისქვილში წაბრძანდი და მე ქორწილში წავეთრევიო.
• შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა.
• შენ ხილი იხილე, მეხილეს რას კითხულობო.
• შენს სახლში შეიხედე და კარში ისე გაიხედეო.
• შენი გულისპასუხი შენს ცოლსაც არ უთხრაო.
• შენი ბატონი ათ წელიწადს ვირად რომ გყავდეს, ჰაცე, მაინც არ




128 უნდა ჰკადროო.
• შენი ბატონი ხიდად რომ გაგედოს, ზედ ნუ გაივლიო.
• შენი თუ არ იცოდე, სხვისა მაინც დაიჯერეო.
• შენი კარი გააღევი, სხვისა ღია დაგხვდებაო.
• შენი მეზობელი შენს სხვენზეაო.
• შენი სვი და შენი ჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე.
• შენი წახდა და შენი გაძღაო.
• შენი ჭირიმე, გუთანო, პური მაჭამე მუდამო.
• შენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთადერთო იმედო,
მტრისაგან გამოხსნისაო.
• შენიჭირიმეთი _ შვილი არ გაიზრდებაო.
• შენი ჯაგლაგი გერჩივნოს, სხვის ბედაურსაო.
• შენი ჯაგლაგის ჭენება გერჩივნოს, სხვის ბედაურის ჭენებასო.
• შენისთანა კარგი ბიჭი სოფელს უნდა ფალავნობდეს.
• შენს მოკეთეს სამჯერ მოჰქაჩე, თუ არ მოვიდეს, უკუ ჰკარ და
გააგდეო.
• შენს მტერს თუ ხელთ აქვს ისარი, ნურც შენ გიჭირავს ფიცარი.
• შენც გინდოდა, მეც მინდოდა, მოციქული რად გვინდოდა?
• შენც იგი უყავ სხვასაო, რაც არგებს შენსა თავსაო.
• შემორიგებული მტერი კიდევ უფრო მტერიაო.
• შეუდექი აღმართსაო, ნურას იტყვი მართალსაო.
• შეუცდომელი მამაცი გულოვნად გამბედავია.
• შექანებულ კაცს ჭკუა არ მოეკითხებაო.
• შექანებული კაცი თავსაც დაღუპავს და სხვასაცო.
• შექანებულის პატრონს ღამეც უნდა ეღვიძოსო.
• შეშინებული ძაღლი ერთ წელიწადს ბუჩქს უყეფდაო.
• შეჩვეული ჭირი გერჩივნოს, შეუჩვეველ ლხინსაო.
• შეჩვეული ჭირი სჯობს, შეუჩვეველ ლხინსაო.
• შეჩვეულს ნუ გადააჩვევ, შეუჩვეველს ნუ დააჩვევო.
• შეცდომა ვის არ მოსვლია, დროზე მიხვედრილან და გამოუსწორებიათო.
• შეძახებული _ წყალწაღებულიო.
• შეძლეული ძაღლმაც არ ინდომაო.
• შვების ცრემლი ახალი გზის დასაწყისის დარიაო.
• შვიდ მაისს რომ შვიდი ძირი ჯეჯილი იდგეს, ყანად იქცევაო.
• შვიდმაისის წვიმად არ ღირსო.
• შვიდმაისის წვიმაო და თმა _ კოჭებამდეო.
• შვიდ სადილზე რომ შეესწრო, შვიდი ლუკმა აიღეო.
• შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლეო.




129
• შვილი თუ ტყუა _ მამაც ტყუაო.
• შვილი მამას თამაშს ასწავლიდაო.
• შვილი მამაზე ყოველთვის უმცროსი იქნება და საკუთარი ადგილი
უნდა იცოდესო.
• შვილი მამით ამაყობს და მამა _ შვილითაო.
• შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო.
• შვილი მშობელს თვალს არ უბრიალებსო.
• შვილი რომ გაიზრდება, თავი გარდანქეშანი ჰგონია და თავისას
ჯიუტად მიერეკებაო.
• შვილი რომ დედის დაკრულზე მამამისს გაედავება, თან გაირთულებს
ცხოვრებას, უმადურს დაედარება.
• შვილი რომ მამას დაეჭიდება, მისი საქმე წამხდარიაო.
• შვილი რომ მამას მტრად მოეკიდება, ოჯახსაც დააქცევს და საკუთარ
თავსაცო.
• შვილი რომ მშობლის ერთგულებას ვერ დაინახავს, მისგან სხვა
სიკეთეს ნუ მოელითო.
• შვილი რომ სიზარმაცეს დაეჩვევა, ბეჯითობა აღარ მოენატრებაო.
• შვილი, ვინც მამის ამაგს აფასებს, ღმერთი წყალობით იმას
აავსებს.
• შვილი რომ მტრულად გაზარდო, მოყვრულად გამოგადგება.
• შვილი ჩემია, მაგრამ ჭკუა კი თავისი აქვსო.
• შვილიშვილი ბაბუას ლაქლაქს ასწავლიდაო.
• შვილმა გიღალატოს, _ ცოდვაა, რომელსაც ვერასდროს მოინანიებსო.
• შვილმა გული გაიარა, შვილიშვილმა _ გულისგულიო.
• შვილმა საქმით უნდა დაამტკიცოს ერთგულება და არა გადაპრან-
ჭული სიტყვითო.
• შვილმა ხელისგულზე თუნდ ერბო-კვერცხი მოიწვას, დედის ამაგს
მაინც ვერ გადაიხდისო.
• შვილმაც კი შეიძლება ყველაფერი დაკარგო, თუ დედ-მამას მისაგებელს
არ მიაგებო.
• შვილმკვდარი დედის წყევლას მკვლელი ვერსად წაუვაო.
• შვილს რომ მამას აუმხედრებს, არც დედაა, არც ცოლიო.
• შვილსა დედა გაუსინჯე, სამოსელსა _ ნაწიბური.
• შვილსაცა და შვილის მკვლელსაც _ სამართალი ერთი უნდა.
• შვილს დედ-მამა ხაზინა ჰგონიაო.
• შვილის მკვლელმა დედას უმტრო, დედა გაამწარაო.
• შვილო, გახსოვდეს, იცოდე, არავინ მოგატყუოსო, ნუ დაუჯერებ
სხვის სიტყვას, გულისთქმას უერთგულეო.




130 • შვილო, რადა მკლავ, რას მერჩი, კარგის მეტს რას გამომრჩიო.
• შვილო, მამის წინააღმდეგ, სატანას ნუ ეკვრებიო.
• შვილო, ურჩხულის მოკლულო, სანთლებად დაგეღვენთეო.
• შვილო, უსმინე მამასა, ნურც დედას გაურბიხარო, უყვარხარ მშობლებს,
იცოდე, არ ენდო არავისაო.
• შვილო, ყური დამიგდეო და, შენ რა გესმის, დაბერდიო.
• შვილო, ჭკუა მოიხმე და გულისთქმას ნუ აჰყვებიო, `რჩევებს~
ბევრი დაუღუპავს, მათსავით ნუ წახდებიო.
• შიგ ჩავაგდე თონისტოლა _ გამოვიდა ქოთნისტოლა.
• შიმშილს მისაჭმელი არ უნდაო.
• შიმშილს საწები არ უნდა და ძილს _ სასთუმალიო.
• შიმშილმა ხმელა არ იცის და სიცივემ _ ძველაო.
• შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო.
• შინაურულად გაყოფილი კაცი მუდამ გასაყოფი იქნებაო.
• შინაურ ქურდზე უარესი, ცხოვრებაში არაფერიაო.
• შინ დაბარებული, გარეთ არ გამოდგებაო.
• შინ მოტანილი _ ქვაც ქადააო.
• შინმოუსვლელი და მკვდარი ერთიაო.
• შინ მცემენ _ კარში ვერ მითქვამს, კარში მცემენ და _ შინაო.
• შინ რომ უფროსი არ გყავდეს, დედაბოძს დაეკითხეო.
• შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა.
• შიში მაჩვენე და მუხლს გაჩვენებო.
• შიში მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო.
• შიშს დიდი თვალები აქვსო.
• შიშის დროს კაცს ღმერთი აგონდებოდა.
• შობა დიდი სასწაულიაო.
• შოლტი ისე მოიქნიე, შენვე არ მოგხვდესო.
• შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მოდიო.
• შორეულ მოყვარეს _ ახლობელი მტერი გერჩივნოსო.
• შორეულ ცხენოსანს _ მახლობელი ვიროსანი სჯობიაო.
• შორსმჭვრეტელი ვაჟიშვილი მამას გაანაწყენებსო?
• შრომა ვისაც ეჯავრება, მას სიცოცხლეც ეზარება.
• შრომას დანახვაც უნდა და დაფასებაცო.
• შუაკაცის გული _ ხალვათიაო.
• შუბი ხალთაში არ დაიმალება.
• შურიანები კვდებიან, შური კი ისევ რჩებაო.
• შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ეჩხირებოდაო.
• შური დაფრენს ჰაერში და სიკეთე კი _ მთლად ერშიო.
• შური რწმენას ისე ჭამს, როგორც ცეცხლი _ შეშას.




131
• შურმა ღვარძლი აღორძინა, ღვარძლმა ნიჭი ასამარა.
• შურმა ღირსება არ უნდა დაგაკარგვინოსო.
• შურმა შური ვერ იგუა, ორივემ კი _ სიკეთეო.
• შუღლი და ძნელი საქმე დიაცისაგან და ძაღლისაგან ხდებაო.
• შუღლში უპატიოსნო სიტყვას ნუ იტყვი, თორემ შერიგებაში შეგრცხვებაო.

• ჩადენილ ცოდვას არ დაგივიწყებენო.
• ჩადენილის გააზრება მკვლელს გასტანჯავს, ძილს გაუფრთხობს,
თავ-ბედს დააწყევლინებსო.
• ჩათრევას _ ჩაყოლა სჯობია.
• ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.
• ჩამავალი მზე ამომავალ მთვარეს თვალს ვერ უსწორებსო.
• ჩამომხვრჩალის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო?
• ჩანგო, ბევრი კარგი დღე ერთად გვიტარებია.
• ჩანგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო.
• ჩანჩალა კაცი წინ ვერ წავაო.
• ჩასაფრებული მკვლელი ლაჩარიაო.
• ჩახმახს ნუ მოსწევ სხვისასა, თუ ფული არ გაქვს ქისასა.
• ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დარამასა, არ დამეხსნები,
გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა.
• ჩემი ავლადიდება _
კურდღელს აეკიდება.
• ჩემი არ გითხრა, გული რით დაგწყვიტო?
• ჩემი გასამტყუნებელი, თოხი დამრჩა ახოშიო.
• ჩემი გამოჭედილი ხატის ამბავი მე მკითხეო.
• ჩემი გაჭედილი ხატის მადლი _ მე თვითონ ვიციო.
• ჩემი ენა _ ჩემი მტერი, იგივ _ მეგობარი ჩემი.
• ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.
• ჩემი მტერი _ ჩემი სინიდისიაო.
• ჩემი ურგები ქოთანი _ ქვას და მაწონი _ ძაღლსო.
• ჩემი ურგები, შვილიც არ მინდაო.
• ჩემი ურგები, მარჯვენაც არ მინდაო.
• ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.
• ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო.
• ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე.
• ჩემი ჭამა ჭამა არის, სხვისა _ ჭაპა-ჭუპიაო.




132 • ჩემი ხატია სამშობლო, სახატე _ მთელი ქვეყანა.
• ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მკრაო.
• ჩემმა ენამ მტიკაო.
• ჩემმა საქმემ წელი მომწყვიტა და სხვისამ _ გულიო.
• ჩემმა ტიკტიკა ენამა, ისევ მე მხია ყბაშიო.
• ჩემს იქით, თოფი გინდ კუნძს მოხვედრია და გინდ კაცსაო.
• ჩემს მუნიან თავზეც შემოჯდება მწერიო.
• ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გვწყალობს,
მომავალი ჩვენია.
• ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო, ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო.
• ჩვენ, ერთმანეთისაგან, მხოლოდ თოხი და ბარი გაგვყრისო.
• ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ
იცოდეს.
• ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი
ხალხს.
• ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ
სიცოცხლეს.
• ჩვენი ქვაბი და მეზობლის ბატი სწორი-სწორ მოვიდნენო.
• ჩვენსა მოხვალ, ღვინოს ყლურჭავ, თქვენსა მოვალ _ თვალებს ხუ-
ჭავ.
• ჩვენს ბატონს გაუვიდაო და ნამუსი წაუვიდაო.
• ჩვენც მართალნი ვიქნებითო, როცა აღარ ვიქნებითო.
• ჩვეულებამ პანღური მკრაო.
• ჩვეულება _ რჯულზედ უმტკიცესიაო.
• ჩიტი ბდღვნად არ ღირდა, დევნა სულ ზედმეტი იყოო.
• ჩიტი ბდღვნად არ ღირსო.
• ჩირის მარცვალიც ღვივდება, თუკი დავარდა ხნულზეო.
• ჩიტი მთაში გაიზარდა და ისევ მთას შეაკვდაო.
• ჩიტი მისდევდა კაკაბსო, პირში ართმევდა კაკალსო.
• ჩიტი მოკლა ხველამაო, შაშვი _ თავისტეხამაო.
• ჩიტი რომ ოქროს გალიაში ჩასვა, მაინც ტყვედ დარჩებაო.
• ჩიტი სადაც გაიზრდება, მისი ბაღდადიც იქ არისო.
• ჩიტი ღობეს შეეხიზნა _ ქარს ნუ გამატანო.
• ჩიტი _ ფრთითაო, ქალი _ თმითაო.
• ჩიტს აფრენა ეწადა და ხელის აქნევას ელოდებოდაო.
• ჩიტის ნანახი კანაფი არ გაიხარებსო.
• ჩიჩიაც უნდა და ბაბაცო.




133
• ჩიჩხინა კაცი ბევრ კურდღელს გააქცევსო.
• ჩიქორა ცემით მოკლეს, რატომ ძმა არა გყავსო.
• ჩოჩიევ-კოკოითებო, დაიმახსოვრეთ წყვილად, _ მამა-პაპათა საძვალეს
ქართლში ნუ ეძებთ ტყვილად.
• ჩოჩიევის წინაპარი იქ, შორს, ძაუგს ასვენია, ცხინვალში ზის, ქარ-
თლის მიწას, იჩემებს და არ რცხვენია.
• ჩუმჩუმელობა ოჯახის დამქცევიაო.
• ჩურჩული და კურკურიო, ბაღში გალობს ბულბულიო.
• ჩურჩულმა ქვეყანა ამოაგდოო.
• ჩუქებას ჩუქება უნდაო.
• ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა, მეტის-მეტსა.
• ჩქარი სიტყვაში, მცდარი საქმეშიო.
• ჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო.
• ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო.
• ჩხირი _კედელს, ვირი _ მჭედელს.
• ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევსო.
• ჩხუბი შეიძლება მტრობაშიც გადაიზარდოსო.
• ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, შერიგებისას შეგრცხვესო.

• ცა მწყალობდეს, ღრუბელი რას დამაკლებსო.
• ცა მტკავლით არ გაიზომებაო.
• ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა _ ქალამნადო.
• ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება.
• ცალკ-ცალკე მომჩივანი ბატონს ორივე მართალი ეგონა.
• ცარიელ კაცს საბაჟოზე მიუხაროდაო.
• ცარიელი თავი ფეხებს არ ასვენებსო.
• ცარიელი ტომარა ფეხზე არ დადგებაო.
• ცარიელმა თითმა პირი გამოქლიბაო.
• ცარიელ ჯამში ხელს არავინ ჩაჰყოფს.
• ცას არავინ შეაბერდება.
• ცაცი ძირს ვერ დადიოდა, ხეზე დაბაჯბაჯებდაო.
• ცდა ბედის მონახევრეაო.
• ცდება, ვინც ფიქრობს, რომ მკვლელის ხსნა შესაძლებელია.
• ცდომილებას ათასი გზა აქვს, ჭეშმარიტებას _ ერთი.
• ცეკვას დათვსაც ასწავლიანო.
• ცეტისთვის მუდამ აღდგომააო.




134 • ცეცხლი თივაში არ დაიმალება.
• ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნებიო.
• ცეცხლს ხელსა ვკიდებდი და გულსა მწვავდაო.
• ცეცხლი ისე ჩააქრე, ბოლი არ აუვიდესო.
• ცეცხლს გამოქცეული, წყალში დაიხრჩობაო.
• ცეცხლი და წყალი _ არც ერთი სანდო არ არისო.
• ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ გორას გადაწვავსო.
• ცვარში დახრჩობას ზღვაში დახრჩობა სჯობიანო.
• ცვარი ცვარსა ჰკარ, ზღვად გადაიქცევაო.
• ცვარი წვიმა კი არ არის, მაგრამ მისებრ მარგებელიაო.
• ცვრიან ბალახში თუ ფეხშიშველი არ გავიარე, რაა მამაული.
• ცვილი რვალად არ გამოდგებაო.
• ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა
არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების.
• ცივი ღომი _ კარამდე, ხინკალი _ მთამდეო.
• ციება კაცსა თუ სიცოცხლეში არა, მკვდარს მაინც გაუვლისო.
• ცინგლიანი კაცის მიზეზი ავი დარიაო.
• ცინიკოსი მკვლელი ათასგზის მკვლელიაო.
• ცისარტყელას დარი მოსდევს.
• ცის ვალი დედამიწას არ შერჩენია და დედამიწისა _ ცასა.
• ციხე ვისიცაა, მინდორიც მისია.
• ციხე შიგნიდან გატყდება.
• ციხეს კარი უნდა, კარს უკან _ კაციო.
• ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები.
• ცოდვაა კაცი სუფრასთან, ტყვრება ოხრად და თვრებაო.
• ცოდვა გამჟღავნებული სჯობია.
• ცოდვა კაცს არ მოასვენებს.
• ცოდვით დამძიმებულ მკვლელს მიწაც ვერ ზიდავს.
• ცოდვავ, გაანებე კაცს თავი, დაიცა, ჯერ კიდევ პირში სული
უდგასო.
• ცოდო კაცს არ დააყენებსო.
• ცოდო _ შვილიშვილამდეო.
• ცოდნა გონების ფარია, თუ რომ არავინ არიაო.
• ცოდნა სამოთხეა, არცოდნა _ ჯოჯოხეთიო.
• ცოდნა სინათლეა, უცოდინარობა _ სიბნელეო.
• ცოლი გყავსო და, _ გაღმა კაცსა ჰყავსო.
• ცოლი შერთეს უნდილასო _ ეგრე იყო უწინაცო.
• ცოლი _ ხალხი არ არის, იგი დიდხანს არ მოგითმენსო.
• ცოლმა უკეთ იცის, ვის ჰგვანან შვილებიო.




135
• ცოლს დიდი ცომი უნდაო.
• ცოლს ნუ უწევ ლაზობასა, არ მოგიშლის ბრაზობასა.
• ცოლსა დიდი ცომი უნდა, ასი ლიტრა საფანელიო.
• ცოლის ამორჩევაში უფრო ყურები მოიშველიე, ვიდრე თვალები.
• ცოლო, ბიჭი გამიჩინე, ტალიკი და ბუთხუზაო.
• ცოლ-ქმრობა ნებითაო.
• ცოლ-ქმარს შორის ამტყდარ კოცონს, შვილმა ნავთი არ დაასხას.
• ცოლ-ქმრის ამბავი მარტო ლოგინმა უნდა იცოდესო.
• ცოლ-ქმრის ლაპარაკი რეგვენს გაყრა ეგონა.
• ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონა.
• ცოლ-ქმრობის საქმე ცაში რიგდებაო.
• ცოტა და კარგი ნახნავი სჯობია, ბევრსა და ხარვეზიანსა.
• ცოტა თქვი, ბევრი გაიგონეო.
• ცოტა ილაპარაკე, ბევრი მოისმინეო.
• ცოტა მაქვს, მაგრამ ყოველგნით სიკეთე მიუწვდომელი.
• ცოტა მეძინა, ბევრი მესიზმრაო.
• ცოტა მიწის მხვნელ-მთესველი ღმერთს ემდურებოდაო.
• ცოტა მოთოხნე _ ცოტა მოხოხნეო.
• ცოტა საგზალს კბეჩით ჭამა უნდაო.
• ცოტა ნახნავი სჯობია ბევრსა და ხარვეზიანსა.
• ცოტა რამ კვერის დამკვრელის ხელშიც არისო.
• ცოტა ყოველთვის დარჩებაო.
• ცოტავ, სად მიხვალ და _ ბევრთანაო.
• ცოფიან ძაღლს, სადაც მოჰკლავენ, იქვე დამარხავენო.
• ცოცხალ გენიოსს არავინ აფასებს, მოკვდება და _ ქებად გაიკრიფებიან.
• ცოცხალს არ ეცვა კაბანი, მკვდარსა ჩააცვეს ფარჩანი.
• ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.
• ცუდად გაზრდილი შვილი დედის სირცხვილია და მამის მწუხარებაო.
• ცუდად მომიხდა გვაჯითა ბაძით უმსგავსო ნდომანი.
• ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა სჯობიანო.
• ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.
• ცუდი მეზობლის ჭირიმე, კარგი რაღა იქნებაო.
• ცუდი მეზობელიც კი _ მეზობლისთვის ამომავალი მზეა და კარგი
რაღა იქნებაო.
• ცუდი, უსაქმური კაცი სულ მშიერი იქნებაო.
• ცუდი შემნახავი, მტერზედ უარესიაო.
• ცუდი შემნახველი ქურდზე უარესიაო.




136 • ცუდი ჩვეულებისათვის ჭკვიანსაც სულელს დაუძახებენო.
• ცუდ მოყვარეს კარგი მტერი სჯობიაო.
• ცუდ მუშას შემოდგომაზე მოუკვდება გულიო.
• ცუდმა სახლმა, ცუდმა კაცმა, კარგი ავად მაქციაო.
• ცუდმა მჭედელმა თავისი წაადოო.
• ცუდობა და უსაქმობა კაცისათვის დიდი ჭირიაო.
• ცუდს არ მაკადრიანო და კარგს არ მაღირსიანო.
• ცუდს ნუ იფიქრებ და არც იზარალებო.
• ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
• ცული პატარაა, მაგრამ დიდ ხეს წააქცევსო.
• ცულით პატარა ხელი დიდ ხეს მოსჭრისო.
• ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო.
• ცხარე ქოთანი თავის თავს გახეთქავსო.
• ცხარე ძმარი თავის ჭურჭელს გახეთქავსო.
• ცხენი, მარტო მორბენალი, მუხლ მოკლედიც გამალდების.
• ცხვარი ვის კარზეც დაიბღავლებს, იმისიაო.
• ცხვარი შიმშილითა კვდება, თხა _ კიკინით გამოვიდაო.
• ცხვარი ცხვარია და თუ გაცხარდა ცხარიაო.
• ცხვარი უთხოდ არსად წავაო.
• ცხვარს უთქვამს: დუმა არ მიშლიდეს, ასეთს გავიქცევი, ვერავინ
დამეწევაო.
• ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა.
• ცხვრის ფარა რომ შემობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ დარჩებაო.
• ცხენი დაბერდა და თოხარიკი მერე ისწავლაო.
• ცხენი თუ არ ამუშავე _ ბატონიაო.
• ცხენი თუ სადავით მიგყავს, სიარულით არ დაიღლებიო.
• ცხენი ჯობს მდგომიარე, ხარი _ მწოლიარეო.
• ცხენიდან გადმოვარდნა სჯობს _ ვირიდან გადმოვარდნასო.
• ცხენიდან გადმოვარდნილი _ ვირმაც არ შეისვაო.
• ცხენიც კი არ წავა უმათრახოდო.
• ცხენს ვერაფერი დააკლო, უნაგირს დაუწყო მტვრევა.
• ცხენს კუდს მოედანზე თუ მოსჭრი, ზოგი გრძელს იტყვის, ზოგიც
_ მოკლეს და დაგიმახინჯებენო.
• ცხენს თავისივე ფეხებით იპარავენო.
• ცხენს მისივე ფეხები იპარავსო.
• ცხენსა სჭედდნენ და ბაყაყმა ფეხი აიშვირა, მეც ნალი დამაკარითო.
• ცხენზე ვიჯექ, ვირზე შემსვესო.
• ცხენის სიკვდილი ძაღლების ქორწილიაო.
• ცხენის მოლოდინით კაცი სიარულით არ დაიღლებაო.




137
• ცხენდავარდნილ კაცს შინ მშვიდობით მისვლის მეტი, რა ეთქმისო.
• ცხვირი პირიდან არ მოიჭრებაო!
• ცხვირი რომ არა, თვალები ერთმანეთს დასჭამდნენო.
• ცხვარმა თქვა: მთელი მთები რომ მოვიარო, ვერ გავძღები, მაგრამ
მწყემსი მეცოდებაო.
• ცხვრის დუმას არა სჭამდნენ, უკან აბიაო.
• ცხვრის ქურქში გახვეული სატანა ზრდილიც არის და თავაზიანიც,
ვიდრემდის მსხვერპლს დაიმარტოხელებდეს და სატევარს შიგ
გულში ჩასცემდეს.
• ცხოვრება შინაარსით იზომება და არა სიგრძით.
• ცხოვრებაში მშვიდად და ღრმად მხოლოდ მას სძინავს, ვისაც
სუფთა აქვს სინდისი, რბილი აქვს ბალიში და ცოლი ჰყავს ულამაზო.
• ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატარებელი.
• ცხრა მთას აქეთ ნაქნარი, ცხრა მთას იქით დაგვხვდებაო.
• ცხრა მექოთნეს ერთმა მტეხელმა აჯობაო.
• ცხრა თვე მუცლით გატარებდი, ვაით გშობე, ვუით გზარდე და რად
გიკვირს, ყველა ქალზედ უფრო, დედას რომ უყვარდე.
• ცხრა პატარძალს ერთი ცოცხი სჯობიაო.
• ცხრა რძალი მოვიყვანე და ცხრა თავი საქმე მომემატაო.
• ცხრა ძმას ცხრა უღელი ხარი ბევრი ეგონაო.
• ცხრა ქალის ჭკუა ერთ თხილის ნაჭუჭში ჩაიდება და კიდევ ადგილი
დარჩებაო.
• ცხრაჯერ ძველმა გამახარა, ერთხელ _ ახალმაო.

• ძაბუნს თავისი თავი ეჯავრებაო.
• ძალა აღმართსა ხნავსო.
• ძალა ერთობაშიაო.
• ძალად გატანებული ძაღლი ცხვარს არ გამოადგებაო.
• ძალად დასმული კრუხი წიწილებს ვერ გამოჩეკავსო.
• ძალად მაცხონეო.
• ძალად მიდევნებული მწევარი კურდღელს ვერ დაიჭერსო.
• ძალადობა საპასუხო ძალადობას შობსო.
• ძალადობა და ზეწოლა პიროვნების თავისუფლებას ბორკავს და
აკნინებსო.
• ძალა მდევრისა, გახტომა _ ფურირემისაო.
• ძალით მოსული სტუმარი ჭირზედაც უარესიაო.




138 • ძაღლები წაიჩხუბნენ, მათხოვარს გაუხარდაო.
• ძაღლი ახსენე და ჯოხი გვერდზე მოიგდეო.
• ძაღლი ბოლომდე ერთგულია, ქალი _ შემთხვევამდეო.
• ძაღლი გაკრიჭეს და პატრონი გამოჩნდაო.
• ძაღლი დასაქმეს და მანაც _ თავისი კუდიო.
• ძაღლი ვინც მოჰკლა, მანვე გადაათრიოსო.
• ძაღლი ისე ვერ დაწვება, მუცელი არ გამოუჩნდესო.
• ძაღლი იყეფებს, იყეფებს, ბოლს კი გაჩერდებაო.
• ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო.
• ძაღლი ლეკვობისას გამოიზრდებაო.
• ძაღლი მყავდა ახარაო, მე მრცხვენია, მას არაო.
• ძაღლი რაც უნდა გაწვრთნა, ყეფას მაინც არ მოიშლისო.
• ძაღლი სადაც სვლეპსო, იქვე ჰყეფსო.
• ძაღლი სამჭედლოდან ვერას გაიტანსო.
• ძაღლი საყასბოს არ მოშორდებაო.
• ძაღლი სხვა ქვეყანაში კუდამოძუებული დადისო.
• ძაღლი ქლიბს ლოკავდა და სარგებელს გამოელოდაო.
• ძაღლი შინ არ ვარგოდაო _ სანადიროდ გარბოდაო.
• ძაღლი ჩვენია, მაგრამ საყელო სხვისა უკეთიაო.
• ძაღლი _ ძაღლის ტყავს არ დახევსო.
• ძაღლი _ ძაღლობას და გველი _ გველობას არ მოიშლიანო.
• ძაღლი ძაღლურად მოკვდებაო.
• ძაღლი _ ხსენებაზეო.
• ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის.
• ძაღლიც კი საწყალ კაცს დაეწევაო.
• ძაღლმა თუ ურემს დაუწყო დევნა, მარხილსაც გაჰყვებაო.
• ძაღლმა რომ კუდით შინ რაიმე მოიტანოს, ისიც ხეირიაო.
• ძაღლსა სცემდნენ, რძალს ასმენდნენო.
• ძაღლს დაუმეგობრდი, მაგრამ ჯოხს ხელიდან ნუ გააგდებო.
• ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვსო.
• ძაღლს რომ გააძღებ _ გიკბენსო.
• ძაღლს ქვა ესროლე, პატრონი გამოუჩნდებაო.
• ძაღლს _ ძაღლი იცნობს და კაცს _ კაციო.
• ძაღლს ძაღლის ნაკბენი არ ეტკინებაო.
• ძაღლს ძვალი ეწუნებოდა და მეორე ძაღლმა წაართვაო.
• ძაღლსა ჰკითხეს: რად იყეფებიო? _ ნადირსა ვკვლევო; კუდს რა-
ღად იქნევო? _ მეც მეშინიაო.
• ძაღლისა _ ყეფაო.
• ძაღლის ბატკანი ვის უნახავსო?




139
• ძაღლის კუდი თხუთმეტ წელიწადს კალაპოტში იდო, მერე
გამოიღეს და _ ისევ მოღუნული იყოო.
• ძაღლის კუდი არ გასწორდებაო.
• ძაღლის ნაკბენი ძაღლის ბალანმა უნდა მოარჩინოსო.
• ძერამ წიწილა წაიღო და მელა ნაშოვარ სადილს გაეკიდაო.
• ძეძვებში ფულის ჩამყრელსა, აკრეფა გაუჭირდება.
• ძველთაგან ნაამბობია, ღონესა _ ხერხი სჯობია.
• ძველი ბზე ვერცხლია და თივა _ ცეცხლიო.
• ძველი გზა და მეგობარი სულ ადვილად იკარგება.
• ძველი თივა ძველდებოდეს, ძველი ბზე კი თაფლდებოდესო.
• ძველი კაცის ნათქვამი ხშირად არის მართალი.
• ძველი ჩოხა და ნაბადი ზამთარში მოგეწონებაო.
• ძველმა _ ახალი იცისო.
• ძილი სიკვდილის ძმა არისო.
• ძილი ძილის პურის ცომიაო.
• ძილმა _ მიპარვა იცისო.
• ძილმა _ მოპარვა იცისო.
• ძილს სასთუმალი არ უნდა, შიმშილს _ შეჭამანდიო.
• ძილისგუდა ალიონს ვერასოდეს დაეწევაო.
• ძილის წინ სიზმარი ვის გაუგონიაო.
• ძლიერ სიყვარულს _ ძლიერი სიძულვილი მოსდევს.
• ძმა რომ ძმასა გაეყრება, ვეღარ დასდგამს დიდსა ძნასა.
• ძმა ძმას არ დაარტყამსო, მაგრამ თუ წყალი წაართვა, კეტსაც დასცხებსო.
• ძმა ძმისთვისაო და შავი დღისთვისაო.
• ძმა ძმისთვის დიდი ძალა და ფარიაო.
• ძმასთან განშორება ენით აუწერელი სასოწარკვეთა და ტკივილიაო.
• ძმამ ძმა ვერ იხსნა ჭირისგან, ვერ მოიოხა გულიო.
• ძმამ ძმას ანგარიში უყო და ისევ ძმები იყვნენო.
• ძმას გაეყარე და მტერი გაგიჩნდებაო.
• ძმამ ძმის ვერ იხსნა სიცოცხლე, აჯობა მკვლელის დანამა.
• ძმას შეხედო, პატარა ლუკმა ჩაიდე, ქმარს შეხედო _ დიდი ლუკმაო.
• ძმას ძმისა რომ არა სწამდეს, ამით საქმე წახდებისო.
• ძმის დაკარგვით მოგვრილ ტკივილს ვერაფერი აყუჩებსო.
• ძმის მოსვლამდე მეზობელმა განწირულს არ მიხედაო.
• ძმის სიკვდილი და-ძმისათვის ჭირზე უფრო ჭირიაო.
• ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი.
• ძმებს სიმინდი რომ შემოელევათ, მაშინ გაიყრებიანო.




140 • ძნა იწვოდა და ულო იცინოდა; მოიცა, ულო, შენთანაც მოვა ცეცხლიო.
• ძნელზე ძნელია ატანა, როცა ზეიმობს სატანა.
• ძროხა, ერთი წლის ბერწობისათვის, არ დაიკვლებაო.
• ძროხამ თქვა: დასაბმელი მიშოვე და დასაწოლს მე ვიშოვიო.
• ძროხა რომ ადრე იბღავლებს, გვიან მოიწველისო.
• ძროხა ხბოს იგებდა, მოზვერს შიშით გული უსკდებოდაო.
• ძროხას მარილი ატყუებს, კაცს _ ენაო.
• ძროხას შეხედე და დო ისე ითხოვეო.
• ძუკნა ძაღლმა სიხარბითო, ბრმა ლეკვები დაჰყარაო.
• ძუნწი კაცის პურ-მარილი მეტი იხარჯებოდესო.
• ძუნწი კაცის ჯამშია ლუკმა არ დასველდებაო.
• ძუნწს ხელიდან ქვიშას ვერ დააყრევინებო.
• ძუნწს სახელად ძუნწი ერქვა, არხეინას _ ფანტიაო.
• ძუნწის ოქრო _ მემკვიდრესო.
• ძუნწმა კაცმა თაფლი გასცა, უკან გაჰყვა ლოკვითაო.
• ძუნწი მდიდარი მათხოვარზე უარესიაო.

• წადი და მოდიო, განა წადი და დაიძინეო.
• წავალ-წავალა სტუმრები, სხედან და არ მიდიანო.
• წავიდა დღე და არა ხიფათიო.
• წამალს, სიგარეტს ზურგი ვაქციოთ, ცხოვრება ლხინად გადავაქციოთ.
• წამხედურმა წაიხედა, წინა ფეხი წაიტეხა.
• წამწამი ისე არ გაიზრდება, რომ წარბს ასცილდესო.
• წარამარა მავალსო მუცელი ატანს ძალასო.
• წარმწყმიდა წახედულობამო.
• წასვლა _ იოლი, მოსვლა _ გვიანიო.
• წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დაყოვნება ხანისა.
• წაჩხუბებულ ცოლ-ქმარს ლოგინი შეარიგებსო.
• წახდა მამულის პატრონი და არა შვილის პატრონიო.
• წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვთესი.
• წელიწადში ერთხელ ნეხვიც აყვავდებაო.
• წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა.
• წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა.
• წვეთის ცემამ _ ქვა გახვრიტაო.




141
• წვერის დაგლეჯა სჯობია, ავ ცოლის ხელში ყოფნასა.
• წვიმა მოვა, მაგრამ ქვეყანას ვერ გასწვდებაო.
• წვიმა მოვიდა, მაგრამ ქვეყანას ვერ გასწვდაო.
• წვიმას ადვილად დაიჭერ, ვიდრე გასათხოვარ ქალსაო.
• წვიმიან დღეს ქათამი ბევრ წყალს დალევსო.
• წვიმიანი ამაღლება _ ყანა მეტად ამაღლდება.
• წვიმის დაჭერა უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო.
• წითელ პარასკევს მიწა არ გაიჭრებაო.
• წითელ ღვინოს ჩვენში წამლად იტყვიანო.
• წითელი ძაღლი ტურას ბიძაშვილიაო.
• წვინტლიან კაცს ავდარი მიზეზად მოჰქონდაო.
• წითელი ოქრო შავი დღისთვისო.
• წითელი ცხენი წითელ ტყეში მოკვდაო.
• წითელი ხარი ვერ შესძლებს შავსა კამეჩთან ბრძოლასა.
• წითელო ვაშლო, შენ გესვრი, თეთრო _ შენ ჩამოვარდიო.
• წითელო ხარო, ვერ შესძლებ მაგ შავს კამეჩთან ბრძოლასო.
• წინაშე მდგომი მტერი სჯობს, უკან მდგომ მოყვარესაო.
• წინანი უკან და უკანანი _ წინაო.
• წინდა სიპატარავემ გაცვითა და პაჭიჭი _ სიდიდემაო.
• წინ ნუ გაუსწრებ და უკანაც ნუ ჩამორჩებიო.
• წინ წასული თხაო, უკან ჩამორჩაო.
• წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინობდაო.
• წინ _ წყალი, უკან _ მეწყერი.
• წინა კაცი უკანასი ხიდიაო.
• წისქვილი ორ ჩანახს ფქვავდა, სამ ჩანახს კი სჭამდაო.
• წისქვილი სჯობია ვენახსა, რაც გინდა ძლიერ როშავდესო.
• წისქვილის ქვა მეორეს თუ არ დაეხმარა, ცალმა რამდენიც უნდა
იბრუნოს, ვერაფერს დაფქვავსო.
• წისქვილიც ფქვავს და ენაცო.
• წისქვილი ჯერით ფქვავსო.
• წიწაკის თავს ვინღა ჩივის, როცა თესლიც მწარე აქვსო.
• წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო.
• წკავწკავა ძაღლი მგელს მოყვრობას ვერ გაუწევსო.
• წკნელი სანამ წვრილია, მანამ დაგრიხე, გაიზრდება _ აღარ დაგმორჩილდებაო.
• წმინდა ბერი წმინდად გადაშენდაო.
• წმინდა ბერი წმინდად წაწყმდაო.
• წუთისოფელი შორიდან ყვავილსა ჰგავს, ახლოდან კი ეკლიანი
ჯაგებია.




142 • წუწკი ღორი სხვებსაც გასვრისო.
• წუწკი ცოლ-შვილის პატრონი უნდა იჯდეს და ოხრავდესო.
• წყალი თუ სათავეში აიმღვრა, ბოლომდე მღვრიედ ივლისო.
• წყალი მიდგება-მოდგება, თავის საგუბარში ჩადგებაო.
• წყალი რომ დაგუბდება, აყროლდებაო.
• წყალი _ უმცროსს და ღვინო _ უფროსსაო.
• წყალი უმცროსისააო.
• წყალი შეღმართსა ადგილსა რა შეხვდეს, დაწყნარდებისა.
• წყალი სათავიდან უნდა დაწმინდავდესო.
• წყალზე გასდე ხიდიო, მოისხი მადლი დიდიო.
• წყალსა სწრაფად ნუ დაასხამ ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა.
• წყალსაც ზოგვა უნდა, მისვლა-მოსვლა უნდაო.
• წყალწაღებული, ხავსს ეკიდებოდა.
• წყევლა მაწყევარსაო.
• წყევლამ თქვა: სწორ გზაზე დამაყენე, თორემ უკანვე დაგიბრუნდებიო.
• წყლის წვეთი _ ქვას გახეთქსო.
• წყლის წვეთმა ქვა გახვრიტაო.
• წყალობა _ სიყვარულიაო.
• წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს.
• წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.

• ჭადარი მაღლა იზრდება, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა.
• ჭამა ერთი დღისა და საყვედური _ ასი წლისა.
• ჭამა ქონებაზე ჰკიდიაო.
• ჭამა _ ძღომამდე და სმა _ თრობამდეო.
• ჭამამ რა მიყო, ლოკვამ რა მიყოსო?
• ჭამამ რა ქნა, ლოკვამ რა ქნასო?
• ჭამას რომ გადაეჩვია, მაშინ გაფშიკა ფეხიო.
• ჭამაში გამარჯვებული _ საქმეში დამარცხებულიო.
• ჭამით უნდა გაძღე და არ გასკდეო.
• ჭამის დროს ძაღლსაც არ გალახავენო.
• ჭამის საზღვარი გაძღომააო.
• ჭამის ჭირს ყველანი ემალებიანო.
• ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავო.
• ჭეშმარიტება დროში გრძელია, რადგანაც კაცი ჭკუით თხელია.
• ჭიანი კბილი კაკალს ვერ გასტეხსო.




143
• ჭიანჭველა პატარაა, მაგრამ მთებს ანგრევსო.
• ჭიანჭველას თვალები არ ჰქონდა და ღმერთს ეხვეწებოდა _ წამწამები
გამომასხიო.
• ჭიანჭველას რომ ფრთები გამოუვა, ღმერთიც მაშინ გაუწყრებაო.
• ჭიანჭველა ჯერ თვითონ რა არის და მერე მისი ფილტვ-თირკმელებიო.
• ჭიას რომ ფეხს დაადგამენ, ისიც ხმას ამოიღებსო.
• ჭიას უთქვამს: ისე პურს ვერ მომკი, ჩემი სამყოფი არ დარჩესო.
• ჭიაყელა რომ გველს წაეზმანება, შუაზე გაწყდებაო.
• ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოვარდეს, ფეხებით დავი-
ჭერო.
• ჭინჭრაქას ახედ-დახედე და ბარკალი ისე აართვიო.
• ჭინჭრაქას რომ ღმერთი გაუწყრება, ხის წვერზე შემოჯდებაო.
• ჭინჭრაქას _ შვილი შევარდენი გამოუვიდაო.
• ჭინჭრაქა წამოდგა და თავისი ჭირი წამოაგდოო.
• ჭინჭრაქა ჯერ თვითონ რა არის და მერე მისი ქონი რა იქნებაო.
• ჭინჭარი _ ჭირის ჭირიაო.
• ჭინჭრის ძირში ჭინჭარი ამოვაო.
• ჭირვეულობა რიგით არისო.
• ჭირი და ლხინი ძმები არიანო.
• ჭირი _ ლხინის მოზიარეაო.
• ჭირი _ მართალსაო.
• ჭირი _ მეზობლის კარსაო.
• ჭირი სიდედრსაო, ლხინი პირთეთრსაო.
• ჭირი _ ჭირს გაართობსო.
• ჭირიც აღარ მობრუნდება მეორედო.
• ჭირივით მძულს ლაქუცი და ფეხქვეშ ლიქნით გაგორება.
• ჭირმა შეჩვევაც იცისო.
• ჭირს მოგცემ, ჭირს დაგავიწყებო.
• ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.
• ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
• ჭირსაც გაძლება უნდაო.
• ჭირის სუფრასთან მეზობლის მანჭვა-გრეხა და სიცილი ბოროტებაა,
_ ღვთისგმობა, უზრდელობა და სირცხვილი.
• ჭკვიანი ბოროტი გაცილებით საშიში და სახიფათოაო.
• ჭკვიანი ბუზი დოს დააჯდება _ ქალაქს გაჰყვებაო.
• ჭკვიანი კაცი ტყეში მრუდე შეშას არ მოჭრის: აქ მე გამაწვალებს
და შინ _ ჩემს ცოლ-შვილსაო.
• ჭკვიანი მეურნე ერთგულ კაცს აფასებს და კარგადაც უხდისო.




144 • ჭკვიანი პატრონი ერთგულ კაცს აფასებს, ბრიყვი _ ფეხებზე
იკიდებსო.
• ჭკვიანი რომ შეცდება, ბრიყვზე უარესიაო.
• ჭკვიანისაგან ძაგება გიჯობს, სულელის ქებასაო.
• ჭკვიანი თავს ადანაშაულებს, სულელი _ მეგობარსაო.
• ჭკვიანი კაცი გულს კი არა, გონებას უჯერებსო.
• ჭკვიანი ჩიტი ორთავ ფეხებით გაება მახეშიო.
• ჭკვიან კაცს სისულელე არ დაელევაო.
• ჭკვიანურ სიტყვას რეგვნის ყურში სძინავსო.
• ჭკვიანს ბევრჯერ თავზე აზის ბრიყვი, ტლუ და საქმის ურგი.
• ჭკვიანს ერიდე ბოროტსა, ხიფათი არის ბოლოსა.
• ჭკვიანს _ ჭკუით გადაახტუნებენო.
• ჭკვიანთან ომი გერჩივნოს, სულელთან ლხინსაო.
• ჭკვაზე მოდი, ხიდზე გადიო.
• ჭკუა ხანში კი არა _ თავშიაო.
• ჭკუა ბევრსა აქვს, მაგრამ მოხმარება კი ცოტამ იცისო.
• ჭკუა _ გონებაზე ჰკიდიაო.
• ჭკუა-გონებას ასპარეზი დიდი და ვრცელი აქვსო.
• ჭკუა გონებასთან ერთადაა ძლიერი და შეუვალიო.
• ჭკუა _ გონების სალესავიაო.
• ჭკუა მოჰკითხე ჯეელსა, მოსწრება _ მოხუცებულსო.
• ჭკუა საქმით გამოჩნდება.
• ჭკუა უნდა გონებასა, მოხმარება _ ქონებასა.
• ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.
• ჭკუა ფულზე არ იყიდებაო.
• ჭკუამ მოსჭამა სოფელი _ არ ხმალმა ამოღებულმა.
• ჭკუას _ მეზობლებში ვერ ისესხებო.
• ჭკუას მოხმარება უნდაო.
• ჭკუასთან ვინც მწყრალად არის, საკუთარ თავს სჯის და ჰგვემავს.
• ჭკუათამყოფელი გიჟს გარეთ არ გამოუშვებსო.
• ჭორი თქვი და მეჭორე ხელში დაიჭირეო.
• ჭრელი ღორი გინდ ზღვის გაღმა გაიყვა, გინდ _ გამოღმა, მაინც
ჭრელი ღორიაო.
• ჭრელი გველი ყველაზე საშიშიაო.
• ჭრელ-ჭრელი _ გიჟის ლხინიაო.
• ჭურს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო.
• ჭური უძღები არისო.
• ჭერი იმიტომა გაქვს, შენი ნათქვამი სხვამ არ გაიგოსო.




145

• ხაბაზის დამხმარე და ძაღლი _ მშიერი დარჩებიანო.
• ხბომ თუ არ დაიბღავლა, ჯიქანთან არ მიუშვებენო.
• ხათრიანი კაცი სამოთხეში ვერ შევაო.
• ხათრი _ ხათაბალააო.
• ხალხი აგამაღლებს და ხალხივე დაგამაღლებსო.
• ხალხი თუ გამოგეკიდა, წყალში გადავარდიო.
• ხალხი თუ გაქებს, მაშინ თქვი: დუშმანი მრავლად მყოლია.
• ხალხი მოგცემს აღმატებას, ხალხი მოგცემს დაღმატებას.
• ხალხი მირბოდეს _ გაჰყევი, გაჩერდეს _ გაჩერდიო.
• ხალხი ქვევრია: რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო.
• ხალხი ღმერთს ეხვეწება და წალდი _ წვერსაო.
• ხალხის სიყვარულით ბავშვები არ იზრდებიანო.
• ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა.
• ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.
• ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
• ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული
მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.
• ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.
• ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.
• ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.
• ხანდაზმულს სიზმარიც დაეჯერებაო.
• ხანი გაივლის, ჭირიც გაივლისო.
• ხან სულ არაო, ხან სულ ვარხალალოო.
• ხანძარს ნაპერწკალი აჩენსო.
• ხარბი რომ სარგებელში შევა, კვნესას მოუმატებსო.
• ხარბი სანამ არ გაიფცქვნება, არ გაიქცევაო.
• ხარბმა ქორმა იხვიც გაუშვა და ვერც კაკაბი დაიჭირაო.
• ხარბის თვალს მიწა გააძღებსო.
• ხარი _ მჭლე, ორმო _ მსუქანიო.
• ხარი სანამ დახარდა, პატრონიც გათავდაო.
• ხარი _ სხვისა, სახრე _ ტყისა.
• ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა წყალზე გატყდებაო.
• ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.
• ხარმა თქვა: ხარი ვერ მომკლავს, თუ მეხრე შემხვდა ღვთიანიო.
• ხარმა ხარს ურქინა და უკეთეს ბაგაზე მიაგდოო.
• ხარს მამობით მოსჭამენ და ფურს _ დედობითაო.
• ხარს რქები არ ამძიმებსო.




146 • ხარს რქით დააბამენ, კაცს _ ენითაო.
• ხარს უღელი მოუშვეს და ეგონა რომ მოსძვრაო.
• ხარმა იცვალა მხარია, ღმერთო შენ დაგვეხმარია.
• ხატის ვალი მირჩევნია კაცისასო.
• ხაფანგში გაბმული მელა იძახდა: თუ მთელი ქათამი არ მომეცით,
ბარკალს არ დავჯერდებიო.
• ხე ერთი შემოკვრით არ წაიქცევაო.
• ხევი მთას ჰმონებს, მთა _ ხევსა, წყალნი _ტყეს, ტყენი _ მდინარეთ.
• ხე ნაყოფით იცნობაო.
• ხე რომ წაიქცევა, ცულიანი და უცულო ზედ წამოასხდებიანო.
• ხე სადაც მოიჭრება, ნაფოტიც იქ დაცვივდებაო.
• ხე ფესვითა დგას, კაცი _ მოყვრითაო.
• ხეა, ხეა, ხერავანდი, ზედ ასხია შარავანდი.
• ხედნა ცხენსაც რგებს და ყურსაცო.
• ხელი ვითა იქმს ბრძნობასა.
• ხელი ხელსა ჰბანს და ორივე კი _ პირსაო.
• ხელი ხელსა, გოჭი მგელსა.
• ხელი ხელსა, მადლი ღმერთსა.
• ხელმა ხელი დაბანა და ორივემ _ პირიო.
• ხელოსანი ხელოსნის მტერიაო.
• ხელს თვალზე მოფარებითა _ ფარად ვერ აქცევ, ძმობილო.
• ხელს მჯდომი ჩიტი გიჯობდეს, ორ-სამსა, ხეზე მჯდომსაო.
• ხელზე რასაც წამისვამ, პირზეც იმას წაგისვამო.
• ხელში ნაჭერი კეთილი _ შეგვექნა საძებნელიო.
• ხელით ტარებას, მუცლით ტარება სჯობიანო.
• ხელისუფალს _ ყველაფერი, პენსიონერს _ არაფერი.
• ხელისუფალს _ლავირება, პენსიონერს _დაპირება.
• ხემა თქვა: ცული რას დამაკლებდა, შიგ რომ ჩემი გვარისა არ
ეჩაროსო.
• ხემ გამოისხა ხილიო _ რაც მამა, ისიც შვილიო.
• ხეს ერთი ვაშლი ება და ისიც ჭიანიო.
• ხეს რა გააციებს, გასკდებაო.
• ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
• ხვავი _ მიწის, გემო _ შაქრის.
• ხვალ წვიმა მოვაო და ჭიამ თვალები დაითხარაო.
• ხვალემ იკითხოს ხვალისო.
• ხვნაზე გარიგება სჯობია, მკაზე გარიგებასაო.
• ხიდი მდინარის ზომა უნდა იყოსო.
• ხიდს ვინც ანგრევს, ნდობას ანგრევს, მტრობას უკმევს გუნდრუკსაო.




147
• ხიდების ომს კარგი არავისთვის მოაქვსო.
• ხილით _ ხე იცნობაო.
• ხილი _ მეხილესო.
• ხილს რომ ვიხილებთ, მებაღეც ვიკითხოთ და ბაღსაც მივხედოთო.
• ხილს უთქვამს: პირი რომ მქონდეს, ჩემს თავს მე თვითონ შევჭამდიო.
• ხმამაღლა ყვირის შვილის პატრონი, წელში იხრება წისქვლის პატრონი.
• ხმელი პური და კეთილი გულიო.
• ხმლის სიმოკლე რას დაგიშლის, ფეხი გადგი წინარეო.
• ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.
• ხოზიკა თან თოხნიდა, თან ტკეპნიდაო.
• ხოხობივით თავსა მალავს და ბოლოს კი ფართედ შლისო.
• ხოჯას სახლში კაკალი ბევრია, მაგრამ დათვლილიც რომ არისო.
• ხსოვნაა გულის, დარჩენილი სულის საოხად.
• ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა.
• ხსოვნა გარდასულ დროთა უტყუარობის საბუთიაო.
• ხსოვნა ძალაა, მტერ-მოყვარე ანგარიშს რომ უწევსო.
• ხსოვნას ბევრი რამის გადარჩენა შეუძლიაო.
• ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწოროო.
• ხუცესი უწინმც წარწყმდებაო.
• ხუცესო და ხუთმუცელო, ხუთი დოქის გამომცლელო.

• ჯამში ღალატს, ომში ღალატი სჯობიაო.
• ჯანი ჯანია, განა ბადრიჯანია?
• ჯანდაგი ვირი _ თაგვებთან გმირი.
• ჯარავ, ჯარავ _ ბზიო; ლამბო, ლამბო _ წყდიო; დედამთილის
საპერანგევ _ ოხრად დამირჩიო.
• ჯარმოყვარეს _ ჯარიმტერი სჯობიაო.
• ჯარი წავიდა და თოფები მერე დასცალესო.
• ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე _ მენავესთან ბრძოლა.
• ჯერ არ მინდოდა შობა, მერე _ სიკვდილიო.
• ჯერ ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო.
• ჯერ გაუშვებს მელასაო, მერე იწყებს სტვენასაო.
• ჯერ გადახტი და ჰოოპ მერე დაიძახეო.
• ჯერ ერთი მუწუკი გამოირწყე, მერე _ მეორეო.
• ჯერ თავო და თავო, მერე _ ცოლო და შვილოო.




148 • ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა.
• ჯერ ფონს იკითხავენ და მერე წყალში შესტოპავენო.
• ჯერ _
შრომა, მერე _ ხტომა.
• ჯერ ჩიტი ნახე და მერე _ მისი მხარ-ბარკალიო.
• ჯერ ცხენი მიაბი და მერე _
ღმერთს მიანდეო.
• ჯერ ძილი, მერე _ სიზმარი.
• ჯერ ხილი იხილე, მეხილე მერე იკითხეო.
• ჯერის დაკარგვას, ლუკმის დაკარგვა სჯობიაო.
• ჯინიანი და ახირებული, ღმერთმა ყველა გვაშოროსო.
• ჯინიანი კაცი წინ ვერ წაიწევსო.
• ჯინიანი საკუთარი ლოგიკის მძევალიაო.
• ჯინიანს სიმართლეს ვერ დაუმტკიცებო.
• ჯინიანს მხოლოდ საკუთარი სიმართლისა სჯერაო.
• ჯინიანს საკუთარი ლოგიკა აქვსო.
• ჯინიანობა _ ჭკუამოკლეობის ნიშანიაო.
• ჯიუტი თხები წყალმა მოარჯულა, ჯიუტი კაცები _ ვერც ღვინომო.
• ჯიუტი თხების მორჯულებას მხოლოდ მდინარე შეძლებსო.
• ჯიუტსა და ჯორზაქარას სინანული გასჩენიყო, მაგრამ უკვე გვიან
იყო, არაფერი შველებიყო.
• ჯიუტს _ ჯოხი, კუზიანს _ სამარეო.
• ჯიში და ჯილაგი რა ვთქვი, შენიო.
• ჯიშსა და ჯილაგს არ ეღალატებაო.
• ჯიშსა და ჯილაგსა კაცი ჭინჭილით უტარებია.
• ჯიხვმა თქვა: ჩემს ზემოთ მარტო ღმერთიაო.
• ჯიხვს რქებით იცნობენო.
• ჯოხს რომ აიღებ, ქურდი კატა მაშინვე გაიპარებაო.
• ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც მიუმატესო.
• ჯოჯოხეთში ძახილია, გაგონება კი _ არა.

• ჰა, ბარი და ფიწალიო, ყანის მოვლას ისაწავლიო.
• ჰაბარდა და სტარანეცაო.
• ჰა, ბურთი _ ჰა, მოედანიო.
• ჰა, დათვი _ ჰა, კვალიო.
• ჰაკერობა გერჩივნოს, კომპიუტერის გარეშე დარჩენასო.
• ჰა, პირი და ჰა, პურიო.




149
• ჰა, შორსწასული და ჰა, შინმოუსვლელიო.
• ჰა, წიგნი და კალამიო, წერა-კითხვას გასწავლიო.
• ჰა ხუცესო, ხუთმუცელო, ხუთი პურის შემცუცნელო.
• ჰაი გიდი, რა ორშაბათი მიცდებაო.
• ჰაი-ჰუი _ ოხრობასო, ამისთანა მოყვრობასო.
• ჰაი-ჰუი, ტუდა-სუდა, აქეთ-იქით, ჩორტ პობერი, კაცო.
• ჰაი-ჰარად, ალალბედზე, სახლი არ აშენდებაო.
• ჰარალო, ბიჭო გოგია, მოჰხან და ბევრი მოგივა.
• ჰარამი ლუკმა არავის შეერგებაო.
• ჰარი, ბიჭო, ჰარალეო, ბასრი დანა დამალეო; ვინძლო ხელი არ
წაგიცდეს, რაღა დღეს და რა ხვალეო.
• ჰაცე, ვირო, მე მკიდია, შენ ხომ არაო.
• ჰაცე, ვირო, შე მართლა ვიროო.
• ჰაცე, ვირო, არტაანელო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა
და მოძოვეო.
• ჰგავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი, ბრიყვია.
• ჰკა გარეულს, მოასწარი, შინაური სად წაგივა?
• ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს.
• ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო, არ გავახაროთ მტერიო.

About these ads
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: